გრემ ჰანტერი: პერესის ბოლო გასროლა - მესი "რეალში"!
* ცნობილი ჟურნალისტი გრემ ჰანტერი ამტკიცებს, რომ "რეალი" ლიონელ მესის სუპერკონტრაქტს შესთავაზებს.

* ჩინური კლუბი მესის წელიწადში 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

* "ბარსელონას" პრეზიდენტი აცხადებს, რომ მესის მსოფლიოში საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ.

* ლიონელ მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში სრულდება.

ბოლო დროს ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე იმდენი რამ დაიწერა, რომ ერთად საგაზეთო გვერდშიც ვერ მოვუყრით თავს. ტაბლოიდები ძირითადად ფანტასტიკურ სიუჟეტებს გვთავაზობენ და ალბათ, ამ "ინფორმაციასაც" გვერდს ავუვლიდით, რადგან ის კიდევ უფრო საოცრად არარეალურად გვეჩვენება, რომ არა წყაროს ვინაობა...

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გუშინ გაავრცელეს ამბავი, რომლის თანახმადაც, ლიონელ მესი... მადრიდის "რეალში" გადავა! ინფორმაციის წყარო ჟურნალისტი გრემ ჰანტერია. ეს შოტლანდიელი კარგად უნდა იყოს ცნობილი ესპანური ფეხბურთის ფანებისთვის. მან ორი წიგნი დაწერა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებზე. ჰანტერი პირველწყაროდან იღებდა ინფორმაციებს, რადგან ის ესპანეთში დაფუძნდა. ასე რომ, მის ნათქვამს სხვა ფასი აქვს.

ჰანტერის თქმით, ფლორენტინო პერესის ოცნებაა, ლიონელ მესი "სამეფო კლუბში" გადაიყვანოს და კრიშტიანო რონალდოს შეუწყვილოს. ამ შემთხვევაში, ერთ გუნდში იქნებიან 9 "ოქროს ბურთის" მფლობელები (5 მესის, 4 რონალდოს). საამისოდ, პერესი ერთ, უკანასკნელ, მაგრამ სუპერცდას განახორციელებს ამ ისტორიული ტრანსფერისთვის.

"ფლორენტინოს უკვე არაერთხელ უცდია ეს და "ბარსას" შეფების პასუხი ყოველთვის იყო "არა". ეს ისტორია თავად "ბარსელონას" ზოგიერთი შეფისგან ვიცი. მართალია, პერესი უარით გაისტუმრეს, მაგრამ მას არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა და არც დანებება სჩვევია", - წერს ჰანტერი.

მართლაც, პერესმა უკვე ბევრი საოცარი ტრანსფერი განახორციელა, მან შეუწყო ხელი შოკისმომგვრელ ტრანსფერს, რომელმაც ლუიშ ფიგუ "ბარსადან" "რეალში" მოახვედრა. შემდეგ იყო პერესის დიდებული ტრანსფერები.

"ფლორენტინოს ნეიმარის გადაყვანაც ძალიან სურდა და მხოლოდ მაშინ დანებდა, როცა დაარწმუნეს, რომ ამ შემთხვევაში "რეალი" ყველა იმ დარღვევის "სამართალმემკვიდრე" გახდებოდა, რაც ნეიმარის წინა ტრანსფერისას მოხდა და ჯარიმების გადახდაც ბლომად მოუწევდა. ეს "რეალის" ბოლო შანსია. თუკი "ბარსელონასა" და მესის შორის მოლაპარაკების პროცესი ახალ კონტრაქტზე გაიწელება, "რეალს" მართლაც მიეცემა კარგი შანსი", - ამბობს ჰანტერი.

ორი დღის წინათ ამდენი სპეკულაციით გაბრაზებულმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ ("ბარსელონას" პრეზიდენტმა) განაცხადა, რომ ლიონელ მესი აუცილებლად დარჩება "ბარსელონაში" და ის აუცილებლად მიიღებს ისეთ კონტრაქტს, როგორიც მას შეეფერება, ანუ მსოფლიოში საუკეთესო პირობებით.

ამ შემთხვევაში კი სპეკულაცია, რომელიც ჰანტერმა მსოფლიოს მოსდო, "რეალსაც" აწყობს და მესისაც (უფრო მის წარმომადგენელს - მამას). თუ პერესი საწადელს ვერ მიაღწევს და ჩვენი აზრით, ვერც მიაღწევს, რადგან მესი მადრიდული გუნდის ფორმით წარმოუდგენელი რამ გვგონია, იმას მაინც შეძლებს, რომ "ბარსას" მესის გვარიანად ძვირ სიამოვნებად დაუსვამს.

სავარაუდოდ, "ლა პულგა" ზაფხულში (მისი კონტრაქტი 2018 წელს სრულდება) "ბარსელონასთან" ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მხოლოდ ამის მერე წავა მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისში" კარიერის დასასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ მესის სამეგობროდან გამოსული ინფორმაციით, ლეო "ბარსელონადან" წავა, თუ მის პირობებს ბოლომდე არ დააკმაყოფილებენ. არგენტინელ სუპერვარსკვლავს უთქვამს, რომ სულაც ჩინეთში გადავიდოდა, სადაც "ჰებეი ჩაინა ფორჩუნი" მას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 100 მილიონი ევროს ხელფასით.

მოკლედ, სანამ მესი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს კატალონიელებთან, მედიაში ხშირად შევხვდებით ამგვარ სპეკულაციებს. სხვა გზა არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg 23 დეკემბერი 2016 21:28 ერთი ის გამაგებინა რა ისეთ ცუდ პირობებშია რო კიდე სხვა პირობებს აყენებს.რა აკლია ისეთი რაც ამ ქვეყნად არსებობს კაი და მას არა აქვს..
რა და, მე პირადად ვფიქრობ(და ალბათ ლეოც)რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფესბურთელია. საუკეთესოს კი ხელფასიც საუკეთესო უნდა ქონდეს. სიტყვაზე რონალდუს წელს როგორც წავიკითზე 80 მილიონი მიუღია. სხვა საკითხია ვინ რამდენი გადამალა. მესიმ მამამისის უთაობით 2 თუ 4 მილიონის დაფარვისთვის 20 მილიონზე მეტი დაუჯდა, ციხიდან თავის დახსნა. ამბობენ რონალდუმ საერთოდ 150-ის 43%-იო დაახლოებით 65. მაგრამ როგორც ხედავთ რაღაც საეჭვოდ მიჩუმათდა ეს საქმე, პერესი ამ საქმის სპეციალისტია, აი ლეოს კი სულ არ დახმარებიან, მთელი ორი წელი სასამართლოებში დადის და ასეთი სტრესით კიდევ ახერხებს რაღაცის ჩვენებას. პერესი შეპირებია ლეოს რო გადასახადებზე ლაპარაკი აღარ იქნება-ო, და ხელფასიც მოგემატება-ო.... შენ რას იზავდი? დავუშვათ არ წახვალ ფიგუს გზით, მაშინ მეორე ვარიანტია ჩინეთი, სადაც 500 მილიონს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ჩაიდებს ჯიბეში და არაფერი საგადასახადოსთან არ ექნება გასარკვევი. ბარსა არ მოიქცა ვაჟკაცურად როგორც პერესი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ორი წელი ვარჯიშის მაგივრად სასამართლოებში დარბის.
gio
მათალიხარ გაგა არც წავა და არც დაუშვებენ ერთ გუნდში ორი ლეგენდა იყოს დანარჩენმა გუნდებმა იფხანონ ვიგა მოუგებს რეალს
gg
ერთი ის გამაგებინა რა ისეთ ცუდ პირობებშია რო კიდე სხვა პირობებს აყენებს.რა აკლია ისეთი რაც ამ ქვეყნად არსებობს კაი და მას არა აქვს...
levani
რეალი არა ჭიათურის მაღაროელი კიდე :)))
qomagi
რაო, მესი რეალშიო?! ეგ ზღაპრები მაგ შოტლანდიელმა ბებიამისს მოუყვეს
gaga
ტყუილია მესი არასოდეს რეალში არ წავა
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს