მორჩა მარჩიელობა - რამდენი ბრძოლა უნდა მოიგოს ტოჩინოშინმა, რომ კომუსუბის ტიტული შეინარჩუნოს. ვეღარ შეინარჩუნებს...

მორჩა მარჩიელობა - რამდენი ბრძოლა უნდა მოიგოს ტოჩინოშინმა, რომ კომუსუბის ტიტული შეინარჩუნოს. ვეღარ შეინარჩუნებს... ნაგოიას ბაშოს მე-11 დღეს ძალზე ცუდად მოასპარეზე ლევან გორგაძემ საბედისწერო, მე-8 მარცხი იგემა და აგვისტოში სუმოს იერარქიაში მეოთხე ტიტულს დაკარგავს. ტოჩინოშინისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ოს არანთან აღმოჩნდა. ვლადიკავკაზელი მე-2 მაეგაშირა ზედიზედ მეექვსედ გამოვიდა გამარჯვებული ივლისის ბაშოზე. დაჯახებისთანავე ორივე ევროპელმა რიკიშიმ სცადა შეტევა, მაგრამ ეს უფრო დაბალ დგომში მოჭიდავე ოსს გამოუვიდა, არანმა უვატენაგეს ილეთით გამოიყვანა ტოჩინოშინი წონასწორობიდან. 3-8 ბალანსი კი მაკეკოშის ნიშნავს ანუ რაც უნდა გააკეთოს ბოლო ბრძოლებში ქართველმა კომუსუბიმ, ის უარყოფით ბალანსს ვეღარ გაექცევა. სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი ისევ რიგითი მაეგაშირა იქნება. 2006 წელს კოკაიმ (ლევან ცაგურია) 2 ბაშოს განმავლობაში ატარა კომუსუბის ტიტული, ტოჩინოშინმა კი მხოლოდ ერთი ბაშო გაძლო სენიაკუს წოდებით. ქართველისგან გამოთავისუფლებულ ტიტულს კი, ალბათ, ოსი რიკიში დაიკავებს. ლევანი 22 წლისაა და მას კიდევ ბევრჯერ მიეცემა შანსი დაწინაურების. დღეს მისი მეტოქე "მატადორი" ამინიშიკი (5-6) იქნება.

კოკაიმ წააგო და კვლავ უარყოფითი ბალანსი (5-6) გაუხდა. თანაც ჩვენებურმა მის ტრადიციულ მეტოქესთან, "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარისთან დათმო იორიკირის ილეთით. ახლა ურთიერთშეხვედრებში "შავი ზღვა" 12:11-ს უგებს იაპონელს. ლევანის დღევანდელი მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაკიძოეა (2-9). ურთიერთშეხვედრებში კოკაი 8:12-ს აგებს კაკიძოესთან.

ნაგოიას სუპერტურნირი ელიტაში პირველი ბაშოა გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს ყველაზე მძიმე სუმოისტისათვის. გუშინ გაგამარუმ "პატარა ტანკ" ტაკეკაძის შეტევა მოიგერია და კონტრშეტევით აჯობა კიდეც. გაგამარუს 5-6 ბალანსი აქვს და დღეს ტამავაშის გაეჯიბრება.

42 მოგება - ასეთია დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ახალი რეკორდი, მონღოლმა ზედიზედ 42 ორთაბრძოლა მოიგო და კვლავ ყოჩაღობს. დღეიდან ის პირველად ჩაუდგა ბაშოს სათავეში ერთპიროვნულად, რადგან მე-13 მაეგაშირა ჰომაშომ, როგორც იქნა, წააგო. ჰაკუჰომ გუშინ სუკუინაგეს ილეთი იხმარა სეკივაკე კოტოშოგიკუს დასამარცხებლად.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

XI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ტოკიტენკუ-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კაიო (უბრძოლველად), ბარუტო-კისენოსატო (ოშიტაოში), კიტატაიკი-ჰაკუბა (იორიკირი), არანი-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), იოშიკაძე-ასასეკირიუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-შიმოტორი (ცურიდაში), კაკურიუ-ჰომაშო (სუკუინაგე), ვაკანოსატო-ტოკუსეგავა (იორიკირი), ტამავაში-კაკიძოე (იორიკირი), მოკონამი-კიმურაიამა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ტამაასუკა (ოშიდაში), გაგამარუ-ტაკეკაძე (იორიტაოში), ტაკამისაკარი-კოკაი (იორიკირი), ბუშუიამა-ჰოკუტორიკი (იორიტაოში), სოკოკურაი-შოტენრო (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-1: ჰომაშო (მაეგაშირა 13).

9-2: კაკურიუ (მ 6).

8-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი)... 5-6: გაგამარუ (მ 12), კოკაი (მ 12)... 3-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XII დღე: ტოჩინოშინი-ამინიშიკი, გაგამარუ-ტამავაში, კოკაი-კაკიძოე.

ლელო

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში