სამეცნიერო ჟურნალმა PLOS ONE-მ სტატისტიკური კვლევის შედეგად ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა
სამეცნიერო ჟურნალმა PLOS ONE-მ საინტერესო სტატისტიკური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. მისი ავტორია ილინოისის ჩრდილო-დასავლეთი უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ფილიპო რადიჩი. მან მიზნად ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა დაისახა.

ჩოგბურთელთა დონის განსაზღვრისთვის რადიჩიმ მოთამაშეთა მიერ მოპოვებული "სტატუსის მქონე გამარჯვებების" (Quality wins) რაოდენობა გამოიყენა. კვლევის დროს გააანალიზებულ იქნა მამაკაცების ყველა შეხვედრა 1968 წლიდან დღემდე და ყველა ჩოგბურთელს მიანჭეს "პრესტიჟის რანგი" (Prestige score), რომელიც ე. წ. "სტატუსის მქონე მეტოქეებზე" (Quality opponents) გამარჯვებებს ეფუძნებოდა. ამასთან, კვლევა არ ითვალისწინებდა ტურნირების სტატუსს, სადაც ეს შეხვედრები იმართებოდა.

"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მატჩების მოგება, არამედ მაღალი დონის მეტოქეთა დამარცხება", - ამბობს კვლევის ავტორი.

აი, როგორი სახე მიიღო რადიჩის მიერ შედგენილმა ცხრილმა: პირველ სვეტში მოცემულია "სტატუსის მქონე მოგებების" რაოდენობა, მეორეში - "პრესტიჟის რანგი". ამ კვლევის მიხედვით გამოდის, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ამერიკელი ჯიმ კონორსია.

1. ჯიმი კონორსი 178 95.4

2. ივან ლენდლი 134 83.6

3. ჯონ მაკინროი 129 68.3

4. გილერმო ვილასი 93 63.5

5. ანდრე აგასი 79 60.3

6. სტეფან ედბერგი 78 56.1

7. როჯერ ფედერერი 39 55.7

8. პიტ სამპრასი 87 55.5

როგორც ირკვევა, მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს 21 "სტატუსური გამარჯვება" აქვს მოპოვებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ არ ცდილობენ დღეს არსებული სარეიტინგო სისტემის შეცვლას, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს. უბრალოდ, "პრესტიჟის რეიტინგი" - ახალი მეთოდია, რომელიც საკითხისადმი არაორდინალურ მიდგომას ეფუძნება და შესაძლებელია სხვა სისტემების ერთგვარ დამატებად იქცეს.

tolika
ნეტავი შვედი ბიორნ ბორგი, უიმლდონის 5-გზის გამარჯვებული რატომ არ არის ამ სიაში?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა