ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" საკონტროლო მატჩში ესპანური კლუბი "ალაურინ დე ლა ტორე" 5:0 გაანადგურა

მარბელას შეკრებაზე მყომა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" თავის ბოლო მატჩში ესპანური კლუბი "ალაურინ დე ლა ტორე" გაანადგურა.

ვოლგისპირელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. "ვოლგას" ქართველი ლეგიონერებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: გრიგალავამ (პირველი ტაიმი), გოგუამ (პირველი ტაიმი), მარცვალაძემ, რომელიც მეორე ტაიმში ვაწაძემ შეცვალა და ხოჯავამ, რომელიც მოედანზე ასევე მეორე ტაიმში გამოვიდა.

"ვოლგას" პირველი გოლი გოგუა მარცვალაძის კომბინაციას მოჰყვა. გოგუამ აუტიდან ბურთი მარცვალაძეს გადააწოდა, ოთარმა კი მოკლე პასით ხაზოვს გაატანინა. მარცვალაძემ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მეტოქის საჯარიმოში მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა, ბურთი რუმინელ ნახეავრმცველ პლეშანს დაუბრუნა და მასაც ცარიელ კარში ბურთის შეგორება არ გასჭირვებია.

პირველი ტაიმის ბოლოს ომარ თეთრაძის შეგირდებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელშიც გოგუამ და მარცვალაძემაც მიიღეს მონაწილეობა. კომბინაცია მესამე გოლით დასრულდა.

შესვენების შემდეგ "ვოლგას" ფეხბურთელებმა საქმე მეტოქის სრულ განადგურებამდე მიიყვანეს. 76-ე წუთზე პარტნიორებმა ვაწაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს და მანაც ანგარიში 4:0 გახადა.

შეხვედრის მიწურულს "ვოლგამ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ხვალ "ვოლგა" ესპანეთს დატოვებს და სამშობლოში გაემგზავრება. 6-დან 12 მარტამდე გუნდი ბოლო წინასასეზონო შეკრებას გამართავს კისლოვოდსკში, სადაც ერთერთ რუსულ კლუბთან კიდევ ერთი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის პირველ დღეს ვოლგელებმა 2011 წელს თავიანთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმეს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა