10-11 დეკემბერს ბუდაპეშტი მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს არაოლიმპიურ საჭიდაო სახეობებში
10-11 დეკემბერს ბუდაპეშტი მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს არაოლიმპიურ საჭიდაო სახეობებში. შეგახსენებთ, რომ ვაჟთა ორივე სტილშიც და ქალებშიც ასეთი ორ-ორი წონითი კატეგორიაა: "თავისუფლებში" - 61 და 70 კილოგრამები, "ბერძენ-რომაელებში" - 71 და 80, ხოლო ქალებში - 55 და 60 კილოგრამები.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის სამივე სტილში 8-8 წონითი კატეგორიაა, თუმცა აქედან ოლიმპიადის პროგრამაში მხოლოდ 6-6 შედის, დანარჩენი 2-2 კი ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირებისთვისაა განკუთვნილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დიფერენცირება ახალია, არაოლიმპიური წონების მსოფლიოს ჩემპიონატიც ნოვაციაა. მას მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაცია ერთგვარი კომპენსაციის მიზნით ატარებს იმ ფალავნებისთვის, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ მოხვდნენ. თან, მოგეხსენებათ, ოლიმპიადის წელს მსოფლიოს პირველობა არ იმართება და თამაშებს მიღმა დარჩენილები მართლაც ორმაგად დაჩაგრულები რჩებოდნენ. ამიტომ ერთგვარი აკრძალვაც დააწესა - ზაფხულის ოლიმპიადაზე ნაჭიდავებ ათლეტებს იქ გამოსვლის უფლება არ აქვთ.

საქართველოდან ამ ტურნირში მხოლოდ ვაჟები გამოვლენ. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისელი ბექა ლომთაძე (61) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, გორელი დავით ტლაშაძე (70) გამოვლენ. "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ჩვენს ღირსებას ბათუმელები დაიცავენ - მინდია წულუკიძე (71) და ნიკოლოზ კელასოვი (80).

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა პირდაპირ დაასახელეს ეს დუეტი, რადგან მათ რეალური კონკურენტები მართლაც არ ჰყავთ (61-ში ლიდერი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი არის, მაგრამ როგორც ოლიმპიადაზე ნამყოფს, მას გამოსვლის უფლება არ აქვს).

"ბერძენ-რომაელებმა" კი საამისოდ შესარჩევი ტურნირი ჩაატარეს. ქვედა წონაში ის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა წულუკიძემ მოიგო, 80-ში კი ევროპის წლევანდელმა გამარჯვებულმა ზურაბ დათუნაშვილმა აჯობა ყველას. ოღონდ, ხინჩეგაშვილის დარად, ბუდაპეშტში ჭიდაობის უფლება არც მას ჰქონდა და ამიტომ ვერ მიდის უნგრეთში, თუმცა შესარჩევში სატურნირო პრაქტიკისთვის მაინც იჭიდავა, რადგან ახალი გადასული, ამ წონაში და საკუთარ ძალებს ცდიდა. კარგადაც გამოსცადა, რამეთუ ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, მსოფლიოს შარშანდელ მესამეპრიზიორ ლაშა გობაძეს მოუგო. ოღონდ ბუდაპეშტში არც გობაძე მიდის - შესარჩევის მესამეადგილოსანი კელასოვი მიჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სტარტი იქნება ამ გუნდის ახალდანიშნული დროებითი თავკაცის - რევაზ ლაშხისთვის.

ბუდაპეშტში 10 დეკემბერს "თავისუფალთაგან" 61-ის, "ბერძენ-რომაელთაგან" - 71-ის და ქალებში - 55-ის ათლეტები იჭიდავებენ, ხოლო დანარჩენები მეორე დღეს შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

საჭიდაო სამყარომ უკვე დაიწყო ფსონების დადება ცალკეულ წონებზე. რამდენიმე წამყვანმა საჭიდაო თუ ზოგადად, სპორტულმა საიტმა გამოაქვეყნა ფავორიტთა სია. მაგალითად, დაღესტნურმა საიტმა ლომთაძე ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტთა შორის დაასახელა, ამ სიაში კი რუსთა ჩეჩენი ახმედ ჩაკაევი, ბელორუსი გეორგი კოლიევი, ყაზახი დაულეტ ნიაზბეკოვი, ამერიკელი ლოგან სტიბერი, ირანელი ბეხნამ ეხსანპურიც შეიყვანა. ვფიქრობთ, ამათ გარდა, წარმატების მოპოვების შანსი აქვთ 23-წლიანებში სომეხთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანს და "ოქროს დიდი პრიზის" მომგებ აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვსაც.

ამავე საიტმა ქომაგთა შორისაც ჩაატარა გამოკითხვა და სულ 2055 ადამიანმა გააკეთა პროგნოზი 61 კილოგრამში მომავალი გამარჯვებულის შესახებ. დაღესტნელთა სიმპათია ჩეჩენმა მიიღო - ჩაკაევი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად გამოკითხულთა 57.7-მა პროცენტმა (1016 ხმა) დაასახელა. ბელორუსი კოლიევის გამარჯვებისა (წარმოშობით ისიც დაღესტნელია) 17.1 პროცენტს (336) სწამს, 11.5-ს (227) კი მომავალ ჩემპიონად ყაზახი ფალავანი მიაჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

surebeli
კალიევი წარმოშობით ოსია.
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე
მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ქართული კვარტეტი, პარიზი და კლასიკა
კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: წულუკიძე, კობლიაშვილი და ნადარეიშვილი 1/4-ფინალში შეაჩერეს
მსოფლიოს ჩემპიონატი: კობლიაშვილი და ნადარეიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ
მსოფლიოს ჩემპიონატი: რევაზ ნადარეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველების ორი ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში