ივანოვიჩმა კარიერის დასასრულებლად ფეისბუქის პირდაპირი ეთერი გამოიყენა
რამდენიმე დღის წინ, სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა შეაშფოთა საკუთარი გულშემატკივრები, როცა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 28 დეკემბერს, მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებდა. თუ ანას ბოლოდროინდელ პრობლემებს გავითვალისწინებთ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმაცია კარიერის დასრულების, ფეხმძიმობის ან დოპინგის შესახებ.

და აი, გუშინ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა "ფეისბუქით" მიმართა თავის თაყვანისმცემლებს.

"გადავწყვიტე დავასრულო კარიერა პროფესიულ ჩოგბურთში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არსებობს დადებითი მომენტებიც. ხუთი წლისამ დავიწყე ჩოგბურთში ვარჯიში. ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ, მაშინაც კი, როცა რეიტინგში პირველი ნომერი გავხდი. ეს მოხდა 2008 წელს, როლან გაროსის მოგების შემდეგ.

ისეთ სიმაღლეებს მივაღწიე, რაზედაც არასოდეს მიოცნებია. მოვიპოვე WTA-ის 15 ტიტული, მოგებული მაქვს "დიდი სლემის" ტურნირი, მითამაშია ფედერაციის თასის ხუთ ფინალში. მე ვიტყოდი, ცუდი არ არის უბრალო სერბი გოგონასთვის. მაგრამ სპორტის ნებისმიერ სახეობა მოითხოვს კარგ ფიზიკურ ფორმას. ბოლო დროს, რამდენიმე ტრავმა დამიგროვდა, მე კი 100 პროცენტით მინდა ვიყო მზად, რაც უკვე შეუძლებელია", - განაცხადა ივანოვიჩმა პირდაპირ ეთერში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

2016 წელი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა სერბი ჩოგბურთელისთვის. მას უამრავი პრობლემა ჰქონდა როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე თამაშთან დაკავშირებით. ამერიკის ღია პირველობაზე ანას წაგებათა სერიამ ხუთ მატჩს მიაღწია, რის შემდეგაც, ივანოვიჩმა მაჯის ტრავმისა და ფეხზე ოპერაციის აუცილებლობის გამო, ვადაზე ადრე დაასრულა 2016 წლის სეზონი.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩოგბურთელის რეიტინგზე - სერბმა, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად ვერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში, 63-ე პოზიციამდე დაეშვა კლასიფიკაციაში.

მეორეს მხრივ, ივანოვიჩისთვის 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ცხოვრებაში - ივლისში მან იქორწინა გერმანიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელზე ბასტიან შვაინშტაიგერზე.

სხვათა შორის, სერბი დეკემბერში დაბრუნდა კორტზე და მონაწილეობა მიიღო საჩოგბურთო პრემიერლიგის მატჩებში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანოვიჩი გამოტოვებდა იანვრის ტურნირებს - ოკლენდს და ავსტრალიის ღია პირველობას.

ანა ივანოვიჩი

დაიბადა: 1987 წლის 6 ნოემბერს

დაბადების ადგილი: ბელგრადი (სერბეთი)

სიმაღლე: 184 სმ

კარიერის დასაწყისი: 2003 წელი

კარიერის დასასრული: 2016 წელი

ჰონორარები კარიერაში: $15 510 787

უმაღლესი პოზიცია რეიტინგში: 1 (2008 წლის 9 ივნისი)

480 მოგება და 225 წაგება ერთეულებში. 15 ტიტული

1 ტიტული "დიდ სლემზე":

ავსტრალია - ფინალი (2008).

როლან გაროსი - მოგება (2008).

უიმბლდონი - 1/2 ფინალი (2007).

აშშ-ის ღია - 1/4 ფინალი (2012).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არჩილ ხოფერია
როგორ გარბის დრო! ულამაზესი იყავი! ახლაც მაგარი გოო ხარ ანა! ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს!
jumber
2004 წელს გავიცანი ბათუმის ტურნირზე.ულამაზესი იყო.
sosososo
ესე ჩოგბურთელი არ მყვარებია.წარმატებები ანუშკი.ყველაზე საყვარელი სპორტსმენი იყავი ჩემთვის
ულტიმენტ ჩოფერი
მილდრონატის გეშინოდეს ანავ ))) დოპინგზე დაერხა ძაან ბევრ ჩოგბურთელს და ბევრიც გამოტოვებს ავსტრალიის სლემს
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ანა ივანოვიჩი: უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ანა ივანოვიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლები გახდნენ
US OPEN 2016. II დღე: ძველი სერენა დაბრუნდა
ანა ივანოვიჩმა სეზონი დაასრულა
შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი პირველ შვილს ელოდებიან