სამშაბათი 32ას
00000000000000000000

რატომ დაიბრუნა კუპატაძემ ქართული პასპორტი?

ძლივს დავინახე, რომ საქართველოში ფუტსალით დაინტერესდნენ

სულ ორი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტროფეის აღმართვა მოახერხა: კახა კალაძემ ეს "მილანში" ორჯერ შეძლო, ხოლო ფუტსალში - ზვიად კუპატაძემ. დღეს ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ...

საქართველომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოიპოვა: თბილისი ამ თამაშებს 23 იანვრიდან 1 თებერვლამდე უმასპინძლებს, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები კი შვეიცარია, ისრაელი და შოტლანდია იქნება. ჯგუფის გამარჯვებული იტალიასთან, ჰოლანდიასა და ბელარუსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს, რომელიც 2018 წელს სლოვენიაში გაიმართება.

ჩვენი ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება და 6 და 7 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ორჯერ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, მეორე მატჩი კი ქართველების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ფეხბურთის ფედერაციისა და ფუტსალის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელებმა ერთობლივი მცდელობით ნაკრებში რონი და ზვიად კუპატაძე დააბრუნეს. "იბერიას" ყოფილი ბრაზილიელი შემტევი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კუპატაძე "ჯვაროსნებს" 13-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის საუკეთესო მეკარისა და ფუტსალის ჩემპიონთა თასის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის, "იუგრას" კაპიტნის ტიტულით დაუბრუნდა.

მისი კარგი თამაში გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, სლოვაკეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები საქართველომ მეორე შეხვედრაში რომ დაამარცხა - 3:2. კუპატაძე საიმედოდ იდგა, ამავე დროს, რუსული სუპერლიგის "იგუიტად" მონათლული, შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა - ეს მისი სტილია. 37 წლის მეკარემ ნაკრებში ხანგრძლივი უთამაშებლობის მიზეზებზე ილაპარაკა:

"რუსეთში ლეგიონერი რომ არ ვყოფილიყავი, მოქალაქეობის შეცვლა შემომთავაზეს. სხვაგვარად ვერ ვითამაშებდი. პარალელურად, საქართველოში ფუტსალის საქმეები უკან-უკან წავიდა, გუნდებს გაუჭირდათ და ბევრგან ხელფასებს არ არიგებდნენ, მძიმე ვითარებაში იყო ნაკრებიც. სლოვენიაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები გვქონდა და უცნაური რამ მითხრეს - უკანა გზაზე სტამბულიდან თბილისში ავტობუსით უნდა წამოვსულიყავი. ასე გუნდში დავიგვიანებდი და სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. ეს არასერიოზული მიდგომა იყო და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ასეთი მარშრუტით არ გავფრინდებოდი. მითხრეს, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. მივხვდი, აქ ფუტსალი არ აინტერესებდათ და აჯობებდა კარიერისთვის მიმეხედა. გუნდში გამიმართლა, 2002-04 წლებში "ტიუმენში" ვთამაშობდი, საიდანაც "იუგრაში" მიმიწვიეს და 12 წელია, ამ გუნდის ღირსებას ვიცავ. რუსეთის ჩემპიონატში მედლები და ქვეყნის თასი ბევრჯერ მოვიპოვე, წლეულს კი ჩემპიონთა ლიგაზე გავიმარჯვეთ", - ამბობს კუპატაძე.

გამოცდილი მეკარე იმ მიზეზებზეც ლაპარაკობს, ამხელა პაუზის შემდეგ ნაკრებში თამაში რატომ გადაწყვიტა:

"რეალურად, საქართველოს ნაკრები ახლა ყალიბდება და თანადგომა მსურდა. ნაკრებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი. გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ფუტსალით ფეხბურთის ფედერაციის რეალური დაინტერესება დავინახე, ხოლო ფუტსალის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელი ზაალ ჩიტალაძე ფუტსალის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვიცი, 60 გუნდი ჩამოყალიბდა, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია. მე ისიც მახსოვს, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე დარბაზები გადაჭედილი იყო, ახლა კი ეროვნულ ჩემპიონატს ძალიან ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ატარებს. ინტერნეტით მის მსვლელობას ვეცნობი და ეს ამბები მახარებს. გადამწყვეტი ფაქტორი კი ის იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლევან კობიაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ფუტსალში დიდ პოტენციალს ხედავდა და ამ სიტყვებს რეალური საქმეებიც მოაყოლა. ამ ყველაფრით მივხვდი - ბოლოს და ბოლოს, ფუტსალს საქართველოშიც სერიოზულად მოეკიდნენ. ჩვენ ნიჭი ნამდვილად გაგვაჩნია და ბიჭებს პირობებს თუ შევუქმნით, დარწმუნებული ვარ, კარგი კლუბებისა და ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი. ქართული ფუტსალის განვითარება დაიწყება. ფაქტია, რომ სლოვაკეთი ძლიერი ნაკრებია, მაისში იტალიას მისსავე მოედანზე მოუგო, ჩვენ კი თბილისში მათი დამარცხება შევძელით".

მისი თქმით, ნაკრებში დაბრუნება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შესთავაზა:

"გამიხარდა, ნაკრებში ავთო ასათიანი რომ დააბრუნეს, რომელსაც ჩვენი ფუტსალისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. პირველად სწორედ ავთო დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი დიდი იმედი ჰქონდა და დაბრუნება შემომთავაზა. მეც დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ საქართველოს პასპორტი სლოვაკებთან თამაშამდე ცოტა ხნით ადრე დამიბრუნეს. ამაში ქვეყნის პრეზიდენტთან შუამავლობით ფეხბურთის ფედერაცია დამეხმარა, გიორგი მარგველაშვილმა კი გამონაკლისის სახით დაუშვა, რომ რუსეთის მოქალაქეს საქართველოს პასპორტი მქონოდა".

მერაბ მამულაშვილი

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"