პრემიერლიგა: "სტემფორდ ბრიჯიდან" მთელმა მსოფლიომ ნამდვილად ის ნახა, რასაც "ჩელსი"-"მანჩესტერისგან" ელოდა
ლონდონის "სტემფორდ ბრიჯიდან" მთელმა მსოფლიომ ნამდვილად ის ნახა, რასაც ელოდა: ჩინებული სანახაობა, სადავო მომენტები, ვნებათაღელვა, ცალკეულ მოთამაშეთა გამორჩეული თამაში, სამი გოლი, მეკარეთა დიდებული თამაში და სხვა.

მოკლედ, ყველაფერი, რაც ფეხბურთს ამშვენებს. საბოლოოდ "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2:1 მოუგო (მანჩესტერელებს ამ სტადიონზე წარმატებისთვის 2002 წლის მერე არ მიუღწევიათ) და მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, "იუნაიტედი" კი, მართალია, კვლავ ლიდერად დარჩა, მაგრამ თუ აქამდე კარგა ხნის განმავლობაში "არსენალთან" შედარებით ხან ორი და ხანაც ერთი თამაში ჰქონდა მარაგში, დღეს პირიქით, "მეთოფეებზე" ერთით მეტი აქვს ნათამაშები.

ზემოთ რამდენიმე სადავო მომენტი ვახსენეთ. ვფიქრობთ, ნანახი თამაშის მომენტების აღწერას მათი გახსენება სჯობს. ასეთი ალბათ სამი იყო: ჯონ ტერის ხელი პირველ ტაიმში, დავიდ ლუიზის მიერ უბურთო უეინ რუნის წაქცევა (ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ჯარიმა, რომელიც ბრაზილიელმა მთელი მსოფლიოს დასანახად "აიკიდა") და იური ჟირკოვის პენალტი. ტერის ეპიზოდს მსაჯი მარტინ ატკინსონი კარგად ხედავდა და, ვფიქრობთ, "ჩელსის" კარში პენალტი რომ არ დანიშნა კი არ შეცდა, არამედ, სრულიად შეგნებულად მოიქცა ისე, როგორც ჩათვალა საჭიროდ - ტერი ხელს ვერსად წაიღებდა.

ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ხელი კი არ უღობავს ბურთს გზას, არამედ ბურთი ხვდება ხელს. ლუიზი კი, რასაკვირველია, გასაძევებელი იყო. ტაქტიკურ ჯარიმებს, რასაკვირველია, ყველა გუნდის ფეხბურთელები მისდევენ. თუნდაც "იუნაიტედის" ცენტრალური მცველის ნემანია ვიდიჩის პირველი ყვითელი გავიხსენოთ: სერბმა სრულიად შეგნებულად გამოსდო მეტოქეს სარმა - ბურთი უკვე სხვაგან იყო - მაგრამ ლუიზს მაინც მეტისმეტი მოუვიდა. ბარემ აქვე დავძენთ, რომ ჩვენი აზრით ეს მცველები, ვიდიჩი და ლუიზი, ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად, გამორჩევით კარგად თამაშობდნენ. შეგახსენებთ, რომ ლუიზმა გოლიც გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და ბევრმა გადაცემამ თუ გამოცემამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს... კონტაქტი ალბათ იყო, მაგრამ ეგეთი პენალტები ბევრჯერ არ დანიშნულა. მოკლედ, რას გაიგებ... მსაჯია და გუნება.

მატჩის შემდეგ "ჩელსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: "კარგად ვითამაშეთ. ეს იყო ძნელი მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც მართლა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. პირველ ტაიმში იყო პერიოდი, როდესაც "მანჩესტერმა" მეტისმეტად ლაღი თამაში გაახურა და ჩვენ გაგვიჭირდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ვიყოჩაღეთ. არც ღონე დავაკელით, არც სიმძლავრე და არც ინტენსიურობა".

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი: "პირველი გოლის დროს ჩვენი დაცვა უხეშად შეცდა. ცუდი იყო, რომ წავაგეთ. ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც მეტად საეჭვო იყო, მაგრამ ზოგადად ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ასეთი ფეხბურთით წაგებას არ ვიმსახურებდით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით".

ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1

ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი (81. ბოსინგვა), ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა (71. ჟირკოვი) - ანელკა (61. დროგბა), ტორესი.

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - ო"ში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა (81. ფაბიო) - ფლეტჩერი, ქერიკი, სქოულზი (70. გიგზი), ნანი - რუნი, ერნანდესი (70. ბერბატოვი).

გოლები: 0:1 რუნი (29), 1:1 დავიდ ლიუზი (54), 2:1 ლემპარდი (79-პენ)

გაფრთხილება: რამირესი, დავიდ ლუიზი, ესიენი - ვიდიჩი, გიგზი

გაძევება: ვიდიჩი (90)

კუთხური: 10-2; ჯარიმა: 10-14; კარში დარტყმა: 20-9 (7-2); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 41 825

1. მანჩესტერი 28 17 9 2 62:27 60

2. არსენალი 27 17 5 5 57:27 56

3. სიტი 28 14 8 6 44:25 50

4. ჩელსი 27 14 6 7 48:23 48

5. ტოტენჰემი 27 13 8 6 38:31 47

6. ლივერპული 28 11 6 11 36:35 39

7. ბოლტონი 28 9 10 9 39:38 37

8. სანდერლენდი 28 9 10 9 33:35 37

9. ნიუკასლი 28 9 9 10 43:39 36

10. სტოკი 28 10 4 14 32:33 34

11. ევერტონი 27 7 12 8 35:36 33

12. ასტონ ვილა 28 8 9 11 35:47 33

13. ფულჰემი 28 6 14 8 29:29 32

14. ბლექბერნი 28 9 5 14 35:46 32

15. ბლექპული 28 9 5 14 42:55 32

16. ბირმინგემი 26 6 12 8 25:35 30

17. ვესტ ბრომვიჩი 28 7 8 13 36:53 29

18. ვულვზი 28 8 4 16 31:46 28

19. ვესტ ჰემი 28 6 10 12 33:49 28

20. უიგანი 28 5 12 11 27:49 27

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს