"ატალანტასთან" მატჩში ქართველი ფორვარდი "ემპოლის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
იტალიის სერია A-ს წლის უკანასკნელ ტურში "ემპოლიმ" 1:2 წააგო სტუმრად "ატალანტასთან", მაგრამ ლევან მჭედლიძემ კვლავ გამოიჩინა თავი და ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

იტალიურმა მედიამ ჩვენებურის თამაში, გუნდისგან განსხვავებით, დადებითად შეაფასა.

"პიანეტა ემპოლიმ" ქართველი ფორვარდი 6,5 ბალით შეაფასა: "ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა. შანსი, რომელიც მან გამოიყენა "ატალანტასთან" მატჩში, ერთადერთი იყო სტუმართათვის. ძალიან ცუდია, რომ ამჯერად, მისმა კარგმა თამაშმა გუნდს ქულები ვერ მოუტანა. იმედი გვაქვს, რომ ის ასე გააგრძელებს თამაშს".

si24.it-მა მჭედლიძეს მატჩის უმაღლესი შეფასება - 7,5 ბალი დაუწერა: "მჭედლიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია. ორ თამაშში სამი გოლი არ არის ცუდი შედეგი ფორვარდისთვის, რომელიც ამ სეზონში ფორვარდების არჩევანში უკანასკნელი იყო მწვრთნელ მარტუშელოსთვის".

gazzamercato.it-მა ლევანს სტატია მიუძღვნა - მჭედლიძის ეფექტი - "ემპოლიმ", როგორც იქნა, იპოვა საჭირო ფორვარდი".

"ქართველ ფორვარდს პროგრესში ხელი ძალიან ბევრმა ტრავმამ შეუშალა. "პალერმოში" 2008 წელს 1,5 მილიონ ევროდ გადასულმა ახალგაზრდამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი გაუტანა "იუვენტუსს" და "პალერმოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. 2010 წელს ის "ემპოლიში" დაბრუნდა.

ამ წლების განმავლობაში მჭედლიძეს სტაბილურად ტანჯავდა ტრავმები, მაგრამ "ემპოლის" მწვრთნელებს მისი ტალანტის მუდამ სჯეროდათ.

როგორც თავად ამბობს, ამ სეზონში მან ბევრი შეითვისა ჯილარდინოსა და მაკარონესგან და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ბოლო ხანებში ბრწყინვალედ ათამაშდა - დუბლი "კალიარისთან" და გოლი "ატალანტასთან" ამის დასტურია.

მისი კონტრაქტი 2018 წელს სრულდება და უკვე გამოჩნდნენ გუნდები პრემიერლიგიდან, რომელთაც მისი შეძენა დაახლოებით 2 მილიონ ევროდ სურთ, მაგრამ 26 წლის ფორვარდს არ სურს "სახლიდან" წასვლა, რადგან საკუთარი კარიერის ისტორიის დაწერა "ემპოლიში" უნდა".

ელგუჯა-ს
ფორვარდმა შეცვლაზე შესვლის დროს უნდა დაამტკიცოს გოლების გატანით, ძირითადშიც აყენებდნენ ვერ გაქონდა, 10 შეცვლაზე ვერ გაქონდა და აბა ნახევარ სეზონს ვინ დაგელოდება.
ჭიპი
ეს სტატისტიკა რაც მან აჩვენა 147 თამაშში 17 გოლი ეს კარგი სტატისტიკა იქნებოდა მცველისთვის ან ჰაჰა ნახევარ მცველისთვის თავდამსხმელისთვის ენ სტატისტიკა ნამდვილი კოშმარია.
giorgi
რა პრემიერლიგა და რა 2 მილიონი ევრო? 100 თამაშში 3 გოლი გაიტანა და მარადონა გვგონია უკვე :D უნახავმა რა ნახაო
ელგუჯა
147 თამაშიო რო გაიძახით ძირითადში რამდენი დაიწყო? დაიანგარიშეთ აბა საშუალოდ რამდენი წუთი გამოუდის მატჩში? მეორე ნახევარი მაინც ჩაატაროს უტრავმოდ ნეტა....
zuriko
ვიცი ოპტიმისტები ვართ ლევანიც მიხარია და მიყვარს და მთელი საქართველოც, მაგრამ 147 თამაშში 17 გოლი ჟურნალისტებთან უნდა გრცხვენოდეს ინტერვიუს მიცემა არაფერი შედეგია არაფერი ფეხბურთი არ არსებობს საქართველოში.ცნობისათვის ნიკოლოზ გელაშვილი 7 წელი თამაშობდა ნაკრებში და ერთადერთი გოლი გაიტანა ისიც გიბრალტართან:D:Dაი რანი ვართ:D
vova
მაგრამ ფული არ აქვთ??! :)
gio
სად უნდა წავიდეს ძლივს ძირითადშია და გოლებიც გაიტანა, უნდა მოუმატოს და მერე შეიძლება წასვლაზე ფიქრი, თუ არ გააგრძელებს ასე სტაბილურად ეს ერთერთი ჩვეულებრივი გამონათება დარჩება.
მეჭვოფი
მჭედლიძეები ზემო ემპოლიდან არიან წარმოშობით. იქ არის მათი ნამოსახლარი. ამიტომაც ვერ შორდება ემპოლის, მიუხედავად იმისა რომ მისით პრემიერ ლიგის, ბუნდეს ლიგის წამყვანი და საშუალოზე მაღალი დონის გუნდები ინტერესდებიან. თან რა სტატისტიკა აქვს. გადასარევი პირდაპირ. 147 თამაში სერია ა-სა და სერია ბ-ში - 17 გატანილი გოლი.
nnnn
piriqit ar unda wavides. exla unda gaagrdzelos tabilurad kargi tamashi da aqvs shansi dziritadshi moxvdes. mitumetes empolis forvardebs karieris dasasruli aqvt. meore wreshi vnaxavt yvelapers. axla wasvla da gariskva ar girs.. warmatebebi
nika
უნდა შევაქოთ, კარგია 2 თამაშში 3 გოლი, მაგრამ ზედმეტია ამხელა აჟიოტაჟიც,სტაბილურ დონეზე 10-12 თამაში მაინც უნდა ჩაატაროს და მერე უნდა შეაფასოთ მისი თამაში და არა 2 თამაშიდან გამომდინარე
musenbezi
თუ აქვს შანსი სადმე ნორმალურ კლუბში გადასვლის და მეტი სათამაშო დროის მიღების არც უნდა დაფიქრდეს... ისე მჭედლიძეები ემპოლიდან თუ იყვნენ ნამდვილად არ მეგონა...
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია