"ინდიანასთან" მატჩის გმირმა კლეი ტომპსონმა ზაზა ფაჩულიას დამსახურება გამოარჩია
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 142:106 გაანადგურა "ინდიანა პეისერსი". ამ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 3 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ინდიანა პეისერსი" გაანადგურეს [VIDEO]

შეხვედრის მე-3 მეოთხედში იყო ეპიზოდი, რომელმაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ეპიზოდი იშვიათი სილამაზის გამოდგა, რომელშიც მონაწილეობა სასტარტო ხუთეულის მხოლოდ ერთ წევრსა და ამ მატჩის გმირს (60 ქულა), კლეი ტომპსონს არ მიუღია.

იხილეთ ვიდეო

Washington Post:

"მაშინ, როცა ორშაბათ საღამოს "მებრძოლთა" რიგებში კლეი ტომპსონი გადაირია, არც გუნდის სხვა წევრები ყოფილან უქმად და მათაც შემოგვთავაზეს საოცარი თამაში. ის კი არა, მატჩის ყველაზე საოცარ მომენტში კლეი ერთადერთი იყო, ვინც მასში მონაწილეობა არ მიიღო.

ზაზა ფაჩულიამ სადავო გდება "გოლდენ სტეიტის" ნახევარზე მოიგო და ბურთი დრეიმონდ გრინს გადააწოდა, რომელმაც შორეული პასით სტეფ კარი გაიყვანა ფართან. NBA-ს ორგზის MVP-მ თავად არ ჩააგდო და იქვე მყოფ კევინ დურანტს ცალი ხელით ჩაატენინა.

დიახ, მეგობრებო, ჩვენ მივაღწიეთ პიკს. საოცარია, ბურთი ისე გაითამაშა ოთხეულმა, რომ ერთხელაც არ შეხებია პარკეტს. ყველაფერი კი გრანდიოზული "ალე უპით" დასრულდა.

"გოლდენ სტეიტის" ფანები, განსაკუთრებით, ისინი, ვინც ოკლენდის "ორაკლ არენაზე" მოხვდნენ, დედამიწის ზურგზე ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანთა რიგში არიან. მას მერე, რაც ისედაც ვარსკვლავურ გუნდს დურანტი დაემატა, "გოლდენ სტეიტი" ერთ შოუს მეორით ანაცვლებს მატჩიდან მატჩამდე, მაგრამ ორშაბათი მაინც განსაკუთრებული იყო".

uproxx.com:

"გახსოვთ, როცა ვამბობდით, რომ "გოლდენ სტეიტს" შესათამაშებლად დრო ესაჭიროება? ვფიქრობთ, შობამდე 20 დღით ადრე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მოხდა გუნდში. მესამე მეოთხედში ზაზა ფაჩულიას დაწყებული კომბინაცია, რომელიც დრეიმონდ გრინმა ისეთი პასით გააგრძელა, რომ კევინ ლავსაც კი შეშურდებოდა, სტეფ კარიმ სილამაზის ახალ ეტაპზე აიყვანა, როცა თავად არ ჩააგდო და კევინ დურანტს ჩაატენინა. ეს იყო ამ თამაშის ყველაზე საოცარი 2 ქულა".

მატჩის გმირ კლეი ტომპსონსაც მოვუსმინოთ:

"აუცილებლად უნდა ვუყურო ამ თამაშის ჩანაწერს. არასოდეს მიფიქრია, რომ 60 ქულის ჩაგდებას შევძლებდი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების წყალობით ყოველი სროლისას ვგრძნობდი, რომ ბრწყინვალედ გამომდიოდა. ძალიან იოლია, გაიხსნა თავისუფალ პოზიციაზე სასროლად, როცა ზაზა და დრეიმონდი უტევენ შენთან ერთად", - განაცხადა კლეი ტომპსონმა.

ნნ
კი ლებრონი მაგარია, მაგრამ თუ ტომპსონსა და კერის სროლები წაუვიდა ლებრონს შანსი არ აქვს. წინა ფინალი ამათმა წააგეს და არა ლებრონმა მოიგო. 60 ქულას რო ერთი კაცი ჩააგდებს თან ამდენ სამქულიანს რა უნდა უყო არ არსებულია წინააღმდეგობის გაწევა
lasha
მე უფრო გივიასკენ ვიხრები მართალია ლებრონი მაგარია მაგრამ სწორათ აგნიშნე ერთი კაცი თამაშობს გოლდენსტეტში კი 5 თან სნაიპერები ტომსონი კარი და დურანტი ყველა სიტუაციიდან აგდებენ ხელიდანაც კი.ტუმცა ლებრონი რომ საოცარია ფაქტია ჯორდანის მერე ამერიკას მგონი არც ყოლია ეგეთი თუ ვცდები მაპატიეთ უკეტ მცოდნებმა.
llcl
გივია-ს. ჩემიც ძალიან დიდი სურვილია, რომ ჩვენმა საყვარელმა კაპიტანმა საჩემპიონო ბეჭდით გაგვახაროს ქართველები, მაგრამ ნუ დაგავიწყდება მეგობარო, რომ კლივლენდში თამაშობს კაცი, რომელიც 10 თავით მაღლა დგას ყველაზე, ვინც დღეს კალათბურთს თამაშობს, თითქმის ისეა, როგორც თავის დროზე დიადი მაიკლი. ამიტომ წინასწარ ნუ ვიზეიმებთ, წარმატებები ვუსურვოთ ზაზას და მის გუნდს
გივია
საოცრებათა თეატრი სადაც ჩვენებურიც მონაწილეობდა და ყველანი ძალიან ამაყები უნდა ვიყოთ ამით. წელს ტიტული გოლდენ სტეიტის და ზაზასია ეს ცალსახაა მათი თამაშის შემხედვარე. გუნდი კი არა ზღაპარია, ჯორდანის ჩიკაგო მახსენდება ნელ-ნელა. დურანტის და ზაზას დამატებით უბრალოდ დაუმარცხებელია ეს გუნდი.
misha
ზაზა მაგარია
bavaria
სროლა უფრო ადვილია, როცა ზაზათან ერთად უტევო, გაიგეთ რა თქვა კლეიმ? თქვე ვითომ რაღაცის მცოდნეებო.
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] გიჟური მატჩი მოულოდნელი გმირით - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
"მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ჯეიმსის ეშინოდათ." - დრეიმონდ გრინი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
დრეიმონდ გრინი ახალგაზრდა თანაგუნდელს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
კარის შესანიშნავმა თამაშმა გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი რეკორდი: 13 ბომბი ერთ მატჩში!
კარის მორიგი სასწაული შეხვედრა... [VIDEO]
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
საუკეთესო მსროლელი საუკეთესო ახალგაზრდამ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია