მსოფლიოს ყოფილ მერვე ჩოგანს, ავსტრალიელ ჩოგბურთელს უკვე მიანიჭეს საკვალიფიკაციო ტურნირის უაილდ-ქარდი
ამ კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები ATP-ის ტურისგან ისვენებენ და კვირის ბოლოს დევისის თასის მერვედფინალურ ეტაპში ჩაებმებიან. ამის შემდეგ კი ამერიკაში გადაინაცვლებენ, სადაც ინდიან უელსსა და მაიამიში ორი მასტერსი გაიმართება. ამ ტურნირებს ზოგიერთი "დიდი სლემის" მეხუთე და მეექვე ჩემპიონატსაც კი უწოდებს.

რა თქმა უნდა, ამ მასტერსებს ყურადღება ისედაც არ აკლიათ, მაგრამ ინდიან უელსის ტურნირი იმ მხრივადაც იწვევს ინტერესს, რომ იქ დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას შეეცდება მსოფლიოს ყოფილი მერვე ჩოგანი მარკ ფილიპუსისი. ორგანიზატორებმა ავსტრალიელს უკვე მიანიჭეს საკვალიფიკაციო ტურნირის უაილდ-ქარდი.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის სეზონის დასაწყისში უიმბლდონის ყოფილმა ფინალისტმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მას შემდეგ აღარ უთამაშია პროფესიულ ტურში. კარიერის განმავლობაში ფილიპუსისს ერთეულთა თანრიგში ATP-ის 11 ტურნირი აქვს მოგებული, წყვილთა თანრიგში - სამი.

ცნობილი გახდა ინდიან უელსში ერთი დანაკლისის შესახებ. ძირითადი ბადიდან ამოვარდა ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფილსი. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გაელმა უარი თქვა დევისის თასის პირველ წრეში თამაშზე. მონფილსს მაჯის ტრავმა აწუხებს. ეს დაზიანება მან ავსტრალიის ღია პირველობის დროს მიიღო.

"სრული უმოქმედობა! სამწუხაროდ, დევისის თასის შემდეგ ინდიან უელსის მასტერსის გამოტოვებაც მიწევს", - დაწერა "ტვიტერის" სოციალურ ქსელში ფრანგმა.

ინდიან უელსის ტურნირი 10 მარტს აიღებს სტარტს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს