ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, გიორგი ადამია და მისი გუნდი "ყარაბახი" ჩრდილოელებს საპასუხო შეხვედრაში დღეს უმასპინძლებენ...

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, გიორგი ადამია და მისი გუნდი "ყარაბახი" ჩრდილოელებს საპასუხო შეხვედრაში დღეს უმასპინძლებენ. ამ მატჩის წინ აზერბაიჯანული პრესა ქართველი თავდამსხმელის აზრით დაინტერესდა. ვებგვერდ ეხტრატიმე.აზ-თან საუბარში გიორგი ადამიას "პორტდაუნთან" განვლილ და დღეს გასამართ მატჩზე დაეკითხნენ.

"პორტდაუნი" ზუსტად ისეთივე გუნდია, როგორსაც ველოდით. ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, დაცვაში ყურადღებით თამაშობს და კონტრიერიშებზეა ორიენტირებული. სტუმრად 2:1 მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი ფორა გვაქვს. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ფრესა და ძალების დაზოგვაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ "პორტდაუნი" კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ.

გასვლით შეხვედრაში ძალიან მინდოდა ბურთის გამეტანა. მინდოდა ეს გოლი თანაგუნდელისა და მეგობრის, რაშიდ სადიგოვის ახლშეძენილ შვილისთვის მიმეძღვნა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არადა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვარ მომზადებული, მაგრამ რაღაც არ გამომდის, გოლი მაინც ვერ გავიტანე. ყველანაირად შევეცდები "პორტდაუნთან" ეს ბაქოში მაინც მოვახერხო", -აღნიშნა "ყარაბახის" ფორვარდმა გიორგი ადამიამ.

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე