<p>რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მიმდინარე სეზონის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა...</p><p><br> რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მიმდინარე სეზონის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა. ვოლგისპირელთა გუნდის ამ შედეგიან ასპარეზობაში ლომის წვლილი შეიტანა "ვოლგას" ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ. ნაკრების ფორვარდი 18 შეხვედრაში გატანილი 9 გოლით შეეწია გუნდს. მარცვალაძის ეს შედეგიანობა მასმედიასაც არ დარჩა შეუმჩნეველი. ვებგვერდმა ონედივისიონ.რუ-მ პირველი წრის სიმბოლური ნაკრებში დაასახელა და რჩეულთა 11-ეულში ოთარ მარცვალაძეც შეიყვანა - ორი თავდამსხმელიდან მარჯვენა ფრთაზეა გაამწესა.</p><p>ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ნიჟნინოვგოროდელთა გუნდში მარცვალაძის გარდა კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელია - მცველები ედიკ საჯაია და გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა. იმასაც დავამატებთ, რომ ედიკ საჯაია, რომელმაც ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა უკეთ გრძნობს თავს და იმედოვნებენ, რომ თვის ბოლოსთვის მწყობრში ჩFადგება. "ვოლგა" სეზონს 30 ივლისს განაახლებს. ჩვენებურთა გუნდი ვოლგისპირულ დერბიში "როტორს" სტუმრად ეთამაშება.</p>
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა