მეთოფეები ფულს აკეთებენ

"ბირმინგემ სიტის" გმირი, ნიგერიელი ობაფემი მარტინსი, რომელმაც კვირას, "ქარლინგის" თასის ფინალში, ბოლო წუთზე, "არსენალს" გოლი გაუტანა, ტყუილად იმედოვნებს, რომ ინგლისში დასტოვებენ. მოგეხსენებათ, მარტინსი პრემიერლიგის კლუბმა ყაზანის "რუბინისგან" იქირავა და, როგორც ჩანს, იმედიც ჩაუსახა, რომ 5 მილიონ ფუნტად რუსებისგან გამოისყიდდა, მაგრამ "რუბინის" მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ცივი წყალი გადაასხა — ნიგერიელს შეუძლია "სენტ ენდრიუზე" ოცნებას თავი დაანებოსო:

"მარტინსმა ყაზანი პირადი მოტივების გამო დასტოვა. მას ვაჟი შეეძინა და უნდოდა ერთი ხანი ახალშობილ შვილთან და იჯახის სხვა წევრებთან გაეტარებინა. ჩვენ ფეხბურთელის მდგომარეობაში შევედით და ნება დავრთეთ ზაფხულამდე ინგლისში წასულიყო, მაგრამ ახლა, რატომღაც, მის "ბირმინგემში" დარჩენაზე დაიწყეს ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ინგლისიდან ობაფემი მარტინსის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია და, შესაბამისად, მას ზაფხულის დადგომასთან ერთად "რუბინის" ბაზაზე ველოდებით".

მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, ბერდიევის ეს სიტყვები უფრო ვაჭრობა იყოს ვიდრე სიმართლე, რადგან მარტინსი რუსეთში მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობს. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ყაზანში "ვოლფსბურგიდან" 6,75 მილიონ ფუნტად გადავიდა. 26 წლის ფორვარდმა "რუბინის" შემადგენლობაში 17-ჯერ ითამაშა, მაგრამ 2 გოლზე მეტი ვერ გაიტანა.

რუსეთში სატრანსფერო ბაზარი 10 მარტს იხურება, ხოლო "რუბინს" "ტოტენჰემისგან" რომან პავლიუჩენკოს ყიდვა უნდა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მარტინსის ბირმინგემში დარჩენს საქმე შეიძლება მართლაც საგრძნობლად გაიოლდეს.

პულისი კომპენსაციას ითხოვს

"სტოკ სიტის" მწვრთნელი ტონი პულისი "ვესტ ბრომვიჩისგან" კომპენსაციას ითხოვს. მიზეზი მათი გუნდის მცველის, იონას ოლსონის საქციელია. კერძოდ, ორშაბათ საღამოს, მატჩის შემდეგ, რომელიც 1:1 დასრულდა, გასახდელებთან, გვირაბში, ოლსონს მოულოდნელად სიბრაზე მოერია და "სტოკის" თავდამსხმელ რიკარდო ფულერს თავს დაესხა, წეღან, მოედანზე, ხელი რატომ არ ჩამომართვიო. მრისხანებისას ოლსონმა კედელზე ჩამოკიდებული სურათის შუშა გატეხა. უნდა ითქვას, რომ ქალაქ სტოკის "ბრიტანია სთედიუმზე" მთელი შეხვედრა ნერვიულად მიმდინარეობდა. პულისმა აღშფოთებით განახცადა:

"ამ კაცის საქციელს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. მან თავი ვერ შეიკავა და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ ჩამოართვეს, სხვისი ნივთი გატეხა. ის, რაც მან დაამსხვრია ჩვენი კლუბის მიერ იყო შეძენილი და მისთვის ხელის ხლების არანაირი უფლება არ ჰქონდა".

"ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, რომლის გუნდმაც ამ ფრის წყალობით გასავარდნთა სამეულს ზემოთ გადაინაცვლა, სტოკელებს თავისი ფეხბურთელის საქციელის გამო ბოდიში მოუხადა:

"ოლსონის მხრიდან ეს ზედმეტად ემოციური საქციელი იყო, მაგრამ მე, დარწმუნებული ვარ, ისეთი ვაჟკაცური ბუნების გუნდი, როგორიც "სტოკ სიტია" გვაპატიებს. რაც შეეხება ზარალს, მზად ვარ ის ავანაზღაურო".

მეთოფეები ფულს აკეთებენ

"არსენალმა" ფადაწყვიტა "ემირეიტს სთედიუმის" გარშემო მიწა გაყიდონ და ამ ხერხით შეივსონ საბანკო ანგარიში. როგორც ჩანს კლუბს საქმე მაინცდამაინც კარგად არ მისდის — ბოლო ნახევარ წელიწადში 2,5 მილიონი ფუნტი უზარალია. შეადარეთ ეს 2009 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს, როდესაც ძველი სტადიონის, "ჰაიბერის" რედეველოპმენტის გზით კლუბს 29,2 მილიონი ფუნტის ტოლი მოგება ჰქონდა.

ჩრდილოლონდონელების აღმასრულებელი შეფი აივან გაზიდისი ამბობს: "ყველაფრის მიუხედავად ფინანსური თვლასაზრისით ჩვენი პოზიცია უძლიერესია. კომერციულად ძალიან წარმატებული კლუბი ვართ და უახლოეს რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო დიდ აღორძინებას ვგეგმავთ. რაც მთავარია, მთელი ფული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისევ გუნდს უბრუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა კი არ არის, არამედ, კარგი ფეხბურთის თამაში, ჯილდოების მოპოვება და ფანების გულის გახარებაა".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა