ჩეხი ჩოგბურთელი დაჭრის შემდეგ პირველად გამოჩნდა
ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა პირველად გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე იმ თავდასხმის შესახებ, რომელიც მის სახლში მოხდა და ხელის არეში დაჭრით დასრულდა.

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ შეძლებს კორტზე დაბრუნებას.

"გუშინ დილით, ექიმთან მიღებაზე მარცხენა ხელის თითები გავამოძრავე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საჩუქარია შობაზე, რაც კი შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის მესურვა.

ახლა, მხოლოდ ლოდინი დამრჩენია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაიკავებს აღდგენა: სამ თვეს, ნახევარ წელიწადს თუ ერთ წელს. მე მართლა მინდა კორტზე დაბრუნება და ყველა ღონეს ვიხმარ ამისთვის", - განაცხადა კვიტოვამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ პეტრას 20 დეკემბერს, მისსავე სახლში მძარცველი დაესხა თავს და დანით მარცხენა ხელის არეში ჭრილობა მიაყენა. ჩოგბურთელს 4-საათიანი ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც ექიმებმა განაცხადეს, რომ აღდგენითი პროცესი დაახლოებით ნახევარი წელიწადი გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა