ფეტელი - ყველაზე ცუდი
ამერიკული კომპანია Liberty Media, რომელიც 2017 წლის გაზაფხულიდან ფორმულა 1-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება, გრანპრის ფორმატის შეცვლას აპირებს.

როგორც იტყობინებიან, "სამეფო რბოლების" ახალი მფლობელები გუნდებს სარბოლო უქმეების ახალ სქემას შესთავაზებენ. ვარაუდობენ, რომ პარასკევობით არანაირი სარბოლო ღონისძიება არ იქნება, შაბათს კი დაემატება სპრინტერული რბოლა.

ადრე, ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი ცდილობდა უქმეების ფორმატის ცვლილებას, მაგრამ გუნდები არ დაინტერესდნენ ამით.

სხვათა შორის, ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებაც არსებობს. კერძოდ, "მერსედესის" პილოტს ლუის ჰემილტონს მიაჩნია, რომ ფორმულა 1-მა მაგალითი უნდა აიღოს ამერიკული სპორტული ღონისძიებებისგან, რათა რბოლები უფრო პოპულარული გახადოს აუდიტორიისთვის.

"ის, რასაც დღეს ფორმულა 1 წარმოადგენს, არასაკმარისად კარგია. სუპერბოული და სხვა ამერიკული სპორტული ღონისძიებები - ეს გაცილებით უკეთესი შოუა. ვფიქრობ, უნდა გადმოვიღოთ მათი გამოცდილება და ამ შემთხვევაში, რბოლები უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება გულშემატკივრებისთვის", - განაცხადა ჰემილტონმა.

ამასთან, ლუისი გაკვირვებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რამდენად დაბალია ფორმულა 1-ის პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ამერიკაში საკმაოდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხვდები, რომლებმაც არაფერი იციან ფორმულა 1-ზე. არ მესმის, ისინი ფეხსაცმლის ყუთებში ცხოვრობენ? ნუთუ აქამდე არაფერი გაუგიათ ამ რბოლებზე", - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.

ფეტელი - ყველაზე ცუდი

"ფერარის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი 2016 წლის სეზონის მთავარ იმედგაცრუებად გამოცხადდა - ასეთია ტელეკომპანია BBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ხმა მისცა გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა. უარესებს შორის მეორე ადგილი დაიკავა რუსმა დანიილ კვიატმა, რომელმაც სეზონი "რედ ბულში" დაიწყო, მაგრამ შემდეგ "ტორო როსოში" დააქვეითეს. სამეულში მოხვდა ესტებან გუტიერესი "ჰაასიდან". მან მთელი სეზონის განმავლობაში ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.

საუკეთესო პილოტის გამოკითხვაში გაიმარჯვა ლუის ჰემილტონმა "მერსედესიდან". ბრიტანელმა, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ერთი პროცენტით აჯობა (38 37-ის წინააღმდეგ) მაქს ფერსტაპენს. სწორედ ამ ჰოლანდიელმა შეცვალა "რედ ბულში" რუსი კვიატი.

ჰემილტონის თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, რომელიც კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მხოლოდ 14 პროცენტი მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ BBC-ის გამოკითხვაში, ძირითადად, ბრიტანელი პილოტები იღებდნენ მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]