ლიპიმ მასიმილიანო ალეგრის როტაცია დაუწუნა
ჩინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება და იტალიური გუნდების ევროტურნირებზე ასპარეზობა შეაფასა. მაესტრომ ვრცლად ისაუბრა "იუვენტუსზე", სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

იუვენტუსი

"იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურიც უკვე მოიპოვა. მიუხედავად ამისა, გუნდის თამაშში არის ხარვეზები, რომელიც თვალშისაცემია. ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 14 ტურია გასული, "იუვეს" კი უკვე 3 წაგება აქვს. ვფიქრობ, პრობლემების სათავე ხშირი როტაციაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი მიმართავს. განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვაზე ითქმის, სადაც მუდმივად იცვლებიან ფეხბურთელები, ეს კი გუნდის შეთამაშებას უშლის ხელს. თუ "იუვენტუსს" ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევა სურს, უნდა მოუმატოს და ალეგრიმ ეს ჩემზე უკეთ იცის.

იუვეს კონკურენტები

მაურიოციო სარის არ გაუმართლა, რადგან სეზონის წინ გონსალო იგუაინი დაკარგა, შემდეგ კი არკადიუშ მილიკმა ტრავმა მიიღო. "ნაპოლი" კარგად თამაშობს, თუმცა არ ჩანს შედეგი და ეს იმის ბრალია, რომ გუნდს გამტანი ფეხბურთელი არ ჰყავს. ზამთარში ნეაპოლელებმა აუცილებლად უნდა დაიმატონ ცნტრფორვარდი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

"რომას" თავდაჯერებულობა აკლია და ეს უკვე წლებია გრძელდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ამავდროულად, ნებისმიერთან წაგება, ასე კი სკუდეტოსთვის რეალური ბრძოლა შეუძლებელია. "მილანი"? - ვინჩენცო მონტელას გუნდი პროგრესურებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მიმდინარე სეზონში, პროგრამა მაქსიმუმი ალბათ ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

ევროარენა

"იუვენტუსს" აქვს იმის რესურსი, რომ ჩენპიონთა ლიგა მოიგოს და ჩვენ ამას ველოდებით კიდეც. გულშემატკივარი ითხოვს ტურინული გრანდისგან ევროპულ გამარჯვებას. "იუვენტუსი" ყველაზე საჭირო დროს უნდა შევიდეს ფორმის პიკში და ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს. "ნაპოლიმ" გაირთულა საქმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავა მერვედფინალში.

თუმცა, ნეაპოლელებს შემადგენლობის გაძლიერება მართებთ და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ამის საშუალებას იძლევა. ევროპალიგაზე "ინტერს" ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა, რის გამოც გუნდი სამართლიანად გააკრიტიკეს. "რომამ" და "ფიორენტინამ" ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რადგან ამ გუნდებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. კარგი იქნება, თუ ფრანჩესკო ტოტი ევროტურნირს მოიგებს და იმედია, ეს ასეც მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა