ოქროს ბურთი 2016: უცნობი კრიშტიანო რონალდო

* "ნასიონალმა" პატარა კრიშტიანოს სანაცვლოდ ფორმების ორი კომპლექტი და 20 ბურთი გადაიხადა.

* "სპორტინგთან" პირველი კონტრაქტის სანაცვლოდ, კრიშტიანოს ოჯახი თვეში 50 ევროს იღებდა.

* "სპორტინგის" თამაშებზე ის ბურთების მიმწოდებლად დგებოდა და ამაში 5 ევროს იღებდა.

* "ინტერი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "არსენალი" - ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, სადაც შეიძლებოდა რონალდო გადასულიყო.

"არ მინდა, ერთ დღეს თქვა, რომ შენ ჩემს გამო ვერ გახდი ფეხბურთელი" - ასე უთხრა დოლორეშ ავეირომ 20 წლის ვაჟს, კრიშტიანო რონალდოს, ლისაბონისაკენ გზაზე რომ აცილებდა.

ხუთი წლის იყო დოლორეში, როცა დედის გარეშე დარჩა. მამამ ის რელიგიურ სკოლაში მიაბარა. მამამ ახალი ოჯახი შექმნა ისე, რომ ქალიშვილი ერთხელაც არ უნახავს. დოლორეში არ იყო დამჯერი მოწაფე. ის რამდენჯერმე გაიქცა სასწავლებლიდან და ბოლოს მონაზვნებმა ის მამას დაუბრუნეს.

მალე გოგონა მამის სახლიდანაც გაიქცა. დედინაცვალი მას მაგიდის ფეხზე აბამდა და ისე სცემდა. სახლში არ იყო შუქი და წყალი. მამას უნდოდა, გოგონა ფსიქიატრიულში მიებარებინა. ცამეტი წლიდან დოლორეში დილის ექვს საათზე დგებოდა, რათა მოსავალი მოეგროვებინა. თვრამეტი წლის იყო დოლორეში, როცა ცოლად გაჰყვა ჟოზე დენიშ ავეიროს, 20 წლის თევზით მოვაჭრეს.

დოლორეში როცა მეორედ დაორსულდა, ქმარს პორტუგალიურ არმიაში უხმეს და გაგზავნეს აფრიკაში, სადაც პორტუგალიის კოლონიები დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ომიდან ჟოზე დემორალიზებული დაბრუნდა. დოლორეშმა ასეთ ქმართან ვეღარ გაძლო. მიატოვა მადეირა და პარიზში მოსამსახურედ წავიდა:

"ჩვენ თუ ღარიბად ყოფნა გვიწერია, დაე, ვიყოთ ღარიბები, მაგრამ ბავშვებთან მაინც ვიყოთ." - ასე უთხრა ერთხელ ქმარმა საფრანგეთში მყოფ ცოლს. და დოლორეში დაბრუნდა მადეირაზე სალაზარის დიქტატორული რეჟიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. მან შეძლო და ერთ-ერთი მიტოვებული სახლი დაიკავა. დოლორეშის მამა კი ავსტრალიაში წავიდა ემიგრანტად. 30 წლის ასაკში დოლორეში მეოთხედ დაორსულდა. ამ დროს მას ჰყავდა ორი გოგონა და ვაჟი. ის ფუნშალის სასტუმროში მუშაობდა მზარეულად.

დოლორეშმა აბორტის გაკეთება დაიჟინა. ექიმებმა უთხრეს, დაგვიანებულიაო. მეზობლებმა ურჩეს, მაგარი ლუდი ესვა, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა და ორსულობა არ შეწყდა. 1985 წლის 5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო დაიბადა.

ამ დროს ხელი ქმარმაც გამოიღო. ის ადგილობრივ პატარა საფეხბურთო კლუბ "ანდორინიაში" ადმინისტრატორად მოეწყო. მან სთხოვა გუნდის კაპიტანს, ფერნანდო სოუზას, პატარა კრიშტიანოს ნათლია ყოფილიყო.

რონალდოს მამა რეცხავდა ფორმებს, კრეჭდა ბალახს, ასუფთავებდა ტუალეტებს. რონალდო მამის გარეშე ვერ იძინებდა და ხშირად უძინარი რჩებოდა, რადგან მამა საღამოს ბარში მიდიოდა და სიმწრით ნაშოვნ გროშებს სასმელში ხარჯავდა.

2005 წლის 7 სექტემბერს კრიშტიანოს მამა კლინიკაში გარდაიცვალა. მაშინ რონალდო მოსკოვში იყო და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებოდა.

"დენიში ალკოჰოლმა დაღუპა. ახალგაზრდობაში ის მაღალი, წარმოსადეგი კაცი იყო. სასმელმა კი თვალსა და ხელს შუა დაადნო." - თქვა ცოლმა ქმარზე ერთ-ერთ ინტერვიუში. საინტერესოა, რომ როცა მამის სიკვდილის შესახებ შეიტყო კრიშტიანომ, რუსეთთან მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. მან მწვრთნელს უთხრა, რომ მზად იყო ეთამაშა.

სწორედ იმ პატარა კლუბში დაიწყო რონალდოს საფეხბურთო კარიერა, სადაც მამამისი ადმინისტრატორად მუშაობდა. ათი წლის რომ შესრულდა, კრიშტიანო "ნასიონალმა" იყიდა... ფორმის ორ კომპლექტად და 20 ბურთად.

ბიჭმა ტანი აიყარა და სისწრაფეში გაუჭირდა. "ნასიონალის" მწვრთნელმა ურჩია დოლორესს, ბიჭისათვის მეტი ხორცეული და თევზეული მიეძალებინა.

"რონალდო ქუჩის ფეხბურთელი იყო. ის მაგრად ფლობდა ბურთს და ჰქონდა ზღაპრული ტექნიკა. ძალიან ცელქი ბიჭი იყო. დახტოდა ხეებზე, დარბოდა მანქანებით სავსე ქუჩებში და პლაჟზე. ძალიან ბევრ დროს ატარებდა ქუჩში." - უთხრა მოგვიანებით ინგლისელ ჟურნალისტებს რონალდოს მწვრთნელმა "ნასიონალში", პედრუ ტალინიაშმა.

ახლა მოვუსმინოთ რონალდოს კიდევ ერთ მწვრთნელს "ნასიონალში", დავიდ გომეშს. "კრიშტიანო არ იყო მდიდარი ოჯახიდან და რომ ყოფილიყო, ალბათ დღეს მას არ ექნებოდა ასეთი ტექნიკა. ზოგადად, ბიჭს, ვინც მთელ დღეს შინ ატარებს, იშვიათად თუ ექნება ასეთი ტექნიკა. კრიშტიანო კი დაახლოებით 12 საათს ატარებდა ქუჩაში."

12 წლის იყო კრიშტიანო, როცა მას ცამეტწლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ფინალი უნდა ეთამაშა. ბიჭს ვირუსი შეეყარა. რონალდომ სთხოვა დოლორეშს, გაეშვა ფინალის სათამაშოდ და დაპირდა, რომ შეცვლას მოითხოვდა. იმ დროს შვილის ტალანტით აღტაცებული დედა კრიშტიანოს უკვე აძლევდა გაკვეთილების გაცდენის უფლებას და თამაში არც გაციებულს დაუშალა.

კრიშტიანომ ფინალში გაუტანა "სპორტინგს". ლისაბონურმა გრანდმა ის გასინჯვაზე მიიწვია. ერთკვირიანი სინჯების ბედი ერთ დღეში გადაწყდა. რონალდომ პირველივე დღეს მოხიბლა ყველა, მეორე ვარჯიშზე კი ის "სპორტინგის" 14-წლამდელთა გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.

"ნასიონალმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 ათასი ევრო მიიღო. რონალდოს დედამ კი "სპორტინგთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ოჯახი ყოველთვიურად კლუბისაგან 50 ევროს იღებდა. რონალდო ბურთს აწვდიდა "სპორტინგის" ძირითადის ბიჭებს და ამაში ხუთ ევროს იღებდა. საინტერესოა, რომ მაშინდელი "სპორტინგის" ერთ-ერთი ფეხბურთელი, გაბრიელ ჰაინცე იყო. ჰაინცე ერთი წლის მერე მივიდა "მანჩესტერში" მას შემდეგ, რაც კლუბის მაისურა კრიშტიანომ მოირგო. ხუთ ევროს რონალდო ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრებში ხარჯავდა.

16 წლის იყო კრიშტიანო, როცა ნარკოდამოკიდებულებისგან იხსნა ძმა, უგო. დედამისის თქმით, რომ არა ის, ძმა აუცილებლად დაიღუპებოდა. კრიშტიანო ერთ-ერთ ინგლისელ ჟურნალისტს გამოუტყდა, რომ მაშინვე დაიწყო ოჯახის რჩენა, როცა მოხვდა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობდა.

"სპორტინგში" თავიდან კრიშტიანოს ვერ გაუგეს. მისი საუკეთესო მეგობარი გახდა გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, უგო პინა. ამ საყრდენის სანაცვლოდ ლისაბონურმა კლუბმა თორმეტჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე კრიშტიანოში - 300 ათასი ევრო.

იყო ასეთი შემთხვევაც: როცა "სპორტინგის" შემადგენლობაში პირველად უნდა ჩასულიყო მადეირაზე სათამაშოდ, მან პროდუქტები მოიპარა. გარდა ამისა, "სპორტინგის" მზარეულს მოპარა ორი იოგურთი, ტანაგუნდელს კი - ცივი ჩაი. კლუბის მწვრთნელი მარტინში გაბრაზდა და კრიშტიანო შემადგენლობიდან ამოაგდო.

როცა რონალდომ "სპორტინგის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა "ბეტისთან" ამხანაგურ შეხვედრაში, ესპანურ ტელევიზიას ის კუსტოდიოში აერია. მერე მან პირველი გოლი გაუტანა "მორეირენშეს" და დედას გული შეუწუხდა.

კრიშტიანოს თამაშმა მოხიბლა მასიმო მორატის მრჩეველი, ლუის სუარეს მირამონტესი, რომელმაც "ინტერის" პრეზიდენტს ფეხბურთელის ყიდვა შესთავაზა. მორატიმ უთხრა მას, რომ "ინტერი" დიდი გუნდია და მხოლოდ მზა ფეხბურთელებს ყიდულობს. არადა, მაშინ კრიშტიანოს ყიდვა მხოლოდ ორ მილიონად შეიძლებოდა. სუარესი მზად იყო, რონალდოს სანაცვლოდ მილიონი საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა, მაგრამ მორატიმ იუარა.

ცნობილმა აგენტმა ჯორჟე მენდეშმა რონალდო ცხვირწინ ააცალა თავის კოლეგა ჟოზე ვეიგას. კრიშტიანო შეიძლებოდა "იუვენტუსში" გადასულიყო, მაგრამ "ბებერმა ქალბატონმა" ლისაბონში ფულის მაგივრად ფორვარდ სალასის გაშვება გადაწყვიტა. მან "სპორტინგში" წასვლა არ ინდომა.

მერე იყო ლონდონური ვიზიტი დედასთან ერთად და შეხვედრა არსენ ვენგერთან. მენდეში კლიენტს ყოველ წამს ურეკავდა და სთხოვდა, ჟურნალისტებისაგან სახე დაეფარა. ვენგერს უკვე მზად ჰქონდა კრიშტიანოსათვის ცხრანომრიანი მაისურა, რომელიც აქამდე ფრენსის ჯეფერსს ეცვა. ტრანსფერი ჩაიშალა. "მეთოფეები" სტადიონს აშენებდნენ და კრიშტიანოს სატრანსფერო ღირებულებას ვერ გაწვდნენ.

მაშინ მენდეშმა თავისი ოთხი ფეხბურთელი შესთავაზა "ბარსელონას" - კვარეშმა, დეკუ, რონალდო და ტიაგო. "ბარსამ" პირველი აირჩია.

მერე იყო ლისაბონური ამხანაგური მატჩი "სპორტინგს" და "მანჩსტერ იუნაიტედს" შორის. როი კინმა დაწერა, რომ ჯონ ოშის, ვინც რონალდოს მეურვე იყო ამ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შენმდეგ ექიმის დახმარება დასჭირდა. მას პორტუგალიელის ფინტებისგან თავბრუ დაეხვა.

გასახდელში სქოულზმა, ბატმა და ფერდინანდმა ფერგიუსონს კრიშტიანოს ყიდვა ურჩიეს. ბოსმა თქვა, რომ საქმის კურსში იყო. იმავე საღამოს კრიშტიანო "იუნაიტედთან" ერთად ინგლისში გაემგზავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ