სატრანსფერო პერიოდი კარს გვადგას. მინდა, რომ რეალურები ვიყოთ და ცაში არ ვიფრინოთ. მინდა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველას არ დაუჯერონ...
სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება და ტრადიციული ორომტრიალი ძალას იკრებს. ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილი იმედოვნებს, რომ კარიერას უცხოეთში აიწყობს და გახედვაც კი აღარ უნდა საქართველოს იმ ჩემპიონატისკენ, ცოტა ხნის წინ რომ აგორებდა ბურთს...

თავისთავად კარგია, როცა ფეხბურთელი თავს მზად მიიჩნევს, უფრო მაღალ დონეზე, უკეთეს ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა, ამას უნდა მივესალმოთ, მაგრამ ყველა გზას აქვს თავისი სიმძიმე და დატვირთვა. ამ ფეხბურთელების გზა იოლი ნამდვილად არ იქნება.

ზღაპრებიდან მახსოვს - ეს ის გზაა, წასული რომ ბევრი მინახავს და დაბრუნებული არავინო. დაახლოებით ასე ამბობდა ჩვენი ისტორია იმ მეფე-დიდებულებზე, შაჰისა თუ სულთნის ბრძანებით ისპაჰან-სტამბოლის მტვრიან გზებს რომ შეუყვებოდნენ ხოლმე.

საფეხბურთო ამბავში კი სულ პირიქითაა. მიდიან და კონტრაქტზე ხელი რომ გგონია მოწერილი, აგერ, შეგხვდება ის ფეხბურთელი, ქუჩაში ფეხით თუ მანქანით მიმავალი. მოიკითხავ და გაუთავებელი თავისმართლება იწყება - რა ვქნა, ძმაო, ტრავმა მივიღე პირველივე ვარჯიშზე; რომ ჩავედი, მწვრთნელი მაინცდამაინც მაშინ შეცვალეს; პარტნიორებს ვერ შევეწყვე და მისთანები...

ამ ფეხბურთელებიდან ყველაფერს მოისმენ იმ სიმართლის გარდა, სათქმელადაც რომ მწარეა და მოსასმენადაც: ქართველ ფეხბურთელს საშუალო და დაბალი კლასის ევროპულ გუნდში ხვდება ის რეალობა, რომელსაც ის იქამდე ვერაფრით წარმოიდგენდა.

რეალობა, რომელიც ნათლად აჩვენებს მას, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მზად არ არის საშუალოზე დაბალი კლასის ევროპულ კლუბში სათამაშოდ. ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. კი, ხშირად მათ ეს იციან, თუმცა არცთუ იშვიათად მართლა სჯერათ, რომ ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჰყვებიან.

ცუდია, რომ ქართულ ფეხბურთში დღეს ასე მომრავლდნენ საკუთარ ტყავსა და საშოვარს გადაგებული მენეჯერები, რომლებიც ფეხბურთელს არწმუნებენ, რომ მას მთების თუ არა, გორაკების გადადგმა მაინც შეუძლია.

მერე ამ ფეხბურთელს თვითონვე სჯერა სხვისი მოყოლილი ზღაპრების. სჯერა ერთია და რეალობაც აიძულებს, დაიჯეროს. საქართველოს პირველობა დღეს ის რეალობაა, რომელსაც კეთროვანივით ყველა გაურბის. თუნდაც საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებში ჩვენზე მეტი ანაზღაურება და უკეთესი ინფრასტრუქტურაა. სისუფთავეზე აღარ არის ლაპარაკი.

ჰოდა, ყოველივე ამის გათვალისწინებით, რიგითი ფეხბურთელი გაქცევაზეა. მეტიც, ძალიან ბევრი მხოლოდ იმიტომ იწყებს თამაშს, რომ "პიატ ტიში დოლარი თვეში და რამე საკაიფო მანქანა" დაითრიოს. აქ გადის მათი ოცნების ზღვარი. ხშირად მათ მეტი შეუძლიათ, მაგრამ აქ ჩერდებიან. არის ასეთი კასტაც ჩვენს ფეხბურთში.

ფაქტია, ქართული ფეხბურთის გაწმენდა არა მხოლოდ მანკიერი მოვლენებისგან, არამედ მანკიერი კადრებისგანაც უნდა დაიწყოს და ამ მანკიერ კადრებში სხვებთან ერთად ვგულისხმობთ ფეხბურთში შემთხვევით მოტრიალე ხალხს, დღენიადაგ იოლი საკბილოს ძიების სურვილით კბილებაკაწკაწებული რომ დაძრწის ქართულ სტადიონებზე.

სხვა თუ არაფერი, ასე ფეხბურთელის კარიერა ინგრევა. გასაგებია, რომ არც ერთი მათგანი არ არის რონალდო ან მესი, მაგრამ ჩვენ დღეს არც იმის ფუფუნება გვაქვს, საშუალოზე საშუალო ფეხბურთელების ნიჭი ვფლანგოთ.

ახლა აღარ მახსოვს, ვინ დაწერა და სად წავიკითხე, მაგრამ სადღაც რომ წავიკითხე, ფაქტია: საშუალოობაო, ეწერა იქ, ცხოვრებაში მთავარი ნიჭიაო. ვეთანხმებით თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მინიმუმ საყურადღებო მოსაზრება რომაა, ფაქტია.

აქ არ არის იმ მენეჯერებზე, ევროპულ კლუბებთან რომ აქვთ კავშირი და შეხება. საუბარი იმ ხალხზეა, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ საკუთარი ჯიბის პრიზმაში განიხილავს და სხვა არაფერზე ფიქრობს.

სულო ცოდვილო, ასეთს რომ შეხედავ, თუნდაც გარეგნობით ამოიცნობ, მაგრამ საშუალო ქართველ ფეხბურთელს ბევრი პრობლემით დახუნძლული თავი აქვს. აგერ, ოჯახში საჭმელია მისატანი და ფული არ არის. სეზონი მორჩა და იმ განვლილი სეზონის ხელფასი ჯერაც ასაღებია. სადაცაა, ბანკიდან კრედიტ-ოფიცერი დარეკავს. ჯერ შეგახსენებს სესხის გასტუმრების თარიღს და მერე, გადაცილებულზე, ჯარიმასაც გიპატაკებს...

ასეთ ვითარებაში შენ გრჩება ერთადერთი გზა: გაქცევა ქართული რეალობიდან გაურკვეველ პერსპექტივაში, სადაც ცოტა უკეთესად მაინც იქნები. სადაც აღარ გექნება ბანკის ვალი და გექნება საშუალება, ოჯახში რაღაც მიიტანო.

ახლა, როცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, მე ჩვენი პირველობის გაძლიერებისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯად სწორედ ასეთი ფეხბურთელების შენარჩუნებას ვხედავ ჩვენი პირველობისთვის. ყოველ ზაფხულს და ზამთარს გადის ეს რესურსი. ზოგი აღარ შემოდის და რჩება ცოტა უკეთეს რეალობაში, ზოგი კი ჩამოდის და მერე იმაზე უარეს ქართულ გუნდში დამკვიდრება უჭირს, ადრე რომ თამაშობდა.

გასაკვირი სულაც არ არის - გაუთავებელი ხეტიალი და "კალმასობა" ფეხბურთელს არაფერს არგებს.

რა თქმა უნდა, მედალს მეორე მხარეც აქვს და ამ მეორე მხარეს შავით თეთრზე წერია ის, რომ ფეხბურთელს ბოლომდე ვერ გაამტყუნებ, რადგან ჩვენთან ფეხბურთელს ძალიან ხშირად ელემენტარული პირობაც კი არ აქვს.

ვერ დავდებ თავს, რომ ეს ისტორია სრული სიმართლეა, მაგრამ სიმართლის მარცვალი ამაში რომ არის, ფაქტია. ის ერთმა მეგობარმა მიამბო და გადავწყვიტე, მკითხველამდე მივიტანო. ოღონდ მივიტანო ისე, რომ გვარი არ ვახსენო, რადგან ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოკლედ, დაბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი საქართველოში ახლო საზღვარგარეთის ერთ-ერთი რიგითზე რიგითი კლუბიდან და ქართულ კლუბში პირველი ხელფასი აიღო. აიღო და იქვე გამოტყდა - იმ, სხვა ქვეყანაში თამაშისას ამდენს... სუნამოში ვიხდიდიო. მგონი, თავიცა და ბოლოც ნათქვამია ამ პატარა ისტორიაში ჩვენი დიდზე დიდი გასაჭირისა.

დღეს ჩვენ ბევრს ვწერთ იმაზე, რომ ქართველი ფეხბურთელები სათამაშოდ არ უნდა წავიდნენ იმავე რუსეთში. მეც, თუ რამე მნიშვნელობა აქვს ამას, იმ აზრზე ვარ, რომ რუსეთი და მეტადრე მისი საშუალო გუნდები იდეალური ადგილი (რბილად რომ ვთქვათ) არ არის ჩვენი მოთამაშეების სამომავლო პროგრესისთვის, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს: უნდათ კი რუსეთში ჩვენი ფეხბურთელები?

არა, ბატონებო, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს, არ უნდათ და უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ აქ ეთნიკურობა არაფერ შუაშია. ისინი უბრალოდ ვერ აკმაყოფილებენ რუსული პრემიერლიგის სათამაშო დონეს.

ვითამაშოთ იქ, სადაც ჩვენ საჭირონი ვართ და თან იმედი გვქონდეს, რომ ჩვენი შრომა მინიმალურად მაინც დაფასდება.

...ზამთარია და სატრანსფერო პერიოდი კარს გვადგას. მინდა, რომ რეალურები ვიყოთ და ცაში არ ვიფრინოთ. მინდა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველას არ დაუჯერონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

haha
რაც არ უნდა იწუწუნოთ, ფაქტი ერთია. ამ დანგრეულ მოედნებზე თუ არ ირბინეთ, ამ უფულობაში თუ არ მოიკალით თავი, ისე იქ წასულები, საშუალო ფეხბურთსაც ვერ ითამაშებთ, ზამენაზე. ასეა ეს. აქ უნდა იშრომოთ და იქნებ გაგიმართლოთ. თქვენ არც შრომა გინდათ და არც არაფერი, მარტო წუწუნი.
გუჯა კახაძე
იქ პირველივე ვარჯიშზე თუ არა მეათეზე რომ ტრავმას იღებენ ეს ფაქტია და მხოლოდ ცუდი ფიზიკური მომზადების და ნორმატივების უგულებელყოფის ბრალია. ვიდრე ფიზიკურად არ მომაგრდებიან ნორმალურ კლუბებში რომ ვერ მოხვდებია ამას რაც უფრო ადრე დაიჯერებენ მით უკეთესი იქნება მათთვის.
Guadua
მოკლედ რა, პირდაპირ დაგეწერა ალეკო, რომ საკითხი ეხება 21-22-23 წლის "გადაზრდილებს" :) მხოლოდ ბოლო 1 წელიწადზე ოდნავ მეტია რომ ეღირსათ უმაღლესი ლიგა და ახლავე გარბიან მეტი ხელფასისათვის. დიახ, ეს ზივზივაძეს და მის თანატოლებს ეხება(ისე ჟურნალისტები ბუდუზე მეტ ჭორებს წერთ ვიდრე მის ირგვლივ რაიმე ხდება საერთოდ), მაგრამ მეორეს მხრივ რა ჰქნას სამტრედიას და სხვა კლუბების უფულო მმართველმა კერძო პირებმა,რომლებიც მხოლოდ ბიუჯეტის ფულს ანაწილებენ და დამატებით ვერაფერს შესთავაზებენ "გადაზრდილებს" ? საფეხბურთო ცუნგცვაგია საქართველოში. 2017 წლის 10 კლუბიანი ჩემპიონატი კი სრულიად დამანგრეველი და გამანადგურებელი იქნება ქართული ფეხბურთისათვის.
კახა
დაავიწყდა ... ცოტა ადრე ლამის მარადონას და მესის რო ადარებდნენ თუ ვინმე ოდნავ გაიფხაკურებდა დაეშვით მიწაზე მგონი როგორც იქნა ასეა ნიჩი მარტო არ კმარა პროფესიონალიზმი ...........
lestera
კაი რამეა ვისიამოვნე
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები