უკრაინის ქალაქ ხარკოვის თიხნარის კორტებზე დაიწყო 25-ათასიანი ტურნირი, სადაც...

უკრაინის ქალაქ ხარკოვის თიხნარის კორტებზე დაიწყო 25-ათასიანი ტურნირი, სადაც სამი ქართველი ჩოგბურთელი თამაშობდა ძირითად ბადეში. სოფიო შაფათავა მე-3 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მისი თამაში ფავორიტის გარჯას არაფრით ჰგავდა - შაფათავამ ორ სეტში წააგო რუს კარინა პიმკინასთან - 3:6, 1:6. შემდეგ თამაშში მე-8 ნომრად განთესილი თათია მიქაძე ჩაება. თათიამ რუს ტატიანა კოტელნიკოვას სამ სეტში მოუგო - 6:4, 3:6, 6:1. ეკა გორგოძის მეტოქე კი პირველ ნომრად განთესილი სლოვაკი კრისტინა კუჩოვა იყო. თამაშმა გამოაჩინა, რომ გორგოძეს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა - 1:6, 2:6. მაგრამ თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ სხვა დეტალზე. ინებეთ უკრაინული საიტის რეცენზია ამ მატჩზე: "ტურნირის რეიტინგულმა ფავორიტმა სლოვაკმა კრისტინა კუჩოვამ იოლად მოუგო ქართველ ეკა გორგოძეს. გორგოძე კორტზე საშინელი მოქცევით გამოირჩა. იმედია, მისი გამოცდილი დამრიგებელი ირაკლი ლაბაძე აქედან სწორ დასკვნას გამოიტანს. გორგოძე ხშირად უმიზეზოდ ეძებდა ბურთის კვალს თიხნარზე, აპროტესეტბდა ყველაფერს, ჰქონდა ნერვული შეტევები. ამან ძალზე უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, მით უფრო, რომ გორგოძეს არც თამაშით გამოუჩენია თავი".

თათია მიქაძემ კი მეორე რაუნდშიც გაგვახარა და უკრაინელ ანასტასია ლიტოვჩენკოს ძალზე იოლად აჯობა - 6:1, 6:0. მეოთხედფინალში მიქაძე ფრანგ ალიზ ლიმს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად მერვედფინალში კუჩოვას აჯობა - 6:4, 7:6 (4). თათია მიქაძისა და სოფიო შაფათავას წყვილი ბადეში პირველ ნომრად არის განთესილი.

ლელო

devi
კარტოფილის ბადეები გაიკეთოს.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა