ჩვენი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი საკმაოდ ძლიერ C ჯგუფშია, ტურნირზე კი ხვალ იასპარეზებს
დღეს ტოკიოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ძიუდოში - ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადი".

მასში ჩვენგან მხოლოდ ნატურალიზებული ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) გამოვა, რადგან ვაჟთა ნაკრებმა იქ წასვლა გადაიფიქრა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სამ კლუბში - "მებრძოლში", "საგარეჯოსა" და "შევარდენში" გადანაწილებულ ნაკრების წევრებს 14 დეკემბერს გროზნოში ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგა" ელოდებათ.

ტრადიციულად, კანოს ტურნირი წლეულსაც ძალიან ძლიერი შეჯიბრება იქნება - მასში 41 ქვეყნის 287 ათლეტია დარეგისტრირებული, 155 ვაჟთა ტურნირში და 132 - ქალებში.

დღეს, 2 დეკემბერს, ვაჟებში 60-66, ქალებში კი - 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ხვალ, 3 დეკემბერს ტატამი 73-81 კილოგრამიანი ვაჟების და 63-70-იანი ქალებისთვის გაიშლება, ზეგ კი შეჯიბრებას დარჩენილი წონების ფალავნები დაასრულებენ ანუ ვაჟთაგან 90, 100 და +100, ხოლო ქალთაგან - 78 და +78 კილოგრამები.

ჩვენი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი საკმაოდ ძლიერ C ჯგუფშია: პირველ შეხვედრას იაპონელ ნაეკო მაედას ხვდება, მას თუ გასცდება და მეორე წრეში კორეელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი სეონგიეონ კიმი ელოდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი აზიელი - უზბეკი გულნოზა მატნიაზოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dojo
Da aseve qartveli arbitri Vladimer Nutsubidze
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს