"რუსთავმა" "თეთრ ჯგუფში" პირველი ადგილი და პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა
25 ნოემბერს, პირველ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. "თეთრ ჯგუფში" პირველ ადგილზე "რუსთავი" გავიდა და პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა.
"რუსთავის" წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის კლუბის სპორტულ დირექტორ ლევან სილაგაძეს, რომელმაც ძლიერი შემადგენლობის შეკრება მოახერხა:
- კლუბს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა: გარიგებულ მატჩში მონაწილეობის ბრალდებით 6 ქულა დაგაკლდათ...
- იმავე მდგომარეობაში იყო მარტვილის "მერანი", რომელმაც თასის ფინალამდე გააღწია, მაგრამ პირდაპირ პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.
მადლობელი ვარ მწვრთნელებისა და ბიჭების, რომლებმაც ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა მოახერხეს, საკუთარ თავში ბრძოლის ჟინი იპოვეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.
- ახლა პრო ლიგა 2-ში ერთიანი ფონდიდან მეტი ბიუჯეტი გექნებათ. სპონსორის მოზიდვას თუ იმედოვნებთ?
- რუსთავის მერი მზად არის, დაინტერესებულ ადამიანებს თუ ბიზნესჯგუფებს მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას. მოგეხსენებათ, ქართულ ფეხბურთში სპონსორის მოზიდვა ძალიან რთულია.
ამის მიუხედავად, ყველანაირად ვეცდებით, შემდეგ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ და იქ მოვხვდეთ, სადაც ჩვენი ადგილია - ანუ პრო ლიგა 1-ში.
რუსთავში ფეხბურთი წარმატებული იყო და მომავალშიც ასე იქნება. ეს სპონსორის მოზიდვის საუკეთესო საშუალება იქნება.
- ამ შემადგენლობას შეინარჩუნებთ?
- შევინარჩუნებთ იმ ბირთვს, რომელმაც ჩვენი წარმატება განაპირობა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, გაძლიერებაც გვსურს. წარმატებას ძლიერი შემადგენლობით მივაღწიეთ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ შედეგის მიღწევის სხვა შანსი არც არსებობს. ამიტომ კარგი ფეხბურთელები კიდევ უფრო გვჭირდება.
ბადრი მაჭავარიანი, კლუბის დირექტორი:
"6 ქულის დაკლებამ ფსიქოლოგიურად დაგვთრგუნა. საბედნიეროდ, ამ გაუთვალისწინებელი შოკის მიუხედავად, "რუსთავმა" მოახერხა, კარგი გუნდი ჩამოეყალიბებინა და მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ.
ამ სეზონმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ჩემი აზრით, სისტემური მოქმედებებია საჭირო. კლუბებსა და ფედერაციას მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ, პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენას კი დღევანდელი მოთხოვნები გვკარნახობს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გამოსავალია და პასუხისმგებლობას კლუბებიც გავინაწილებთ.
ვერ დავიჩემებ, რომ ეს ჩემი ინიციატივაა, ამაზე აქამდეც ბევრი თქმულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი სტრუქტურა ქართული ფეხბურთის მეტ კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვითარებაზე გავლენა თავად კლუბებმაც უნდა მოახდინონ".
წლეულს "რუსთავში" მერაბ გიგაური მიიწვიეს, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და ეროვნული გუნდის ფორმაც მოურგია:
"რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში თამაში მერჩივნა. იყო წინადადებებიც, მაგრამ სასურველი შემოთავაზებები არ მქონდა და "რუსთავში" თამაშს დავთანხმდი. ცხადია, პირველ ლიგაში უფრო დაბალი დონეა, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში კარგი და საჭირო გამოცდილების პერიოდი იყო და ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარა.
ჩვენ მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. ქულები დაგვაკლეს და ამის მიუხედავად, მოვალეობა მაინც შევასრულეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ", - ამბობს გიგაური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
კობა ჟორჟიკაშვილი: შესაძლოა, "ტორპედოში" ლეგიონერები დავიმატოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია