უეფამ საუკეთესო დაცვის მქონე ევროპული გუნდების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეში მოლდოვური კლუბი მოექცა
უეფამ საუკეთესო დაცვის მქონე ევროპული გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეში საუკეთესო მაჩვენებლით მოლდოვას "შერიფი" მოექცა. ამ გუნდმა 24 მატჩში 7 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ თამაშში 0,29 გოლს უდრის.

ტირასპოლელთა ამ წარმატებაში ლომის წილი 39 წლის გამოცდილ ქართველ მცველს, ვაჟა თარნხიშვილს მიუძღვის. ვაჟა გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მოლდოვას დამოუკიდებლობის დღიდან, "შერიფის" ათივე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

ტირასპოლელთა კარის შეუვალობაში თავისი წვლილი, ბულგარეთის ნაკრების მეკარე ვლადისლავ სოიანოვსაც მიუძღვის, რომელმაც ვეტერან ქართველ თანაგუნდელზე ამაღლებული განწყობით ისაუბრა:

"ვარჯიშებზე უდიდეს ყურადღებას დაცვაზე ვამახვილებთ. ვაჟა კი მთელი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მასთან ერთად მოედანზე გასვლა, ახალგაზრდებს თავდაჯერებას მატებს", - განაცხადა "შერიფის" გოლკიპერმა.

საუკეთესო დაცვის მქონე ევროპული კლუბების ჩამონათვალის პირველ ხუთეულში მოხვდა: "ვოევოდინა" (0,33), "პორტუ" (0,33), "შახტარი" (0,37), "სენ ხულია" (0,39) .

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე