ორშაბათი

ბუდუ ზივზივაძე: ...მაშინ დავრჩები ქართველ ბომბარდირს პოლონელები აკვირდებიან

ბუდუ ზივზივაძე პატარა ბიჭი იყო, როდესაც თბილისის "დინამოში" მივიდა და მისი ფორმით 2014 წლის დეკემბრამდე თამაშობდა. მერე მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს, საიდანაც 2015 წლის წლის ზაფხულში "სამტრედიაში" გადავიდა. სწორედ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გამოჩნდა ზივზივაძის შესაძლებლობები - პირველივე სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში 16 გოლით მე-3 ადგილზე გავიდა, წლეულს კი "სამტრედია" გარდამავალი ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 22 წლის თავდამსხმელმა 11 გოლით ლიგის პირველი გოლეადორის ჯილდო მიიღო.

ახლა ირკვევა, რომ ზივზივაძით ქართული და უცხოური გუნდები დაინტერესდნენ. მათ შორისაა თბილისის "დინამო", ხოლო პოლონური ინტერნეტგამოცემა წტემპიე.პლ-ს ცნობით, იმერელთა ფორვარდს პოლონური ექსტრაკლასას 4 გუნდი იწვევს - "იაგელონია" (ჩემპიონატის ლიდერია), კრაკოვის "ვისლა" (მე-9 ადგილზეა), გლივიცეს "პიასტი" (მე-11) და გდინიას "არკა" (მე-13).

ამავე გამოცემის თქმით, ზივზივაძის შეძენის მსურველმა კლუბმა "სამტრედიას" 350 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. როგორც ამბობენ, 11 დეკემბერს თბილისში "ჩიხურასა" და "სამტრედიას" საჩემპიონო ფინალის საპასუხო მატჩს სწორედ "არკას" აგენტები დაესწრნენ.

დღეს კი ვიცით, რომ ზივზივაძეს "სამტრედიასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ახლა მასში საკომპენსაციო თანხას ვერავინ მოითხოვს. "ლელო" იმის გარკვევას შეეცადა, რამდენად რეალურია ეს ხმები და ტრანსფერის ალბათობა?

22 წლის თავდამსხმელი ჯერ გადაჭრით ვერ ამბობს, სეზონის დასრულების შემდეგ "სამტრედიას" დატოვებს თუ არა. მან "ლელოს" მცირე ინტერვიუ მისცა:

- ცნობილი გახდა, რომ თქვენით 4 პოლონური გუნდი დაინტერესდა...

- დიახ, ასეა. მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.

- 11 დეკემბერს თბილისში "არკას" წარმომადგენელი ჩამოვიდა და თქვენს თამაშს დაესწრო. გამოდის, საქმე სერიოზულადაა...

- მეც ვიცი, რომ პოლონელების წარმომადგენელი "ჩიხურასთან" თამაშს დაესწრო, მაგრამ პირადად არ დამლაპარაკებია და როგორ გითხრათ, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია? დამიჯერეთ, არაფერს ვმალავ.

- მართალია, თითქოს თქვენი გადაბირება თბილისის "დინამოსაც" სურს?

- ასეთი ინტერესი ნამდვილად არის, მაგრამ "დინამოში", ალბათ, არ დავბრუნდები. ამ კლუბს ჩემი დასაწუნი რა სჭირს? მის ტრადიციებსაც ძალიან ვაფასებ, მაგრამ უცხოეთში წასვლა მირჩევნია.

- სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ უცხოეთიდან რეალური წინადადება გაქვთ...

- ჯერ კონკრეტულ შემოთავაზებასა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდები.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ავსტრიაში სიამოვნებით ითამაშებდით. ასეთ მინიშნებას შემთხვევით არ აკეთებენ...

- არა უბრალოდ, ვახსენე რომ საშუალო დონის ჩემპიონატებიდან ავსტრიაში თამაში მირჩევნია. იქ ჩვენებს თამაში უფრო უადვილდებათ.

- ამ დაინტერესების შემდეგ "სამტრედიაში" დარჩენა გამორიცხულია?

- არა, რატომ არის გამორიცხული? თუ ევროპაში არაფერი გამოჩნდა, "სამტრედიაში" ისევ ცეცაძესთან ვითამაშებ.

- ახლა შესვენებაა და საინტერესოა, თუ ვარჯიშობთ?

- რა თქმა უნდა, აბა, სულ როგორ გავჩერდები? ვარჯიში ინდივიდუალურად დავიწყე. მინდა, მოსამზადებელი ეტაპის დაწყებას ტონუსშენარჩუნებული შევხვდე.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000000000000

0000000000

0000000000000000

0000000000000

00000000000

000000000000000000000

0000000000

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა