ქართველ ცენტრს არ ახსოვს, რა ვითარებაში მიიღო ტრავმა
ცნობილი გახდა ზაზა ფაჩულიას ტრავმის MRI გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ქართველ ცენტრს ტრავმირებულ მაჯაზე ძვლის დაზიანება არ აქვს, მაგრამ არის ღრმა ჩალურჯების კვალი, სტრუქტურული დაზიანება.

ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ექიმებმა მაინც თავი შეიკავეს, დაესახელებინათ ზუსტი დრო, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი ცენტრი.

მედიასთან საუბარში "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა განაცხადა, რომ ზაზა ტრავმის გამო დიდ დროს არ გამოტოვებს. გუშინ ზაზა ვარჯიშზეც შენიშნეს, თუმცა "ნიკსთან" მას არ უთამაშია.

ზაზამ ტრავმა გასულ კვირას, ლოს ანჯელესში თამაშის დროს მიიღო:

"სიმართლე გითხრათ, ტრავმა როდის მივიღე, არც მახსოვს. ტკივილი მხოლოდ თამაშის შემდეგ ვიგრძენი", - განაცხადა ფაჩულიამ, რომელმაც შემდეგი თამაში "იუტასთან" ნატკენი მაჯით ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ უკვე 4 თამაში გამოტოვა მაჯის ტრავმის გამო, ბოლო ორში მას ჯავალ მაკგი ცვლიდა.

მიმდინარე სეზონში ზაზა საშუალოდ 17,5 წუთს თამაშობს და 4,3 ქულას, 5,5 მოხსნას და 2,4 პასს აკეთებს.

სანდრო
რამდენი ვიცინე! ერთი ფანი წერს ამერიკულ საიტზე! რას ადარებთო ზაზასო მაკგი რითი ჯობიაო! დელფინივით არისო )) ბურთს აწოდებენ და კალათაში ტენისო))))))

"ამდენი ცენტრი?" "ცისფერი მთებისა" არ იყოს, ქ ა ჯაბარი (ალსინდორი) რამდენი გგონია?
gio
საუკეთესო ხუთეულში თან ამდენი ცენტრი დაგიწერია და შაკი ვერ მოხვდა?))ყველა მაღალს ჯობია ჩემი აზრით.ეგეთი ძლიერი ცენტრი აწი აგარ მგონია კაი ხანი გაიჩითოს.და კიდევ ჯულიუს ირვინგს მად რა უნდა?
გულშემატკივარი
ყველა დრიოს საუკეთესო ნბა-ელები: ნომერი 5- ბილ რასელი, ქ.ა. ჯაბარი (ალსინდორი) 4 - კარლ მელოუნი, ტიმ დანკანი 3- ლარი ბიორდი, ჯულიუს ირვინგი 2-3 მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი 1 ოსკარ რობერტსონი, მეჯიქ ჯონსონი ვინც ჩახედული ხართ და არ დაიზარებთ, თქვენი ვერსია შემომთავაზეთ
Baxt
მგონი ჩატენვის მცდელობისას მიიღო ტრავმა. ვუყურე მაგ თამაშს და სხვა რამე შეჯახება, ან უხეშ კონტაქტს ვერ ვიხსენებ..
tanto
ნიკსი წინასწარ დაგეგმილი წაგებით იყო ჩასული ოკლაჰომაში, კარმელო ენტონიმ მხრის ტრამვის გამო ვერ ითამაშა, დერიკ როუზი კი მწვრთნელმა დაასვენა და როგორც ჩანს, საგრძნობლად შესუსტებული ნიკსის შემადგენლობასთან ზაზაც არ ათამაშეს და ტრამვის ბოლომდე მოშუშების საშუალება მისცეს
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ