გაბრიელ ჟესუსს ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს გოლების გატანას ინგლისშიც
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი ამბობს, რომ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა ხოსეპ გვარდიოლას ფაქტორმა გადააწყვეტინა.

19 წლის ტალანტი "ქალაქელებმა" ზაფხულში 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს "პალმეირასისგან" და წლის ბოლომდე იგი ამავე კლუბში დატოვეს იჯარის წესით. ჟესუსი "პალესტრა იტალიის" ბინადრებს გაჩემპიონებაში დაეხმარა.

მან 38 მატჩიდან 27-ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, ითამაშა ნაკრებში და 6 შეხვედრაში 5 ბურთიც დააგროვა. "ეტიჰადზე" მის გამოჩენას ყველა დიდი ინტერესით ელოდება და თანაც, "სიტის" ახლა შეტევაში დახმარება მართლაც არ აწყენდა.

"ჩემი შეძენა ბევრ კლუბს სურდა და ისინი უფრო დიდ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ კონკრეტულად გუნდებს არ დავასახელებ. "სიტიში" გადასვლის გადაწვეტილება მე მივიღე, ჩემს ოჯახთან და აგენტთან ერთად. ეს არ გახლდათ ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება, მაგრამ მე ძალიან ვაფასებ "მანჩესტერ სიტის" პროექტს და მომწონს ის.

ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ვერ უარვყოფ იმასაც, რომ გვარდიოლასთან მუშაობის შანსმა და ალბათობამ ხელი შემიწყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იგი დიდებული მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ვერ აგიღწერთ, რა ამაყი ვარ, როდესაც იგი თავის კომენტარებში მაქებს ხოლმე.

მიხარია, რომ მას ჩემი თამაშის სტილი მოსწონს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა მინდორზე დავამტკიცო, რომ ჩემს თაობაზე მისი აზრი სწორია და შემადგენლობაში საკუთარი ადგილისთვის ვიბრძოლებ" - აღნიშნა ჟესუსმა, რომლის სახითაც პეპს კიდევ ერთი ნორჩი და უაღრესად ნიჭიერი მოთამაშე შეემატება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს
გაბრიელ ჟესუსი კვლავ ტრავმირებულია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სუპერმატჩი პრემიერლიგაში - "არსენალმა" "იუნაიტედი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
სერია A-ში ორიჯისთან ერთად - publicnewstime-ის თქმით, ხვიჩას თამაშს ყველა უნდა დააკვირდეს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
"მოთამაშის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია" - რატომ ელევა "სიტი" ვარსკვლავებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია