სუპერმძიმე წონაში WBC-ის უკრაინელმა ჩემპიონმა 19 მარტს გერმანიაში დაგეგმილ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 39 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკო მორიგი საჩემპიონო ბრძოლისთვის ამზადება. ვეტერანი მოკრივე 19 მარტს გერმანიაში უნდა შეხვდეს 30 წლის კუბელ ოდლანიერ სოლისს, რომელიც პროფესიულ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებლად გამოდის. ამ მნიშვნელოვანი ჩხუბის წინ ვიტალიმ გერმანულ გაზეთ "ბილდს" ინტერვიუ მისცა.

- ვიტალი, ოდლანიერ სოლისი ბოლო წლებში თქვენს ყველაზე სერიოზულ მეტოქედ განიხილება. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სხვა მოწინააღმდეგეების ფონზე კუბელი ყველაზე მძლავრად გამოიყურება?

- 19 მარტს გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს არენაზე საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება. ეს ტიტულის სავალდებულო დაცვაა და მინდა თუ არა, მომიწევს რინგზე გასვლა, რადგან კუბელმა დაიცვა WBC-ის რეიტინგის პირველი პოზიცია და აუცილებელ პრეტენდენტად ითვლება. ფართო პუბლიკისთვის ეს მოკრივე ნაკლებად ცნობილია. მაგრამ ბრძოლის შედეგზე გავლენას ახდენს არა ამა თუ იმ მოკრივის "რეკლამირება", არამედ სპორტული თვისებები. ეს პროფესიული სპორტია, სადაც ნებისმიერმა სპორტსმენმა შეიძლება შემოგვთავაზოს სიურპრიზი. სოლისი - ათენის ოლიმპიური ჩემპიონია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მოყვარულებს შორის, კუბური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ეს ბრძოლა საინტერესო და რთული იქნება.

- თქვენთვის ეს განსაკუთრებული ბრძოლაა თუ უბრალოდ ტიტულის მორიგი დაცვა?

- ეს იქნება ბრძოლა კარგ პრეტენდენტთან. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ამ ბრძოლას მიადევნებს თვალს, დიდ სიამოვნებას მიიღებს კლიჩკოსა და ძლიერი მოწინააღდეგის დაპირისპირებისგან.

- ის თქვენთვის საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევით იმუქრება...

- გასაკვირი იქნებოდა, მას რომ ასეთი დაპირება არ გაეკეთებინა. ამის თაობაზე ბევრი ხმამაღალი განცხადება მომისმენია... დიახ, კუბელი მოტივირებულია, ახალგაზრდა, ძლიერი, ჯერ წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე და ბუნებრივია, ტიტულის მოპოვებას ფიქრობს, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს. 19 მარტს ვაპირებ სოლისს თავისი ადგილი მივუჩინო.

- სამოყვარულო რინგზე სოლისს დამარცხებული ჰყავს სუპერმძიმე წონაში WBA-ის ამჟამინდელი ჩემპიონი დევიდ ჰეი, თანაც ტექნიკური ნოკაუტით. თქვენი აზრით, სოლისი ახლაც ჰეიზე ძლიერია თუ სიტუაცია შეიცვალა?

- პროფესიულ და სამოყვარულო სპორტს შორის უდიდესი განსხვავებაა. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ რინგზე გასასვლელად ვარ მზად, იქნება ეს სოლისი თუ ჰეი და დავამტკიცებ, რომ ნამდვილი ჩემპიონი ვარ.

- კლიჩკოსა და სოლისის ბრძოლიდან ერთი კვირის თავზე რინგზე გავლენ თქვენი ყოფილი მეტოქე ალბერტ სოსნოვსკი და ალექსანდრ დმიტრენკო. ვის ანიჭებთ უპირატესობას ამ ბრძოლაში?

- დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბრძოლა მოსაწყენი არ იქნება. პროგნოზების კეთებასა და სპეკულაციებს არ დავიწყებ. რინგზე გაირკვევა, ვის ერგება ევროპის ჩემპიონის ტიტული. ალბერტ სოსნოვსკიმ თავისი ფენომენალური ფორმა ჩემთან ბრძოლაში აჩვენა. ის კარგი მოკრივეა, რომელმაც იცის, რა სურს და რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. მართალია, სოსნოვსკიმ ჩემთან წააგო, მაგრამ არ გაჩერდა და ახლა ისევ მზად არის სატიტუტო ბრძოლებისთვის. მე მას გამარჯვებას ვუსურვებ. რაც შეეხება ალექსანდრ დმიტრენკოს, მას მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებ - ამჯერად მაინც არ უღალატოს ჯანმრთელობამ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"