სამშაფათი

000000000000

000000000000000

0000000000000000000

00000000000000

ფეხბურთი უფასოდ

ორიოდე წლის წინათ, საქართველოში ერთ-ერთი ესტონური კლუბის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო თემებზე გველაპარაკა. მაგალითად, იმაზე, თუ რა მდგომარეობა იყო იქაურ ბავშვთა ფეხბურთში...

მანამდე გეტყვით, რომ ესტონეთში (რომელიც ევროკავშირის წევრია) საშუალო ხელფასი 1000 ევროა (დაახლოებით, 2640 ლარი), მინიმალური - 430 ევრო (1135 ლარი), ხოლო მინიმალური პენსია - 374 ევრო (987 ლარი). შეადარეთ ეს ჩვენს ანალოგიურ მონაცემებს და ახლა მთავარსაც გეტყვით - ესტონეთის საფეხბურთო სკოლებში ბავშვები 30 ევროს (დაახლოებით 79 ლარი) იხდიან, ფორმებში - 100 ევროს (264 ლარი) და მასში "ოქროს ჩანთაა" გათვალისწინებული, ანუ, ყველაფერი - ბუცების ჩათვლით.

ამას გარდა, ევროპულ ქვეყნებში ტურნირებზე გამგზავრებასა და შეკრებებზე მშობლები 100-100 ევროს (264 ლარი) იხდიან. შემთხვევითი არ არის, რომ ესტონეთში ფეხბურთის ბუმია - მათი შემოსავლების გათვალისწინებით, ეს გადასახადები ოჯახს დიდ ტვირთად არ აწვება.

ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ, სადაც ანალოგიურ ციფრებში ყველა ერკვევით. სამაგიეროდ, ფეხბურთზე შეუსაბამოდ დიდი გადასახადებია, შეკრებაზე ბავშვის გასაშვებად 500-600 ლარია საჭირო და ბევრ ოჯახს ფულის სესხება უწევს, ან, უბრალოდ, ბავშვის გაშვებაზე უარს ამბობს.

ამიტომ არის აუცილებელი გადასახადების გაუქმება თუ არა, მისი მნიშვნელოვანი დაწევა მაინც, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს საყვარელ სახეობაში ვარჯიშის საშუალება რომ მიეცეთ. ქვეყანაში, სადაც მინიმალური ხელფასი 200 ლარია, სხვაგვარად წარმოუდგენელია, ფეხბურთი მასობრივი გახდეს.

ამიტომაც დავინტერესდით პროექტით, რომლის სახელწოდებაა - "ახალგაზრდული მოძრაობა - ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის". ორგანიზაციას ნიკა კაპანაძე ხელმძღვანელობს. აი, რას ჰყვება ის:

"მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებს უნდა ჰქონდეთ შანსი, ჯანსაღ ცხოვრებაში ჩაერთონ და სამომავლოდ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მათ შორის ბევრია ნიჭიერი, მონდომებული და პერსპექტიული. 2014 წელს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ. პროექტს ფეხბურთის ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ - ბავშვებს აქვთ საშუალება, პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით უფასოდ ივარჯიშონ. ინტერესი მატულობდა, გაფართოვება გადავწყვიტეთ და გუნდები ჩამოვაყალიბეთ ფოთში, ქუთაისში, გორში... მომავალში ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ რეგიონში გასვლას და ჩვენს გუნდებს შორის მინიფეხბურთის ფესტივალის ჩატარებას".

მერაბ მამულაშვილი

000000000

00000000000000000000

000000000

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად