ეილათში გრძელდება ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
ეილათში (ისრაელი) გრძელდება ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

7 დეკემბერს 23-წლამდელ გოგონათა შორის 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში თათია ლორთქიფანიძე ცდიდა ძალებს. ექვსიდან მან მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა. ატაცში 84-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, 88 კილოს კი ორჯერ შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.

აკვრაში ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა თავის კარიერაში ისტორიული მედლის მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან: თათია 104 კილოს იოლად მოერია. მერე 109 კილო შეუკვეთა. ორჯერ სცადა მისი აწევა, მაგრამ შტანგა ვერ დაიმორჩილა, არადა, ამ წონის დაძლევის შემთხვევაში იგი გაუთანაბრდებოდა უკრაინელ ოლენა კოხარენკოს და, რადგანაც პირადი წონით მეტოქეზე 20 გრამით ნაკლები იყო, ის ბრინჯაო, რომელიც ამ მოძრაობაში უკრაინელმა დაიმსახურა, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში აღმოჩნდებოდა.

ორჭიდში ლორთქიფანიძემ 188 კილოთი თურქ მეჰტაპ კურნაზისთან მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო, საბოლოოდ კი მე-6 ადგილს დასჯერდა, რადგან მეტოქეზე 900 გრამით მძიმე აღმოჩნდა.

63 კგ

1.ქსენია მაქსიმოვა (რუსეთი) - 231 (105+126)

2.ლორედანა ტომა (რუმინეთი) - 222 (106+116)

3.ოლენა კოხარენკო (უკრაინა) - 205 (96+109)

6. თათია ლორთქიფანიძე (საქართველო) - 188 (84+104).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"