"ტოტენჰემ ჰოთსპური" მზადაა ძველი გაიხსენოს და "მანჩესტერ სიტის" განაპირა მცველ მიკა რიჩარდსში 15 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

"ტოტენჰემ ჰოთსპური" მზადაა ძველი გაიხსენოს და "მანჩესტერ სიტის" განაპირა მცველ მიკა რიჩარდსში 15 მილიონი ფუნტი შესთავაზოს. "დეზების" თავკაცმა, ჰარი რედნაპმა რიჩარდსის ისტლენდიდან წამოყვანა შარშან ზაფხულშიც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია — სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი "სიტის" დატოვებას აპირებს და რედნაპს ესეც აძლევს დამატებით იმედს.

რასაკვირველია, "სფურზი" რიჩარდსისთვის ერთადერთი ვარიანტი არ არის. მისი აგენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და როგორც ამბობენ პრემიერლიგის რამდენიმე გუნდთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

საინტერესოა, რომ რიჩარდსი მიმდინარე სეზონში "სიტის" შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს — ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული 41 შეხვედრიდან ოცში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მომავალ სეზონშიც ასე გაგრძელდება თუ არა, ცნობილი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ისტლენდელთა იტალიელ მწვრთნელ რობერტო მანჩინის "ბარსელონასგან" დანი ალვეშის, ხოლო "აიაქსისგან" გრეგორი ვან დერ ვიელის ყიდვა უნდა. ერთიცა და მეორეც სწორედ რიჩარდსის კონკურენტები იქნებიან და 22 წლის ინგლისელს, სავარაუდოდ შეავიწროვებენ.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" ინტერესს: რედნაპს მის გუნდში ალან ჰატონის და ვედრან ჩორლუკას მომავლისა ეეჭვება და ზაფხულზე მარჯვენა მცველის საძებნელად ბაზარზე აუცილებლად გავა. მას დასჭირდება მცველი, რომელიც დიდი ხნით ჩაიცვამს "დეზების" ფორმას.

რედნაპი: "ალანს საზარდული აწუხებდა, მაგრამ ახლა უკვე გამოჯანმრთელდა. სწორედ ამას დაემთხვა ჩორლუკას ტრავმა. მას, მოგეხსენებათ, მილანში ეუხეშნენ, რის გამოც ორი თვის გაცდენა მოუწევს".

რასაკვირველია, არც "ტოტენჰემისთვის" არის მიკა რიჩარდსი ერთადერთი ვარიანტი. ლონდონელები "ნაპოლისთან" 29 წლის კრისტიან მაჯოს შესახებ აპირებენ მოლაპარაკებას. მაჯოს 2008 წლის შემდეგ შვიდი თამაში აქვს "სკუადრა აძურაში" ჩატარებული. არის კიდევ ერთი, უფრო "მშობლიური" ვარიანტიც: ზაფხულში "ასტონ ვილასთვის" მიქირავებული კაილ უოქერი დაბრუნდება, მაგრამ რედნაპს დაცვის ხაზის შეკვრა მასზე გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელებისგან სურს.

"ტოტენჰემის" ცენტრალური მცველი იონ კაბული კი "პარი სენ ჟერმენს" მონდომებია.

"დეზების" ბანაკიდან სხვა სიახლეები ასეთია: ამ დღეებში ვარჯიშს განაახლებს ჯერმაინ დეფო, რომლის კოჭსაც თურმე რასაც შიშობდნენ ისეთი არაფერი სჭირს. არ გაინტერესებთ, სად დაშავდა დეფო? "სფურზმა", აქაოდა ამ ტურში გვასვენებენო, თავი დაადო და ხუთი დღით დუბაიში გაემგზავრა — კარგ ამინდში ლაზათიანად ვარჯიშობს. კვირას, სწორედ იქ იტკინა თავდამსხმელმა კოჭი. "ტოტენჰემი" ინგლისში ხვალ დაბრუნდება.

"ჯერმაინ დეფოს კოჭზე რენტგენი გადავუღეთ და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ დაზიანებული არაფერია" — ეწერა კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტზე.

"ტოტენჰემ ჰოთსპურს" შემდეგი თამაში პრემიერლიგაში კვირას, ვულვერჰემპტონში ელის.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა