ოთხმა ლეგენდამ - ანდრე აგასიმ, პიტ სამპრასმა, ჯონ მაკინროიმ და ივან ლენდლმა საქველმოქმედო მატჩები გამართეს
საინტერესო საჩოგბურთო საღამო გაიმართა ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში". "საჩოგბურთო ღამე ამერიკაში" - ასე ერქვა ამ საქველმოქმედო ღონისძიებას და მასში ამერიკული ჩოგბურთის ოთხმა ლეგენდამ - ანდრე აგასიმ, პიტ სამპრასმა, ჯონ მაკინროიმ და ივან ლენდლმა მიიღეს მონაწილეობა.

პირველ საჩვენებელ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ სამპრასი და აგასი. "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა სამპრასმა ორ სეტში - 6:3, 7:5 დაამარცხა ერთ დროს თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე.

ცნობილია, რომ ამ ჩოგბურთელებს თავის დროზე არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდათ. მაგალითად, შარშან საქველმოქმედო ტურნირის დროს აგასიმ სამპრასზე პაროდია შესთავაზა მაყურებელს - ამით ანდრეს უნდოდა ეჩვენებინა, რამდენად ხარბი ადამიანია პიტი. ამას ჩოგბურთელს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოჰყვა. ბუნებრივია, ნიუ იორკის შეხვედრის შემდეგ აგასის სამპრასთან ამჟამინდელი ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს.

"როგორი ურთიერთობა მაქვს ამჟამად პიტთან? მკაცრად პლატონური. უკვე დიდი ხანია მოგვარებულია ჩვენი კონფლიქტი. 150-ჯერ გავიმეორე, რომ შარშანდელ ინციდენტში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და ბოდიშიც მოვიხადე. მთავარია, რომ ჩვენ ერთად იმ საქველმოქმედო მატჩში დიდი თანხა შევაგროვეთ და ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებულებს კეთილი საქმე გავუკეთეთ. მაგრამ ვწუხვარ, რომ მაშინ მიკროფონით ბევრი სისულელე ვილაპარკე", - უპასუხა ანდრემ.

"კონფლიქტი ამოწურულია. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ინციდენტი იყო. ანდრემ ბოდიში მოიხადა. ჩვენ ძველებურად ვაგრძელებთ ურთიერთობას, რადგან აგასი ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო", - აღნიშნა სამპრასმა.

პიტისა და ანდრეს შემდეგ კორტზე გავიდნენ ლენდლი და მაკინროი. მათ ერთსეტიანი მატჩი უნდა ჩაეტარებინათ და მოსაგებად რვა გეიმის აღება იყო საჭირო. მაკინროი 6:3-ს იგებდა, როცა ფეხის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ეს დაზიანება ჯონმა მატჩისწინა ვარჯიშისას მიიღო.

სხვათა შორის, სამპარასისა და აგასის მსგავსად, თავის დროზე თბილი ურთიერთობა არც ლენდლსა და მაკინროის ჰქონიათ. ყოფილმა ჩეხმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ დღემდე არ აქვს ურთიერთრობა თავის ყოფილ კონკურენტთან.

"ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა, არადა, ვისურვებდი მასთან პერიოდულად კონტაქტს. ვფიქრობ, უკვე საკმარისი დრო გავიდა და ურთიერთობის მოგვარება გონიერი ნაბიჯი იქნებოდა", - განაცხადა ლენდლმა.

"ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა თითქმის არ შეცვლილა. არადა, დღეს შემიძლია მას უფრო მეტი პატივი ვცე, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი. საქმე ისაა, რომ აქტიური კარიერის დროს ცდილობ საუკეთესო გახდე, მოიგო "დიდი სლემის" ტურნირები, ამიტომაც შენს კონკურენტს ჭიქად აღიქვამ, რომელიც სანახევროდ არის ცარიელი. ეს არასწორი მიდგომაა. მხოლოდ წლების განმავლობაში ხვდები, რომ შეცდომას უშვებდი", - კომენტარი გააკეთა მაკინროიმ.

აღსანიშნავია, ნიუიორკული მატჩის შემდეგ ლენდლმა მაკინროის ერთი წლის შემდეგ შეხვედრა და ძველებური ხის ჩოგნებით თამაში შესთავაზა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად