ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი ირანული "ჟინა ჟანატის" შემადგენლობაში საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61) შემდეგ მსოფლიოს საკლუბო თასის გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი გახდა, ოღონდ - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ისიც სხვა ქვეყნის კლუბის შემადგენლობაში: ზემოაღნიშნული ტურნირი ამ დღეებში ბუდაპეშტში ჩატარდა, სადაც ირანული "ჟინა ჟანატის" შემადგენლობაში საკლუბო თასის გამარჯვებული ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი მძიმე წონაში ზვიად პატარიძე გახდა.

ქუთაისელი ფალავნისთვის ეს უფროსებში მოპოვებული პირველი ტიტულია. არადა, ჯერ 19 წლისაა და კვლავაც ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხება. მართალია, წლეულს, შემოდგომაზევე მან მოიგო ყაზახეთში ბოლატ ტურლიხანოვის მემორიალი ასევე უფროსებში, თუმცა ის რიგითი საერთაშორისო ტურნირი იყო, ეს კი ოფიციალური საკლუბო შეჯიბრებაა.

პატარიძემ ფინალამდეც მშვენივრად იჭიდავა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი ორთაბრძოლა ფინალში ჩაატარა. ფინალური პაექრობა ყოველთვის გამორჩეულია, მაგრამ ამჯერად მისი მნიშვნელობა, რანგის გარდა, იმანაც გაზარდა, რომ მეტოქედ უძლიერესი თურქი, ევროპის შვიდგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, რიოს ოლიმპიადის ფინალისტი რიზა კაიაალპი იდგა.

ამათ შეხვედრას ჭიდაობის ქართველი ქომაგები აქამდეც დიდი ინტერესით ელოდნენ და მოლოდინი გაუმართლდათ კიდეც. მართალია, პატარიძემ წააგო - მთელ ტურნირზე ერთადერთი შეხვედრა, მაგრამ რიზას ტოლ-სწორად ეჭიდავა, ქულა არ გააკეთებინა და მხოლოდ მინამალური სხვაობით - 1:2 დათმო. თანაც, ტრავმირებული მაჯით იჭიდავა. ამ პაექრობაში გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქართველი უკვე მზადაა უფროსებში საჭიდაოდ და რომ იმავე კაიაალპთანაც შეუძლია წარმატებით გარჯა. ერთი სიტყვით, შეხვედრამ სამომავლოდ დიდი იმედები ჩაგვისახა.

ასეა თუ ისე, პატარიძემ ფინალამდე ყირგიზ მურატ რამონოვს 3:0 მოუგო, პოლონელ რაფაკ პლონიეცს 4:1 აჯობა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი შური კი 4:3 დაამარცხა. ნახევარფინალში ირანელ ამირ გასემიმონჯაზის 13:11 მოუგო.

ნახევარფინალში პატარიძის კლუბი "ჟინა ჟანატი" თანამემამულეებს შეხვდა -"ბიმეხ რაზის", რომელიც კარგად გვახსოვს ხინჩეგაშვილის და "თავისუფალთა" წინა ტურნირიდან: ისინი იმ შეჯიბრების წინა ორი გათამაშების გამარჯვებულები იყვნენ და ახლაც ფინალში გავიდნენ, მაგრამ ხინჩეგაშვილით გაძლიერებულ ამერიკულ "ტიტან მერკურთან" წააგეს. ამ კლუბს "ბერძენ-რომაელთა" შორისაც შეეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ პატარიძემ და მისმა თანაგუნდელებმა არ დაანებეს, 6:2 მოუგეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჟინა ჟანატი" C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჯერ ყირგიზულ კლუბს მშრალად აჯობა - 8:0, მერე პოლონელებს 7:1 მოუგო, რუსები კი 6:2 დაამარცხა. სხვათა შორის, რუსთა რიგებში მძიმე წონაში ზურაბ გედეხაურიც გამოდიოდა, თუმცა ქართული პაექრობა არ შედგა - რუსებმა მის ნაცვლად შური აჭიდავეს.

როგორც გითხარით, ნახევარფინალში "ჟინა ჟანატი" თანამემამულე "ბიმეხ რაზის" შეხვდა და 6:2 მოუგო, ფინალში კი თურქულ კლუბს 5:3 სძლია.

ამავე ტურნირში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი - მიხეილ ქაჯაია (97) გამოდიოდა სერბული კლუბის შემადგენლობაში, ვინც ჩინებულდ იასპარეზა - 5-დან ოთხ შეხვედრაში იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ წააგო. მან ხორვატ ვიეკოსლავ ლუბურიჩს წმინდად, 8:0 მოუგო, ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიკს 5:1 სძლია, ამის შემდეგ კი ირანული "რაზის" წევრ მაჰდი ალიარიფიზაბადისთან 3:4 დამარცხდა. ნახევარფინალში ისევ მოიგო რუს კანტემირ მაგამედოვთან - 2:1, VII ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კი უნგრელი ივან ნემეტი 3:0 დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
პ ა ტ ა რ ი ძ ე - მინიმუმ 3 ოლიმპიადა და 5 მსოფლიო!!!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
მაშინ გავარდნას ძლივს გადაურჩნენ - პსჟ-ის კატარელი მფლობელების პერიოდში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
ბეგი დარჩიამ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია
23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ
U23. სამი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში იასპარეზებს
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში