თუ რუსებს არ დასჯიან, ბიატლონისტები გაიფიცებიან
მამაკაცთა ბიატლონის მთავარმა ვარსკვლავმა, ფრანგმა მარტენ ფურკადმა მოუწოდა ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირს - დასაჯოს ყველა რუსი ბიატლონისტი, რომელთა ბრალეულობა დოპინგის მიღებაში დამტკიცებული იქნება.

"მინდა დავინახო გადამჭრელი ნაბიჯები მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფაქტები გახდება ცნობილი. ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა ამ პრობლემას უნდა მიხედოს და მკაცრად იმოქმედოს მათ მიმართ, ვინც სპორტულ საზოგადოებას ატყუებს. ეს არის არა ერთი ან ორი, არამედ 31 სპორტსმენი", - განაცხადა ფურკადმა.

ფრანგმა იმედი გამოთქვა, რომ ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირი არ შეუშინდება დოპინგის მიღებაში მხილებული სპორტსმენების დისკვალიფიკაციას.

"თუ სანქციები არ იქნება, მაშინ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს - უარი თქვან ტურნირებში მონაწილეობაზე. არ მგონია, რომ აქამდე მივა საქმე. კავშირს ბევრი მტკიცებულება გააჩნია და საჭიროა სერიოზული ზომების მიღება", - დაამატა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

15 დეკემბერს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ბიატლონისტთა კავშირს გაუგზავნა 31 რუსი ბიატლონისტის სია, რომლებიც აკრძალული პრეპარატების მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა