29 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 105:100 დაამარცხა
29 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 105:100 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 16:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ყოფილ გუნდთან 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ორიდან ორივე ორქულიანი ჩააგდო.

ყველაზე მეტი შეხვედრაში სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა ჩააგდეს, რომლებმაც 25-25 ქულა მიითვალეს. დურანტმა 25 ქულას 14 მოხსნაც მიამატა. დურანტი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გახდა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 20 ქულაა.

"ატლანტიდან" დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. დუაიტ ჰოვარდმა კი 14 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა პოლ მილსაპმა, რომელმაც 14-14 ქულა და მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.

იხილეთ ვიდეო

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 16 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი", 2 დეკემბერს, გამთენიისას, "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.

დათი
ოთოს, ღმერთმა ქნას, რომ ზაზა გოლდენ სტეიტთან ერთად ჩემპიონი გახდეს. არა, გოლდენ სტეიტი კი ნამდვილად გახდება ჩემპიონი, მაგრამ ახალი წლის შემდეგ გაუშვებენ ზაზას სამწუხაროდ (გაცვლა მოხდდება)
912-ს
ის 16 წუთი უნდა ითამაშოს ძლიერად რომ, მერე 30 წუთი ანდონ, გადამწყვეტ მომენტებშიც არ ენდობა მწვრთნელი და არ გამოყავს გუნდიის დასახმარებლად, ბურთებს კარგავს უაზროდ და თამაშის დროს იკარგება, არ იცის სად არის და რა გააკეთოს.
912
ნუ გაუხურეთ საქმე ადრე მინიმუმ 30 წუთს თამაშობდა და ეხლა 16 წუთში რა უნდა მოასწროს?
oto
dato, რატომ არ შეეშვებით ზაზას? რატომ პროფესორობთ? ზაზა აკეთებს იმ საქმეს, რისთვისაც ის მიიწვიეს ამ გუნდში. მორჩა და გათავდა. რა არის აქ გაუგებარი? ზაზა იქნება პირველი ქართველი, ვინც ებს-ს ჩემპიონი გახდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
dato
ძალიან ცუდი სტარტი აქვს ზაზას, შებოჭილი თამაშობს და აგრესიულობა აკლია. უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალები და მოუმატოს, თორემ ამდენ შანს არავინ მისცემს გოლდენში.
tanto
გრინმა ითამაშა ბოლო წუთებზე უძლიერესად და სასწაული დაფარებები გააკეთა, ფაქტიურად მან მოიგო ეს თამაში.
dssd
ქარველი დზიუდოისტები ტოკიოს გრანდ სლემზე GAMOVLEN
amer
ზაზა მაცვენებლები ძალიან დაბალია როგორც ნბა კალატბურტელისატვის.
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს