საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ბავშვების მშობლებს მათ საქმეში ჩარევისგან თავშეკავებას სთხოვს
საქართველოს 14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი რიგაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მოზარდებმა ფინალში ჰოლანდიური "ვიტესი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს და ტურნირის უძლიერესის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს. ამ ამბავთან დაკავშირებით 1 მარტს ლოკომიტივის სტადიონზე 14-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დაამთავრეს. გატანილი გოლი გიორგი წულეისკირის ანგარიშზეა, რომელმაც ლუკა ვარძელაშვილის პასით შეძლო მეტოქის კარის აღება. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

ფინალამდე გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა კიევის "დინამო" დაამარცხა ანგარიშით 2:0. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ლუკა ვარძელაშვილმა გაიტანა, რომელიც ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გოჩა ტყებუჩავა: "საინტერესო, კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო. საკმაოდ ძლიერი გუნდები დაგვიპირისპირდნენ, რომლებიც კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს მატჩები მნიშვნელოვანი მარტო ბავშვებისთვის არ იყო, მწვრთნელებმაც ბევრი რამე დავინახეთ - დისციპლინაში პრობლემები ნამდვილად გვაქვს. რთული მატჩი გამოვიდა კიევის "დინამოსთან", მეტოქე ცოტა უხეშად გვეთამაშა. მთლიანობაში სასიხარულოა, რომ ყველა ბარიერი დავძლიეთ და ჩემპიონები გავხდით.

მუშაობა გაგრძელდება, თუმცა ცუდია, რომ დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. სასურველია და ძალიან კარგი იქნება, რომ ერთ პოზიციაზე 5 ფეხბურთელი გვყავდეს, მაგრამ ახლა რეალურად ზოგიერთ პოზიციაზე ორი მოთამაშეც არ გვყავს. აქვე ერთი თხოვნა მშობლებთან - ნუ ჩაერევიან ჩვენ საქმეში, რადგან ეს პრობლემას პირველ რიგში ბავშვს შეუქმნის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 27 აპრილს იწყება საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც შვედეთი მასპინძლობს და იქ ჩვენც ვითამაშებთ. ჩამოგითვლით მეტოქეებსაც - "აიკი", "აიაქსი", "ჰიკი", "ჰონკა", "პაოკი", "მილანი" და "ლევერკუზენი".

msy.gov.ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა