"სიონისტური ემბლემის" გამო ირანმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პროტესტით მიმართა

ირანმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (სოკ) ლონდონში გასამართი 2012 წლის ოლიმპიადის ემბლემის გამო ოფიციალური პროტესტით მიმართა.

როგორც საპროტესტო ნოტაშია ნათქვამი, თამაშების ემბლემაზე ციფრები განზრახ ისეა სტილიზირებული, რომ სიტყვა ”Zion” - "სიონი" იკითხება. ირანის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ბახრამ აფშარზადეხის თქმით, "რასისტული" ლოგოტიპი, რომელშიც ქალაქ იერუსალიმის ტრადიციული ებრაული სიმბოლოა დაფარული, შესაძლოა ირანის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტის მიზეზი გახდეს. ამას გარდა, თამაშებში მონაწილეობაზე უარი, როგორც წერილის ავტორები ვარაუდობენ, შესაძლოა სხვა ისლამურმა სახელმწიფოებმაც განაცხადონ.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უკვე უარყვეს ოლიმპიადის სიმბოლოს სიტყვა "სიონთან" მსგავსება. ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში გაკვირვებულები არიან იმით, რომ 2007 წელს წარმოდგენილი სიმბოლიკის მიმართ პრეტენზია მხოლოდ ახლა გამოითქვა და ასევე განაცხადეს, რომ ციფრი "2012" 2012-ის გარდა არაფერს ნიშნავს.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ებრაელებთან შეხვედრაზე ირანელ სპორტსმენებს ადრეც არაერთხელ უთქვამთ უარი. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა ისრაელთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. მან "სიონისტი ოკუპანტები" ინფექციას შეადარა, თავად ისრაელს კი განადგურებით დაემუქრა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე