"ატლანტამ" "დენვერთან" თამაში მას შემდეგ დათმო, რაც ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის დაბრუნდა
კალათბურთს ციფრები ძალიან "უყვარს". მოთამაშეთა სარგებლიანობა სწორედ რიცხვებით ფასდება. თუმცა, ამჯერად არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ ზაზა ფაჩულიამ 22 წუთში 4 ქულა (2-დან 2 საჯარიმო, 3-დან 1 ორქულიანი), 7 მოხსნა და 2 დაფარება რომ მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

თუმცა, ფაქტია, რომ მაშინ, როცა ზაზა მოედანზე იყო, "ატლანტა" "დენვერს" წინ არ უშვებდა, მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 9:21 წუთით ადრე, ფაჩულიას სათადარიგოთა შორის დაბრუნებას "დენვერის" 10 ქულით დაწინაურება დაემთხვა. საბოლოოდ, კოლორადოელებმა "ატლანტა" სწორედ 10 ქულით დაამარცხეს - 100:90.

ჯორჯიელთა წაგების მთავარი მიზეზი ტრავმები იყო: გუნდს აკლდა დაშავებული გამთამაშებელი კირკ ჰინრიხი, ხოლო პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო მატჩი ვერ ჩაამთავრა ფორვარდმა ჯოშ სმიტმა.

ზემოთ მოგახსენეთ, ზაზამ 22 წუთში 2 საჯარიმო გამოიყენაო. სამი ორიანი კიდევ ორგან გვხვდება, ერთგვარ ოქროს კვეთასთან გვაქვს საქმე... მეტს არ აგაბნევთ და საინტერესო დამთხვევას წარმოგიდგენთ: ფაჩულიას "დენვერთან" მატჩის შემდეგ ამ სეზონში 222 ქულა და 222 მოხსნა მოუგროვდა. ცნობისთვის: ზაზამ 2009-10 წლების სეზონში 333 ქულა ჩააგდო. ვნახოთ, გააუმჯობესებს თუ არა ამ მაჩვენებელს მიმდინარე ჩემპიონატში.

მომდევნო მატჩს "ატლანტა" 2 მარტს შინ, თანაკონფერენციელ "ჩიკაგოსთან" ჩაატარებს.

დენვერი-ატლანტა 100:90

ზაზა ფაჩულია: 21:43 წუთი, 4 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:29 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

03:26 შეცდომა: 1

01:49 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

II პერიოდი

11:16 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 29:21)

10:59 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

10:42 ორქულიანი: არაზუსტი

09:44 დაფარება: 1 (ჰარინგტონს დაუფარა)

08:25 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

11:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

09:23 ფოლი: 1

07:09 ფოლი: 2

04:56 დაფარება: 2 (ნენეს დაუფარა)

04:55 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

01:44 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

01:44 ორქულიანი: 4ქ (68:65)

01:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

IV პერიოდი

10:29 მოხსნა: შეტ-2, დაც-5

10:16 ორქულიანი: არაზუსტი

09:21 ფოლი: 3

09:21 შეცდომა: 2

09:21 ჯონსონმა ზაზა შეცვალა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო