დღის მიღწევები და სტატისტიკა
"მილუოკი ბაქსთან" მატჩში "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიერაში 27442 ქულამდე ავიდა. ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ლეგენდარულ მოუზეს მელოუნს და გადავიდა მერვე ადგილზე ლიგის ყველა დროის სნაიპერთა შორის. ჯეიმსის შემდეგი სამიზნე შაკილ ონილია, რომელსაც კარიერაში 28596 ქულა აქვს ჩაგდებული.

"მილუოკისთან" მოგება "კავალერებს" ძალიან გაუჭირდათ, ბოლო წამებზე გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ვიხილეთ საოცარი სამქულიანებიც, თუმცა ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ოვერტაიმში კი ლებრონმა თავისი გაიტანა...

ამ მატჩში "მეფემ" 34 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. ეს მის კარიერაში მეექვსე შეხვედრაა +30 ქულით, +10 მოხსნითა და +5 ქულით. საინტერესოა, რომ ექვსიდან 3 ასეთი მატჩი ჯეიმსს "მილუოკისთან" აქვს ჩატარებული.

სპურსმა თავისი განაგრძო და ჰიუსტონისა დაასრულა

"ჰიუსტონ როკეტსს" ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა სერია 11-მდე ვერ გაზარდა. მიზეზი გასაგებია - მისი მეტოქე "სან ანტონიო სპურსი" იყო. ჰიუსტონელები მეოთხე პერიოდში 13 ქულითაც იყვნენ წინ, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ხომ იციან როგორ უნდა ასეთი და კიდევ უფრო რთული მატჩების მოგება...

საფინალო სირენამდე 12.9 წამით ადრე პატი მილსმა სამქულიანით "სპურსს" 102:100 გაამარჯვებინა.

ასე რომ, "სან ანტონიომ" სტუმრად მოგებათა სერია 15-მდე გაზარდა. ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ 1971-72 წლების სეზონში ჰქონდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს".

კაზინსის 55

"საკრამენტო კინგსის" ფორვარდმა დემარკუს კაზინსმა კარიერის რეკორდი გაიმეორა. მან 55 ქულის ჩაგდება მოასწრო, ვიდრე ბოლო წამებზე მოედნიდან გააძევებდნენ.

მისი შრომა წყალში არ ჩაყრილა - "კინგსმა" "პორტლენდი" 126:121 დაამარცხა.

ორი ოვერტაიმი დერბიში

ფლორიდულ დერბიში გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა. "ორლანდომ" 136:130 დაამარცხა "მაიამი". "მეჯიქის" მოგება დიდწილად ევროპელების დამსახურებაა: ამ შემოდგომით თბილისში ნამყოფმა მონტენეგროელმა ნიკოლა ვუჩევიჩმა და ფრანგმა ევან ფურნიემ 26-26 ქულა ჩააგდეს და მაიამელი ჰასან უაითსაიდის 31-ქულიანი თამაში გადაფარეს.

გოლდენ სტეიტი-იუტა 104:74

19:15, 36:18, 27:21, 22:20

გ: კარი (25), დურანტი (22), ტომპსონი (17), გრინი (15 + 11 მოხსნა + 5 ჩაჭრა), ფაჩულია (15 წუთი, 2 ქულა (2/2 საჯარიმო, 1/0 ორქულიანი), 3 მოხსნა, 1 პასი), მაკგი (8 + 7 მოხსნა)

ი: გობერი (11 + 16 მოხსნა), ჯონსონი (14), ინგლსი (11), ლაილსი (11)

კლიპერსი-დენვერი 119:102

36:26, 32:27, 27:19, 24:30

კ: რედიკი (27), პოლი (16 + 8 მოხსნა + 15 პასი), მბა ა მუტე (14), ჯორდანი (13 + 13 მოხსნა), რივერსი (9 + 6 პასი)

დ: გალინარი (17), ჩენდლერი (13), ბარტონი (22), ფარიდი (15 + 11 მოხსნა), ნელსონი (9 + 6 პასი)

საკრამენტო-პორტლენდი 126:121

27:35, 33:37, 33:27, 33:22

ს: კაზინსი (55 + 13 მოხსნა), კოლისონი (10), ლოუსონი (16 + 8 პასი), აფლალო (11), ტოლივერი (11)

პ: მაკოლუმი (36), პლამლი (27 + 13 მოხსნა), ლილარდი (24 + 15 პასი), ჰარკლესი (11 + 10 მოხსნა)

ფილადელფია-ნიუ ორლეანი 93:108

23:15, 21:42, 25:27, 24:24

ფ: ჰენდერსონი (13), კოვინგტონი (11 + 8 მოხსნა), ოკაფპრი (11 + 7 მოხსნა), ემბიიდი (11), ილიასოვა (14)

ნ: დევისი (31 + 16 მოხსნა), ჰოლიდეი (12 + 9 პასი), ჯონსი (17 + 10 მოხსნა), მური (15), ფრეიზერი (10 + 6 პასი)

შარლოტი-ლეიკერსი 117:113

35:41, 24:32, 35:23, 23:17

შ: უოკერი (28 + 8 მოხსნა + 10 პასი), ბატუმი (23 + 10 მოხსნა), უილიამსი (15), ზელერი (11), კიდ-გილკრისტი (6 + 11 მოხსნა), ბელინელი (13), კამინსკი (11)

ლ: იანგი (24), რასელი (15), დენგი (11 + 7 მოხსნა), რენდლი (8 + 5 დაფარება), კლარკსონი (25), უილიამსი (16 + 8 მოხსნა),

ტორონტო-ბრუკლინი 116:104

29:23, 35:23, 27:26, 25:32

ტ: ლაური (23 + 8 მოხსნა), კეროლი (17), დეროზანი (15), ვალანჩუნასი (10 + 14 მოხსნა), პაუელი (21 + 5 ჩაჭრა), ჟოზეფი (11 + 7 მოხსნა), ნოგეირა (6 + 4 დაფარება)

ბ: ლინი (12), ბუკერი (11), ჰოლის-ჯეფერსონი (19), დინუიდი (14), ბენეტი (8 + 10 მოხსნა), ჰემილტონი (5 + 11 მოხსნა)

ნიუ იორკი-ინდიანა 118:111

20:24, 34:35, 30:28, 34:24

ნ: ენტონი (35), როუზი (24 + 6 მოხსნა), პორზინგისი (21 + 8 მოხსნა), ნოა (11 + 11 მოხსნა), ჯენინგსი (5 + 6 მოხსნა)

ი: ტერნერი (21 + 9 მოხსნა + 4 დაფარება), ტიგი (17 + 7 მოხსნა + 12 პასი), ჯორჯი (16), იანგი (21 + 7 მოხსნა), ჯეფერსონი (18), მაილზი (11 + 7 მოხსნა)

მაიამი-ორლანდო 130:136 ო.ტ.

28:27, 36:30, 25:28, 20:24, 21:27

მ: უაითსაიდი (32 + 15 მოხსნა + 5 დაფარება), დრაგიჩი (19), უინსლოუ (13), რიჩარდსონი (9 + 6 პასი), ჯონსონი (32), ჯ. ჯონსონი (12 + 8 მოხსნა + 6 პასი)

ო: ფურნიე (26), იბაკა (20 + 9 მოხსნა), გორდონი (12), ოგასტინი (7 + 6 მოხსნა), ბიომბო (6 + 9 მოხსნა), ვუჩევიჩი (26 + 12 მოხსნა), პეიტონი (22 + 6 პასი), გრინი (14)

მილუოკი-კლივლენდი 108:114 ო.ტ.

27:35, 26:22, 25:27, 22:16, 8:14

მ: პარკერი (30 + 9 მოხსნა), ადეტოკუმბო (25 + 13 მოხსნა), ჰენსონი (14 + 8 მოხსნა)

კ: ჯეიმსი (34 + 12 მოხსნა + 7 პასი), ირვინგი (28), ტომპსონი (10 + 12 მოხსნა), ფრაი (15)

მემფისი-ბოსტონი 109:112 ო.ტ.

22:15, 23:16, 26:31, 26:35, 12:15

მ: გასოლი (24 + 7 მოხსნა + 6 პასი), კონლი (19 + 8 პასი), ალენი (10 + 8 მოხსნა), გრინი (7 + 12 მოხსნა), დენიელსი (24)

ბ: ტომასი (44 + 6 პასი), ჰორფორდი (17 + 14 მოხსნა), ბრედლი (16), კრაუდერი (13 + 7 მოხსნა)

ჰიუსტონი-სან ანტონიო 100:102

24:26, 21:26, 33:19, 22:31

ჰ: ჰარდენი (31 + 10 მოხსნა + 7 პასი), არიზა (16), ნენე (10 + 7 მოხსნა), გორდონი (13), დეკერი (10 + 7 მოხსნა)

ს: ლეონარდი (21 + 5 ჩაჭრა), ოლდრიჯი (17 + 10 მოხსნა), გრინი (12), გასოლი (10 + 10 მოხსნა), მილსი (13), ჯინობილი (12)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro
კაი რა ტო არ გრცხვენიათ ? დაუკვირდით რას წერთ მის კარიერაშიო :D დაფიქრდით აბა :D
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა