23 წლის შემტევ ნახევარმცველს უკრაინელ "მეთოფეებთან" თამაში ნაკრებში დაბრუნების იმედს აძლევს
თებერვლის ბოლოს სანდრო კობახიძე კიევის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა იური ბოკალოვმა უკრაინელ "მეთოფეებში" ქართველი შემტევი ნახევარმცველის ჩარიცხვა ლამის ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა. 23 წლის კობახიძე, რომლის ტრანსფერიც დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის, "არსენალში" ექვსი თვე იჯარით ითამაშებს.

სანდროს ჩარიცხვამდე, ბოკალოვმა უკრაინულ "სპორტ-ექპრესთან" ასე დაახასიათა:"კობახიძემ შეკრებაზე თავი არც ისე ურიგოდ წარმოაჩინა. მის სამომავლო ბედს კლუბის პრეზიდენტთან ერთად განვიხილავთ. პირადად მე მსურს, რომ სანდრო "არსენალში" დარჩეს და ვფიქრობ, ასეც მოხდება."

როდესაც საბოლოოდ გადაწყდა, გასასინჯი ფეხბურთელებიდან ვის დაიტოვებდა, ბოკალოვმა ახალწვეულებით კმაყოფილება არ დამალა და, ცხადია, მათ შორის, კობახიძეც იგულისხმა:

"ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა ახალწვეული გუნდს კარგად შეეწყო. ბიჭებმა კარგად გაიგეს რას ვითხოვ და გუნდს კარგად შეეწყვნენ. არადა, ყველა სხვადასხვა კლუბიდან დავიმატეთ და განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. დარწმუნებული ვარ, ისინი "არსენალს" ძალიან წაადგებიან."

სანდრომ "მეთოფეებთან" რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ყველგან აქტიური და სასარგებლო თამაშით გამოირჩეოდა. რაც მთავარია, "არსენალი" სოლიდური გუნდია, რაც სანდროს ნაკრებში დაბრუნების იმედს უძლიერებს.

- მხოლოდ იჯარაზეა ლაპარაკი, თუ "არსენალს" შენი საბოლოო გამოსყიდვა სურს?

- ჯერჯერობით შეთანხმება იჯარაზეა, მერე კი ვითარების შესაბამისად მოიქცევიან. თუმცა მწვრთნელი დაიტერესებულია, იჯარის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ "არსენალის" საკუთრება გავხდე.

- რადგან აგიყვანა, გენდობა და თამაშის იმედიც გექნება.

- რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ, მაგრამ ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მომცემს, რადგან "არსენალში" საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ყოველ ტურში მომიწევს იმის დამტკიცება, რომ თამაშს ვიმსახურებ.

თუმცა ორი დღის წინანდელმა ლაპარაკმა ძალიან დამაიმედა. საქმე ისაა, რომ იური ბოკალოვმა დამიბარა და მითხრა, მომწონს შენი თამაში და ყველა შეხვედრისთვის განსაკუთრებული მონდომებით მოემზადე, თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მოგცემო. ნდობას შეკრებაზეც ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს მწვრთნელი პირადად გეუბნება, დიდი სტიმულია.

- ზავაროვის მწვრთნელობის დროიდან მოყოლებული, "არსენალი" უკრაინელებისთვის არატიპურ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა. გუნდს სტილი დღემდე არ შეუცვლია?

- დიახ, ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს ძალიან მახარებს. გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და მართალია, პირველი წრის შემდეგ გუნდი მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ევროთასებზე გასვლის საკმაოდ დიდი შანსი გაგვაჩნია.

- "არსენალის" სტილზე შეგნებულად გკითხე, ვფიქრობ, შენნაირი ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- სხვათა შორის, ბოლო წლებში უკრაინაში ლობანოვსკის სტილში, ფაქტობრივად, აღარავინ თამაშობს. გუნდების უმრავლესობა ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებს, რადგან ამ ქვეყნის ჩემპიონატის დონე ძალიან გაიზარდა. "არსენალი" კი, რაც მახსოვს, სულ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა.

იგივეს ცდილობდა იური მაქსიმოვი "კრივბასში", მაგრამ მის სათამაშო სქემაში განაპირა ნახევარმცველების ადგილი არ იყო და ამიტომაც ვერ მოძებნა შემადგენლობაში ჩემი ადგილი. ეტყობა, თვლიდა, რომ ჩემნაირი მოთამაშე "კრივბასისთვის" სასარგებლო ვერ ვიქნებოდი. თუმცა სეზონის დასაწყისში სისტემატურად მათამაშებდა.

- ეთანხმები აზრს, თითქოს ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის კრიზისმა მის მიმართ უცხოეთში აგდებული დამოკიდებულება ჩამოაყალიბა და ეს ბევრ ჩვენს მოთამაშეს თავის დამკვიდრებაში უშლის ხელს?

- შესაძლოა, ასეთი რამ მართლა ხდება, მაგრამ "არსენალში" არ აინტერესებთ, რომელი ქვეყნიდან ხარ, მთავარია გახვიდე მოედანზე და ითამაშო. ყოველ შემთხვევაში, მე ქართველობის გამო ხელი არ შემშლია.

- "არსენალში" ხომ ფლანგზე გათამაშებენ?

- დიახ, მარცხენა ფლაგზე ვთამაშობ.

- ანუ "არსენალი" შენთვის ყველანაიარდ მისაღები გუნდია?

- რაღა დაგიმალოთ და ვფიქრობ, რომ საჩემო გუნდს მივაგენი. თუმცა ნაადრევად ლაპარაკი მაინც არ მინდა, დრო ყველაფერს უკეთესად გამოაჩენს.

- გუნდს ადვილად შეეწყვე?

- უპრობლემოდ, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც, ერთმანეთს იოლად ვუგებთ.

- უკრაინული მედია წერდა, სერბულ "იაგოდინასთან" საკონტროლო მატჩში მეტოქემ ცხვირი გაუტეხაო, არადა, ერთ კვირაში ითამაშე. მოედანს ასე სწრაფად როგორ დაუბრუნდი?

- სისხლი წამომივიდა და მაგრად მეტკინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხვირი გატეხილი არ მქონდა. თან სერბებთან შეხვედრის შემდეგ შეკრება დაგვიმთავრდა, დასვენების დროს ვიმკურნალე და ერთ კვირაში ვარჯიში ამიტომაც დავიწყე.

- მოსამზადებელ ეტაპზე ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი შეხვედრა იყო?

- ბოლო შეხვედრა ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელიც რამათ-განის ცენტრალურ სტადიონზე ვითამაშეთ. ეს იყო ჩვენი ბოლო საკონტროლო შეხვედრა. 3:0 კი მოვიგეთ, მაგრამ ებრაელი ახალგაზრდები ძალიან მომეწონა, პერსპექტიული ბიჭები ჰყავთ, თამაშს საკმაოდ ბევრი ხალხიც დაესწრო და შეხვედრაც ლამაზი და დაძაბული გამოდგა.

ისრაელის პირველი ლიგის კლუბ თელ-ავივის "შემშონთან" მატჩიც დამამახსოვრდა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჩხუბის გამო ჩაიშალა. 2:1-ს ვიგებდით, მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ და ძალიან უხეშობდნენ. არადა, შეხვედრას ადგილობრივი მსაჯობდა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. პირველი ტაიმის ბოლოს მცველი ჩემ გუნდელს კიდევ ერთხელ ეუხეშა, მანაც ვერ მოითმინა, წაკინკლავდა და ეს ბოლოს დიდ გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. ამას ვინ ჩივის, ხალხი ტრიბუნებიდან ჩამოვარდა და ჩვენ მწვრთნელს შეეშინდა, უარესი არ მოხდესო და თამაში ჩაიშალა, მის გაგრძელებას აზრი არც ჰქონდა.

- "არსენალში" თებერვლის დასაწყისში დაიმატეს მეკარე ვლადისლავ ჩანგელია, რომელიც ერთი ხანობა "ამერში" ირიცხებოდა. ასეთი კარგი მეკარეა?

- დიახ, საკმაოდ ნიჭიერი მეკარეა და ვუთხარი კიდეც, საქართველოში ფეხი როგორ ვერ მოიკდე-მეთქი. ეს მართლა ძალიან მიკვირს, ალბათ, იმ დროს ხელი რაღაცამ შეუშალა, მაგრამ ფაქტია, რომ ძლიერი და პერსპექტიული მეკარეა.

- "არსენალის" დუბლების ფეხბურთელის, ირაკლი მამფორიას თამაში თუ გინახავს?

- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ "არსენალში" ყველა აქებს, ნიჭიერი ბავშვი არისო. მე მხოლოდ ერთხელ ვნახე მამფორიას თამაში და მართლა ძალიან მომეწონა, საკმაოდ ტექნიკური გამთამაშებელია. თუმცა "არსენალის" დუბლებისთვის გაიზარდა და სათამაშო პრაქტიკისთვის პირველლიგელ ახტირკის "ნეფტიანიკში" იჯარით გაუშვეს.

კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა