Sportall.ge-ს მკითხველებმა ქართული სპორტის 2016 წლის მთავარი მოვლენა დაასახელეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა ქართული სპორტის 2016 წლის მთავარი მოვლენა დაასახელეს.

მკითხველებს გამოკითხვაში მონაწილეობა 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ. გამოკითხვაში მონაწილეობა 2639-მა ადამიანმა მიიღო.

2016 წლის მთავარ მოვლენად ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ოქროს მოპოვება დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ასევე, რამდენიმე რეკორდის მფლობელიც გახდა.

მეორე ადგილზე ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი გავიდა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მესამე პოზიციას წყნარი ოკეანის ტურნე იკავებს, სადაც "ბორჯღალოსნებმა" ტურნე წაუგებლად ჩაატარეს.

მეოთხე ადგილზე კი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია "დალასიდან" ვარსკვლავებით გამოტენილ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. ისტორიაში პირველად, ქართველ კალათბურთელს აქვს შანსი, NBA-ს ჩემპიონი გახდეს.

მეხუთე პოზიცია კი რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთმა ოქროსმედალოსანმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაიკავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ წინა ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლი რიოზე ოქროდ აქცია.

გვინდა ცალკე აღვნიშნოთ რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის ოქროს მედალი. ამ გამარჯვებით გოგოჭურმა უპრეცედენტო შედეგს მიაღწია. პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.

- რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

საბოლოოდ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ოქრო (ძალოსნობა) - 1067 (40.4%)

2. ესპანეთი-საქართველო 0:1 (ფეხბურთი) - 488 (18.5%)

3. წყნარი ოკეანის ტურნე (რაგბი) - 305 (11.6%)

4. ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" (კალათბურთი) - 277 (10.5%)

5. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოლიმპიური ოქრო (თავისუფალი ჭიდაობა) - 163 (6.2%)

6. ჩემპიონი "სამტრედია" (ფეხბურთი) - 111 (4.2%)

7. მონტენეგრო-საქართველო 84:90 (კალათბურთი) - 100 (3.8%)

8. თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი (ფეხბურთი) - 59 (2.2%)

9. უელსი-საქართველო 1:1 (ფეხბურთი) - 45 (1.7%)

10. ნიკოლოზ ბასილაშვილი - გამარჯვება მეათე ჩოგანთან (ჩოგბურთი) - 24 (0.9%)

- 2016 წლის 10 გამორჩეული მოვლენა ქართულ სპორტში Sportall.ge-ს ვერსიით

dato
გოგოჭური მართლა გამოგვრჩა, უდავოდ დასაფასებელი და აღსანიშნავი მიღწევა იყო!
oto777
40 პროცენტი მიიღო ლაშამ და ღირსეულად არის პირველზე. დასანანია მხოლოდ 40 პროცენტი,რომ აზროვნებს სწორად.
gugo
რეზო-ს. აბსოლიტურად გეთანხმები. ოქრის ღმერთმა ხელი მოუმართოს და ბევრი გოლები გაატანინოს, ამ გოლზე ლამაზიც, მაგრამ კითხვის ჩამონათვალში არ უნდა გადიოდეს. აბსოლიტურად უადგილოა და შეუსაბამო მტავარ კითხვასთან. მართალი ხარ.
zaza
ტალახაძის პირველი ადგილი ამ გამოკითხვაში გასაგებია,მოულოდნელი იყო ლაშას ოლიმპიური ჩემპიონობა მაგრამ,,,,საქართველო-ესპანეთის ამხანაგური თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო ან თუნდაც ფაჩულიას ტრანსფერი ვიდრე ხინჩეგაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა?!ოეეეე იასონ ოლიმპიური ოქროს მედალოსანი... ოლიმპური ჩემპიონი იცით რას ნიშნავს???????????
რეზო
ოქრიაშვილის სუპერგოლი რა კრიტერიუმით დევს მიღწევებში???? :))) შავდათუაშვილის ილეთი, ლობჟანიძის გარღვევა, ფაჩულიას პასი, ან სანიკიძის ჩატენვაც ხო არ ჩაგვედო? :))))
gizog
ლაშას წარმატება ოლიპიადაზე, მართლაც მთავარი მოვლენა იყო და თანაც მოულოდნელი. ამ მოვლენას მთავარს იმიტომ დავარქმევ, რომ ეს იყო არა 2016 წლის მხოლოდ არამედ ის განგრძობითია და იმედი მაქვს ეს ახალგაზრდა კაცი სულ ცოტა 10-12 წელი მაინც იმეფებს მსოფლიო ძალოსნობაზე. ამის იმედს მაძლევს მისი ახალგაზდული ასაკი და გაწონასწორებული ამავე დროს ინტელექტუალური საუბრები მედიასთან. უფალმა დაგლოცოს ლაშა და სპორტული კარიერაც და ცხოვრებაც ჯანმრთველად გაგატარებინოს. გაიხარე და გაახარე საქართველო!
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..