ვინ უნდა ითამაშოს "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში - ექსპერტის პასუხი ფანებს
4-მატჩიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაუბრუნდა და უკვე ორი მატჩი გამართა "უორიორსის" სასტარტოში, მაგრამ მისი სტატისტიკა ამ ორ შეხვედრაში არ იყო კარგი - "პორტლენდთან" ზაზამ 17 წუთში 4 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო "იუტასთან" 15 წუთში - 2 ქულა და 3 მოხსნა.

იმავე მატჩებში სათადარიგოს როლში ჩამოქვეითებულმა ჯავალ მაკგიმ 11 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა (პორტლენდთან) და 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა (იუტასთან) მიითვალა. ამიტომაც ამერიკულ მედიასა და "გოლდენ სტეიტის" ფანებს შორის დღეისათვის ყველაზე დიდი პოლემიკა ამ საკითხზეა გამართული - ვინ უნდა ითამაშოს "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში, ზაზამ თუ მაკგიმ.

mercurynews.com-იც ამ თემას ეხმაურება, სადაც ექსპერტი ენტონი სლეიტერი "უორიორსის" ფანების კითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ზაზას შესახებ კითხვა-პასუხს:

- მიუხედავად წარმატებული თამაშისა ჯავალ მაკგისთან ერთად, რა არის მიზეზი, რის გამოც სტივ კერი მას ზაზა ფაჩულიას არჩევს, თანაც, ისე მნიშვნელოვნად, რომ ექსპერიმენტის სახითაც კი არ გამოჰყავს მაკგი სასტარტოში?

- ციფრები, რა თქმა უნდა მაკგის მხარესაა. "უორიორსის" სასტარტო შემადგენლობა (ზაზასთან ერთად) 277 წუთი იყო ერთად ამ სეზონში და ამ ხნის განმავლობაში გუნდი +105 ქულაში იყო. ეს სოლიდური რიცხვია. ხოლო მაკგისთან ერთად გუნდის მთავარი ოთხეული 44 წუთი იყო ერთად და "გოლდენ სტეიტს" დიდებული +43 ქულა აქვს. მოკლედ, ორივე შემთხვევაში "უორიორსი" მოგებულია, მაგრამ ეს დიდწილად სასტარტო ხუთეულის ოთხი ვარსკვლავის დამსახურებაა, მაგრამ ჯავალის დამატება მას პოტენციურად უკეთესი გუნდის სახეს აძლევს.

მაგრამ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ ფაჩულიას შესახებ, საქმე დეტალებშია - მე კარგად მესმის, რატომ მოსწონთ მაკგი. ეს არის ჩატენვები, მან ამ სეზონში 200 წუთიც არ ითამაშა და ბურთი კალათში უკვე 36-ჯერ ჩატენა. ეს სახალისოა და ფანებს ბუნებრივია, მოსწონთ. როცა ის მოედანზეა, ფანებს სახალისოდ აქვთ საქმე.

რა აინტერესებთ მათ ნაკლებად? ეს არის ბლოკის დაყენება თანაგუნდელისთვის, დერეფნის გათავისუფლება, ჭკვიანური პასი ფარქვეშ ცენტრისგან. აი, ის მიზეზები, რის გამოც მწვრთნელმა თავისუფალ აგენტებში ფაჩულია შეარჩია. ის უფრო მრავალფეროვანი კარიერის კალათბურთელია.

რა თქმა უნდა, მაკგის წუთები სულ ექნება სათამაშოდ. მან ეს დაიმსახურა და იპოვა თავისი ნიშა გუნდში. მაგრამ იმის გამო, რომ მაკგის "ჰაილაითები" უფრო დასამახსოვრებელია, ზაზა ფაჩულია გუნდისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი კალათბურთელი ვერ იქნება.

ჯონი
ზაზა გოლდენ სტეიტსისასთვის მათს ჰუმელსია. სტივ კერის არაფერი ეშლება. ზაზას წარმატებები.
ქართველი
სტივ კერიმ ჩვენზე კარგად იცის რომ ტოპ ცენტრებთან ზაზაზე უკეთ ჯავალ მაკგი ვერ ითმაშებს.
Live
არ გეწყინოთ თამარ მაგრამ ძალიან ცუდი შედარება მოიყვანეთ იქნებ მეკარესთვის შეგედარებინათ თუმცა ისეთი მეკარებიიც არსებობენ რომლებიც სტანდარტებს (ანუ ჯარიმებს და პენლებს ) ბრწყინვალეთასრულებენ ზაზამ თავის სწორ ტაქტიკურ თამაშს ცოტა მეტი ეფერი ტყორცნებითდა სტატისტიკით უნდა შესძინოს ეს ენ.ბი.ეია და არა პრაგმატული ევროპული კალათბურთი
Geo
ეგრე რა. კომპეტენტური აზრი კარგია
daviit
ვეთანხმები 100 პროცენტით. თითქმის ზაზას ყველა თამაშს ვუყურე და ოდნავ მაინც თუ გაგეგება კალათბურთი უბრალოდ სირვცხვილია მაკგი ზაზას შეადარო. ძალიან ჭკვიანი და უმაგრესი ცენტრი გვყავს
svan
ერთი როცა სფურსს, კლიპერსს და ტორონტოს შეხვდებიან აი მერე უნდა დააყენოს მკგიი და ნახავენ რა მოუვა ვალანჩუნასთან, გასოლთან და დრეანდე ჯორდანთან))))
tamar mosulishvili
ფეხბურთიდან magalits moviyvan , maskerano, amdeni sezoania barsashia da goli vapshe ar gautania, magit ra araperi, samagierod gundistvis bevrs aketebs
დომენტი
ასე მგონია, ჩემი სათქმელი თქვა)
T b i l i s i
ჩემზე და მილიონობით ამერიკელ გულშემატკივარზე უკეთ ესმის კალათბურთი სტივ კერის(ამიტომაც არის პირველი გუნდის მწვრთნელი)და რახან ზაზას ირჩევს,ესეიგი ასეა საჭირო!!
guga
ძალიან მოუკლო ზაზამ, საწყენია... სასტარტოდან არ ამოგდებენ მაგრამ 15 წუთში 2 ქულა და სამი მოხსნა ძალიან ცოტაა
giga
ჩინებულად ახსნა, ყოჩაღ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს