"ისევ ნაცნობ გარემოში დარჩენა ვამჯობინე, სადაც თავს კარგად ვგრძნობ"
იყო შესაძლებლობა, ქუთაისის "ტორპედო" ერთ-ერთ ლიდერს, თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ ბექა ტუღუშსაც დაეტოვებინა. შევიტყვეთ, რომ მას ევროპაში თამაშს სთავაზობდნენ, მაგრამ გუშინ ვითარება შეიცვალა.

"კლუბთან კონტრაქტი 0,6+1 წლით მქონდა გაფორმებული, რაც "ტორპედოს" ნახევარი წლის შემდეგ კონტრაქტის შემოთავაზების უპირატესობას ანიჭებდა, მაგრამ მითითებული გვქონდა, რომ ახალი ხელშეკრულება პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში გაფორმდებოდა. დღეს დამიკავშირდნენ და სიტყვიერად შევთანხმდით, რომ "ტორპედოში" კიდევ ერთი წელი ვითამაშებ", - ამბობს ტუღუში.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი ადასტურებს, რომ ევროპაში წასვლას სთავაზობდნენ:

"სეზონის დასრულების შემდეგ "ტორპედოსგან" ახალი არაფერი ისმოდა და ვიფიქრე, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ მოხერხდებოდა.

სეზონის დასრულებისთანავე ორი ვარიანტი გამოჩნდა. პირველი დანიაში - როგორც მითხრეს, ერთ-ერთი კლუბი კონტრაქტს გასინჯვის გარეშე გამიფორმებდა. მეორე ვარიანტი კი ისრაელში შემომთავაზეს. იქ ლაპარაკი სინჯებზე იყო".

ტუღუში განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისელთა სასარგებლოდ:

"გასინჯვაზე წასვლა არც ისე სასიამოვნოა, ხოლო დანიური კლუბისგან კონკრეტული აღარაფერი ისმოდა. ქუთაისის "ტორპედოში" კი ყველაფერი გაირკვა და ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზეს.

ამ კლუბში გამოვჩნდი, მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაყურებელმაც კარგად მიმიღო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზაფხულში ევროპის ლიგაზე ვითამაშებ. ამიტომ ისევ ნაცნობ გარემოში დარჩენა ვამჯობინე, სადაც თავს კარგად ვგრძნობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
მაგარი სათაური გაქვთ :) ამბობს ადამიანი რეალური ვარიანტი ტორპედო იყოო. არჩევანი რა არის იცით. როცა ორი გარანტირებული ვარიანტი გაქვს და შენ ერთ-ერთს ამჯობინებ.
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა