ხალხი ვერ მიტანს იმის გამო, რომ შავი, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა საკუთარ თავზე სრული სიმართლე ილაპარაკა.

"ვფიქრობ, ზოგიერთები ვერ მიტანენ, რადგან შავი, ძლიერი, მაღალი, მძლავრი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. და ისინი იწყებენ ლაპარაკს, რომ ხელები ისეთი არ მაქვს, როგორც სხვა გოგონებს, ფეხები ისე ვერ გამოიყურება, როგორიც უნდა იყოს, ისეთი უკანალი და საერთოდ, სხეული არ მივარგა...

მისმინეთ, თუ გულზე არ გეხატებით - ჯანდაბა. მე ვერ გავაკეთებ ისე, რომ ყველას მოვწონდე და არ ვითხოვ, რომ ვუყვარდე. მთავარია, რომ მე მომწონს და მიყვარს საკუთარი თავი. ისინი კი საკუთარ აზრზე დარჩნენ. უყვარდეთ, რაც უნდათ და ვინც უნდათ. მთავარია, რომ ამან თავგზა არ ამირიოს.

იყო დრო, როცა თავად ვგრძნობდი დისკომფორტს, როცა მეგონა, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი. მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე პაუზა ამეღო და მეფიქრა: მაშ ასე, ვიღაცას მიაჩნია, რომ ქალისთვის მეტისმეტად ათლეტური ვარ. მაგრამ სწორედ ამ სხეულმა მომცა საშუალება - გავმხდარიყავი უდიადესი ჩოგბურთელი. ასე რომ, ღირს ამის გამო შეწუხებული ვიყო? და გადავწყვიტე, ამით თავი აღარ დამეტვირთა", - მოჰყავს სერენა უილიამსის სიტყვები Theundefeated-ს.

ასევე ჩოგბურთელმა ილაპარაკა იმის შესახებ, რა პრობლემებს აწყდებიან შავკანიანი ადამიანები საზოგადოებაში.

"ბევრი აფროამერიკელი მოზარდის ასაკში კომპლექსებს განიცდის საკუთარი გარეგნობის გამო. მათ ჰგონიათ, რომ ცუდად გამოიყურებიან, რომ ულამაზო თმები აქვთ, ძალიან შავი კანი ან ძალიან დიდი ტუჩები. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად, ასეთი ფიქრები ქრება.

მაგრამ, ჩვენთან ოჯახში ყოველთვის გვასწავლიდნენ საკუთარი თავის სიყვარულს. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა ვაფასებდეთ საკუთარ ისტორიას.

ჩემი აზრით, არც ერთი სხვა რასა არ განიცდიდა მსგავს პრობლემას: ასეულობით წლის განმავლობაში, უნდა გვებრძოლა გადარჩენისთვის. და ამან გვაქცია უფრო ძლიერად როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ამიტომაც, მართლაც ვამაყობ საკუთარი კანის ფერით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola*
კარგით რა შარაპოვას (რომლის თაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ) ვითომ დოპინგი სააგენტოს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - როცა წლები იცის სააგენტომ რომ მილდრონატს ხმარობს და მერე რომ აკრძალავ 2-3 კვირაში ჩაუსაფრდები და შეამოქმებ ბუნებრივია რომ დაჩვეულზე უცბად უარს ვერ იტყოდა და გამოიჭირეს - აქ სულ სხვა ამბები იკითხება - მეორე მომენტია რომ ვინ რას ხმარობს მშვენივრად იციან და როცა მოუნდებათ მაშინ იღებენ ხმას - პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების ამბები გგონიათ ეხლა გაარკვიეს? - ეხლა მოუნდათ ანგარიშსწორება რუსეთთან და ეხლა გამოაშკარავეს - რაც შეეხება იმ გაქცეულს ეგ უბრალოD "მოწმე" სჭირდებოდათ და ალაპარაკეს რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო!
რუსების დამცველებს
მე აყლაყუდა შარაპოვა საერთოდ არ მიმაჩნია ულამაზესად,მაგრამ რუსებს რომ სახელმწიფო დონეზე აქვთ დოპინგის ამბები ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო როცა რუსეთის სადოპინგო კომისიის თავმჯდომარე ამერიკაში გაიქცა რათა არ მოეკლათ როგორც მისი ორი თანამშრომელი.
gigusha
ულამაზესი შარაპოვა უმნიშვვლელო პრეპარატის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ვინ დამაჯერებს რომ ამ კაც ქალას არასდროს მიუღია ეგეთი წამლები.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა