შევაჯამოთ ლა ლიგის პირველი ნახევარი
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 6 იანვრამდე ისვენებს. თვალი გადავავლოთ ტურნირის შემოდგომის მონაკვეთს, რომელმაც "რეალის" დომინაციით ჩაიარა, თუმცა მთავარი საკითხი ჯერ ღიაა...

"რეალი" შარშანდელზე უკეთესია

"რეალის" გარდასახვა მართლაც საოცარია - ზინედინ ზიდანმა გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი შეცვალა. გუნდს აშკარად შეეცვალა ხასიათი, "რეალი" ხშირად იგებს ბოლო წუთებზე არც ისე კარგი თამაშით. ბოლო მაგალითი "დეპორტივოსთან" საშინაო მატჩია, 83-ე წუთზე სტუმრები 2:1-ს იგებდნენ.

არც ბეილი და არც რონალდო არ არიან აუცილებელი ატრიბუტი, რომ "რეალმა" გაიმარჯვოს. გადამწყვეტ მომენტში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მორიგეობით შეუძლიათ მორატას, ასენსიოს და სხვებსაც.

აქ არ ვგულისხმობთ სერხიო რამოსს, რომელიც ყოველთვის მზად არის საამისოდ. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ "რეალის" თითოეული ფეხბურთელისგან მოდის საფრთხე.

შეიცვალა გუნდის ფსიქოლოგიაც - ზიდანმა შეძლო ერთ მუშტად შეეკრა ის ფეხბურთელები, რომელთა მოთვიენერებაც არასოდეს ყოფილა იოლი. როტაციის წილი გაიზარდა, გუნდის თითოეული წევრი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად აღიქვამს. მწვრთნელის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე (რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი სულაც არ არის) ფლორენტინო პერესისთვისაც. ზიდანს შეუძლია, შეცვალოს რონალდო ისე, რომ ეს უკანასკნელი არ განაწყენდეს; ზიდანს შეუძლია მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს კაზემირო...

იცვლება "რეალის" თამაშიც, გუნდი მუდამ ცვლილებებშია. შემოდგომის დასაწყისში ძნელი წარმოსადგენი იყო გუნდის შუახაზი კაზემიროს გარეშე, ამას მუდამ ჩავარდნა მოჰყვებოდა ხოლმე. ბოლოსკენ კი ბრაზილიელი ყოველთვის საჭირო აღარ იყო. კოვაჩიჩის თამაშმა გააჩინა ის ბალანსი, რომელიც "რეალს" აძლევს საშუალებას, ერთბაშად სამი კრეატიული ნახევარმცველი ათამაშოს. თუმცა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეიძლება შეიცვალოს და სეზონის მეორე ნახევარში სულ სხვა "რეალი" ვიხილოთ.

შეიცვალნენ "რეალის" კონკურენტებიც - 16 ტურში "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" იმაზე ნაკლები ქულები დააგროვეს, ვიდრე მათ ეს ბოლო 4 სეზონში გააკეთეს. ეს კი "რეალის" ლიდერობას განსაზღვრავს. "ბარსა" და "ატლეტიკო" "თავიანთ" სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, "სამეფო კლუბის" ლიდერობისგან არაფერი დარჩებოდა.

მაგრამ არის ერთი საშიშროება - ზიდანი მაინც კარლო ანჩელოტის მოწაფედ ითვლება, იტალიელის გუნდებს კი ახასიათებს სეზონის არათანაბრად გავლა. თუმცა ფრანგის როტაცია შესაძლოა, სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველი უებარი წამალი გამოდგეს და "სამეფო კლუბს" სეზონის II ნახევარში კრიზისი არ დაეწყოს.

"ბარსელონა" შარშანდელზე უარესია

ორ-ნახევარი წელიწადია, რაც ლუის ენრიკემ ვერაფრით დაისწავლა ისეთი როტაცია, რომ ამან გუნდის შედეგები არ აზარალოს. ლუის ენრიკეს გუნდმა ისევ არ იცის, როგორ აიცილოს ჩავარდნა სანაკრებო პაუზების შემდეგ. 2014/15 წლების სეზონის საგაზაფხულო აღმასვლა თვალში საცემი იყო, თუმცა მაშინ შედარებით ახალი იყო მესის, ნეიმარისა და სუარესის ინდივიდუალურობაზე აქცენტის გამახვილება.

შემოდგომით "ბარსას" დაცვასა და შეტევას შორის არ არსებობდა დამაკავშირებელი რგოლი. უფრო სწორად, არსებობდა, მაგრამ მას ანდრეს ინიესტა ერქვა, ის კი ტრავმებისადმი მიდრეკილია.

ინიესტას გარეშე შემტევი ტრიო წააგავს სარბოლო ბოლიდს მოტორის გარეშე, რომელიც ლამაზი და საშიშია, მაგრამ უსარგებლო - არ დადის. ეს კარგად ჩანს არამარტო სტატისტიკურად (ყველა მატჩში, რომელიც "ბარსამ" დათმო, ინიესტა მოედანზე არ ყოფილა), ასევე ვიზუალურად. გაიხსენეთ ბოლო მატჩი "ესპანიოლთან", რომლის მერეც ყველა მესის გენიას აქებს, მაგრამ დააკვირდით, როგორ მოქმედებდა ამ თამაშში ინიესტა!

ინიესტას გარეშე "ბარსელონას" უპირატესობა ბურთის ფლობაში სახიფათოდ არ გამოიყურება. თუმცა ამ პრობლემას მომაკვდინებელს მაინც ვერ ვუწოდებთ - ლუის ენრიკეს გუნდი ჯერაც საჩემპიონო რბოლაშია და მას აქვს სათანადო რეზერვი, რომ მაისამდე მიატანოს ამ ბრძოლაში. შარშან-შარშანწინ "ბარსელონას" 4-5 ქულით მეტი ექნებოდა.

"ატლეტიკო", დაივიწყეთ, რა იყო შარშან

მადრიდელთა პრობლემების ორგვარი ახსნა არსებობს - პრაგმატული - "ატლეტიკოს" შემადგენლობა ისეთივე კარგი არ არის, რომ წლიდან წლამდე "ბარსელონას" და "რეალის" კონკურენტი იყო და აი, გადაიწვა. მეორე ახსნა საფეხბურთო კონსპიროლოგიიდანაა - თითქოს, დიეგო სიმეონემ თავიდანვე ასე გადაწყვიტა და ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე დადო, ლა ლიგა კი მას შესწირა.

რომ გავიგოთ სიმეონეს პრობლემების არსი, ეს ორი ვერსია ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ. დავიწყოთ შემადგენლობით - ორ წელიწადზე მეტი ხნის წინათ, "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონი იმ შემადგენლობით გახდა, რომელსაც ვერ დავარქმევთ ახლანდელზე უკეთესს. იმ სეზონში მადრიდელებს 16 ტურში უკვე 43 ქულა ჰქონდათ, ეს კი 15 ქულით მეტია!

აბა, როგორ შეიძლება "ატლეტიკოს" მარცხი "ალავესთან", "ლეგანესთან" და თუნდაც, "ესპანიოლთან" ავხსნათ შემადგენლობის "სისუსტით"?

სიმეონეს კადრებში მართლაც არ უმართლებს: ნიკოლას გაიტანი სულ ტრავმირებულია, კევინ გამეირო სიღრმიდან კარგად ერთვება შეტევებში, პასს არ იშურებს, მაგრამ გრიზმანთან დუეტში საჭიროა პასის ადრესატი და არა მეპასე. აუგუსტო ფერნანდესის ტრავმამ შეასუსტა "ატლეტიკოს" შუა ხაზი.

ამასთან, ლა ლიგაში კონკურენცია გაიზარდა, "სევილიამ" კარგად მიიღო ხორხე სამპაოლის იდეები; გეგმიურად ვითარდება "ვილიარეალი". სან სებასტიანში ნიჭიერი ბასკების კარგი თაობა შეიკრიბა... ასე რომ, "ატლეტიკოს" შემადგენლობა იმდენად არ ჩამორჩება გრანდებისას, რამდენადაც გაიზარდა სხვა გუნდების დონე.

"ატლეტიკო" ყველაზე მეტს დარბის ესპანეთში, გუნდისთვის ნორმაა, როცა მეტოქეზე 3-5 კილომეტრით მეტს გაირბენს. წარმოიდგინეთ, რამდენი აქვს სარბენი დიეგო სიმეონეს გუნდს როგორც ესპანეთში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. შემადგენლობა კი არ არის გრძელსკამიანი. ყველა ფრონტზე მებრძოლ "ატლეტიკოს" კი ფინიშამდე შეიძლება "მეტრები" არ ეყოს.

ახლა, როცა საჩემპიონო შანსი თითქმის აღარ არის, თუ სიმეონემ თავიდანვე აქცენტი ლიგაზე გააკეთა, სწორადაც მოქცეულა.

ახალი ცხოვრება, ადრინდელზე უკეთესი

როცა უნაი ემერის "სევილიას" ვიხსენებთ, ყველას თავში ზედიზედ სამჯერ მოგებული ევროპალიგა მოგვდის. ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ეს მიღწევა და ჩემპიონატი გავიხსენოთ. სამპაოლის "სევილიამ" 16 ტურში იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ემერის "სევილიამ" ნებისმიერ სეზონში. არადა, ანდალუსიურ კლუბს თავიდან გაუჭირდა არგენტინელი მწვრთნელის სუპერშემტევი იდეების მიღება და გააზრება. ამას დაახლოებით 6 ტური დასჭირდა.

გუნდი მეორე ადგილზეა ბურთის ფლობის პროცენტით, მეოთხეზე - პასების სიზუსტით. 7 გოლი სტანდარტული სიტუაციების შემდეგ გავიდა. გუნდმა 32 გოლი გაიტანა, მაგრამ 6-ზე მეტი გოლი არავის ანგარიშზეა - სამპაოლი ერთ ან ორ ლიდერზე დამოკიდებული მწვრთნელი არ არის. მისი გუნდი ლაღ, შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რაც ბოლო ტურებში ძალზე თვალსაჩინო იყო. ჯერ უცნობია, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და სად არის "სევილიას" ზედა ზღვარი, მაგრამ ფაქტია, ეს სეზონი ყველაზე მეტად "სევილიამ" გაახალისა.

"წყალქვეშა ნავი" და სხვები

ფრან ესკრიბა უნიკალური გუნდის თავკაცია - გასულ სეზონში "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 16 ტურის მერე 30 ქულა ჰქონდა, ერთი წლით ადრე - 30, ორი წლის წინ - 28, ახლა - 29. "ვილიარეალი" საოცრად სტაბილურია. რობერტო სორიანოს დამატებამ შუახაზი მოაძლიერა, ნიკოლა სანსონემ და პატომ კი შემტევი პოტენციალი გააძლიერეს. სარისკო ტრანსფერებმა გაამართლეს.

ბაზარზე მუშაობის მაგალითი მაინც "რეალ სოსიედადია". ვილიან ჟოზე 6 მილიონ ევროდ იყიდეს და მან 9 გოლი უკვე გაიტანა და პირადად მოუტანა ბასკურ გუნდს 7 ქულა. სასარგებლოა სამშობლოში დაბრუნებული ხუანმიც. ძალიან ამართლებს 19 წლის მიკელ ოიარზაბალი, მის ანგარიშზე 4 საგოლე პასია და ის გუნდის ლიდერთაგანია.

დაბოლოს, საფეხბურთო ესთეტიკის დამფასებლებს კიკე სეტიენის "ლას პალმასი" აუცილებლად მოეწონებათ. კანარული გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, მაგრამ ამაზე არ წუხს და შეტევით "ცოცხლობს". კარგად თამაშობენ სხვაგან ჩამოწერილი ვარსკვლავები, მარკო ლივაია და კევინ-პრინს ბოატენგი.

"ვალენსია" გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ფრაზა ძალიან უშნოდ ხვდება ყურს. ჩეზარე პრანდელის დანიშვნით გუნდში საქმისადმი სწორი დამოკიდებულება დაბრუნდა, აი, შედეგები კი - ჯერ არა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
"როგორც ჯვარედინი იოგების ტრავმის ყოფილი პაციენტი, ასე ვფიქრობ" - ცნობილი რუსი კომენტატორი კვარაცხელიას ტრავმას ეხმაურება
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"