კუალა ლუმპურის ტურნირის მთავარი ფავორიტი ფრანჩესკა სკიავონე ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა
გუშინ მიმდინარე კვირის ტურნირების წარდგენისას ვივარაუდეთ, რომ კუალა ლუმპურის ტურნირის მთავარი ფავორიტი როლან გაროსის ფინალისტი ფრანჩესკა სკიავონე იქნებოდა, მაგრამ პირველ ნომრად განთესილმა იტალიელმა პირველივე წრეში წააგო და მთავარი პრიზისთვის ბრძოლა შეწყვიტა.

სკიავონემ ავსტრალიელ ელენა დოკიჩთან ორსაათიან მატჩში 11 ეისი ჩააწოდა, მაგრამ კარგმა მოწოდებამ ვერ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მეტოქეს სამი სეტის ჯამში 15 (!) ორმაგი შეცდომა დააგროვა.

სხვათა შორის, ეს იყო ამ ჩოგბურთელების რიგით მესამე დაპირსპირება და დოკიჩმა მესამედ შეძლო გამოცდილი იტალიელის დამარცხება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მათ შორის ბოლო შეხვედრა 10 წლის წინ ჩატარდა.

არადა, სკიავონესთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. მან პირველი სეტი 6:2 მოიგო, მეორეში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ტაი-ბრეიკზე დოკიჩი 3:1 დაწინაურდა, როცა სკიავონემ სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. ფრანჩესკამ მარჯვენა ფეხი დაიზიანა, თუმცა მაინც გააგრძელა თამაში. საბოლოოდ, იტალიელმა წააგო მეორე სეტის მე-13 გეიმი (1:7) და მესამე სეტი - 4:6.

მატჩის შემდეგ სკიავონემ განაცხადა, რომ მეორე სეტის დროს თამაშის ვადაზე ადრე დასრულებას აპირებდა, მაგრამ მაყურებელს სცა პატივი: "მიყვარს სპორტი და პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშის სანახავად იყვნენ მოსული. ამიტომაც ვითამაშე ბოლომდე. შესაძლოა, სხვა სიტუაციაში ტრავმის გამიზეზების შიშით უარი მეთქვა თამაშის გაგრძელებაზე, მაგრამ აქ მაყურებელი მომიწოდებდა არ დავნებებულიყავი და ამან დიდი დახმარება გამიწია. მათ უყვართ ჩოგბურთი ჩემი შესრულებით და მეც იგივეთი ვუპასუხე. დღეს დოკიჩი კარგად თამაშობდა და დაიმსახურა ეს გამარჯვება".

სხვა განთესილებს პრობლემა არ შექმნიათ. ტურნირის მეხუთე ნომერმა ლუსი საფაროვამ ყაზახ ზარინა დიასს 72 წუთში მოუგო, თანაც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მიუცია მეტოქისთვის. მეექვსე ნომრად განთესილმა აიუმი მორიტამ კიდევ უფრო იოლად დაამარცხა დარია კუსტოვა.

სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია მონტერეის ტურნირის პირველ დღეს. მესამე ნომერმა არავან რეზაიმ ორ სეტში წააგო ალა კუდრიავცევასთან. რუსმა უბრალოდ არ შეიმჩნია კორტზე ფრანგი ჩოგბურთელის ყოფნა, ჯამში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მას და 50 წუთში გაანადგურა ერთ-ერთი ფავორიტი. რეზაის ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, კუდრიავცევამ კი რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი აიღო.

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

შუაი ჟანი (ჩინ)-კაი ჩენ ჩანი (ტაივ) 6:4, 6:7, 6:4; აიუმი მორიტა (იაპ, 6)-დარია კუსტოვა (ბლრ) 6:2, 6:0; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 5)-ზარინა დიასი (ყაზ) 7:5, 6:1; ურსულა რადვანსკა (პოლ)-იუნრი ნამიგატა (იაპ) 6:1, 6:3; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 1) 2:6, 7:6, 6:4; ნოპავან ლეტჩევაკარნი (ტაილ)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:4, 2:6, 6:2.

მონტერეი (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

პოლონა ჰერცოგი (სლოვენ, 8)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:3, 6:3; გრეტა არნი (უნგ)-სანდრა ზახვალოვა (ჩეხ) 6:0, 6:4; ალა კუდრიავცევა (რუს)-არავან რეზაი (საფ, 3) 6:2, 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში