გერმანელი მწვერვალზე მყოფი წავიდა
ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონის დაჯილდოლდოვების ცერემონიას უძღვოდა, ნიკო როსბერგმა ფორმულა 1-ის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ეს ამბავი მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ სწორედ როსბერგმა მოიგო წლევანდელი სეზონი. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ არის მზად მეორედ გაიღოს მსხვერპლი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონობისთვისაა საჭირო.

- მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და გავაკეთო განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზი რთული ასახსნელია. ჯერ კიდევ 6 წლისა ავტოსპორტით რომ დავინტერესდი, მსოფლიოს ჩემპიონობა დავისახე მიზნად. რბოლაში გატარებულ 20 წელიწადში ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ ოცნება ამხდენოდა. მიზანს წლეულს მივაღწიე ჩემი გულშემატკივრების, გუნდის, ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერით.

ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული და დიდი გამოცდილება. ამას თან ახლდა სიძნელეები. ძალიან მძიმე იყო განვლილი ორი წლის იმედგაცრუების გადატანა, როდესაც რბოლაში ლუის ჰემილტონთან ვაგებდი. თუმცა მოტივაცია მემატებოდა და მჯეროდა, რომ ოცნების ახდენა რეალური იყო.

ჩემპიონმა თავის მომავალზეც ილაპარაკა:

- მწვერვალზე ვარ და ამით უნდა დავტკბე. დიდ სიმსუბუქეს ვგრძნობ. მომდევნო რამდენიმე კვირაში საკუთარ მომავალზე ვიფიქრებ. ცხოვრებას ახალი ქვეთავიდან დავიწყებ. 1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საქმეებითაც ბედნიერი ვიქნები.

შეგახსენებთ, 31 წლის ნიკო როსბერგმა კარიერა 1996 წელს დაიწყო, ფორმულა 1-ში კი 2006 წლიდანაა. დებიუტი ბახრეინის გრანპირზე ჰქონდა. მისი ბოლო რბოლა აბუ-დაბის გრანპრი იყო, რომელიც მან მეორე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს. თუმცა მეორე ადგილი როსბერგისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2016 წლის ჩემპიონობისთვის. საერთო ჩათვლაში მან სწორედ ჰემილტონი მოიტოვა - 385 ქულა მოაგროვა, ლუისმა - 380.

როსბერგის წასვლას გამოეხმაურა ლეგენდარული მრბოლელი, გუნდ "მერსედესის" ერთ-ერთი დირექტორი ნიკი ლაუდა:

- ჩვენი გუნდის წინაშე სერიოზული პრობლემა წარმოიშვა - ნიკო როსბერგის შემცვლელი გვყავს საპოვნი. არადა, ფორმულა 1-ის ყველა პილოტს მოქმედი კონტრაქტი აქვს. გვყავდა მრბოლელთა საუკეთესო დუეტი და ზედმიწევნით ვიცოდით რას ველოდით როსბერგისგან და რას ველით ჰემილტონისგან.

მათთან კონტრაქტი 2018 წლამდე გვქონდა და დამშვიდებულები ვიყავით... ნიკოს გადაწყვეტილებამ ძალიან დაგვაფიქრა. თუმცა ისიც ცხადია, რომ პილოტებს აქვთ უფლება, როცა უნდათ მაშინ დაასრულონ კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!