საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის დედაქალაქში ეროვნული სახლის მოსაწყობად თადარიგი დაიჭირა
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ოთხწლეულის ამ შემაჯამებელ, ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე სპორტულ შესაძლებლობებთან ერთად ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყანა თამაშების ათიათასობით სტუმარს განსხვავებული კუთხითაც დაანახოს, ამის საუკეთესო საშუალება კი ტრადიციულად, ოლიმპიადის დედაქალაქში ეროვნული სახლის მოწყობაა.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თადარიგი ნაადრევად დაიჭირა და ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ფეშენებელური შენობა შეარჩია. მფლობელებთან მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდა. სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ლონდონში გაემგზავრა და ხელშეკრულებას ხელი 1 მარტს მოეწერება. "ქართული სახლი" ბინას ნიმბურკის 45 ნომერში, ჩელსის უბანში დაიდებს.

"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონში "ქართული სახლი" იფუნქციონირებს. სპორტული თემატიკის გარდა ოლიმპიელები, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნობა პატარა საქართველოს დიდ ისტორიას, მისი წარსულს და დღევანდელობას, კულტურას, მიღწევებს სპორტსა და ოლიმპიზმში. "ქართული სახლის" მისია წარმატებულად ჩაითვლება, თუ მის სტუმარს აღუძრავს სურვილს, ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და დაათვალიეროს მისი ღირშესანიშნაობები. გარდა ამისა, "ქართულ სახლში" გვექნება ოფიციალური მიღებები სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან და ა.შ. მოკლედ, ეს იქნება პატარა საქართველო შუაგულ ლონდონში" - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა ინგლისის დედაქალაქში გამგზავრების წინ.

როგორც ცნობილია, თბილისში 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ნისლიანი ალბიონიდან სეოკ-ის პრეზიდენტი რომში გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში ფესტივალის მასპინძელ ქალაქთან ოფიციალურ კონტრაქტი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მოაწერენ. ცერემონიალს ასევე დაესწრება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე.

სეოკ-ის პრესსამსახური

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს