"ბარსელონას" თავკაცს ერთწლიანი პაუზა სურს
"ბარსელონას" თავს მართლაც რაღაც ხდება - გუნდის მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი ჯერჯერობით, არ ახანგრძლივებს კონტრაქტს. დარჩენის დიდი სურვილი არც გუნდის თავკაც ლუის ენრიკეს ეტყობა...

2016 წელი დასრულდა, "ბარსელონას" თავკაც ლუის ენრიკეს კი ჯერაც არ გაურკვევია, სურს თუ არა ხელშეკრულების გაგრძელება, რომელსაც ვადა 30 ივნისს ეწურება. ასტურიელი სპეციალისტი მოსაფიქრებლად დროს ითხოვს, რაც "ბარსას" ფანებს საგონებელში აგდებს. ლუჩო იმით არის ცნობილი, რომ საკუთარი კარიერის სრული კონტროლი უყვარს. ეს მან "ბარსას" მეორე გუნდში, "რომასა" და "სელტაში" დაამტკიცა. ლუის ენრიკე ამით ძალიან ჰგავს ხოსეპ გვარდიოლას.

არადა, რაც "კამპ ნოუს" სათადარიგოთა სკამს ხელმძღვანელობს, სულ ორ-ნახევარი წელიწადი გავიდა და ლუის ენრიკემ საკმაო ავტორიტეტი მოიპოვა.

მას მერე, რაც გუნდიდან პეპი წავიდა და ტიტო ვილანოვამ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება, იყო გაუგებარი დროება ჟორდი როურას ხელმძღვანელობით და ჩავარდნილი (უტიტულო) სეზონი ხერარდო ტატა მარტინოს თავკაცობით, გუნდში ლუის ენრიკე მიიწვიეს და არც ინანეს.

ამიტომაც ლუჩოს ახლა აქვს დრო მოსაფიქრებლად, დაიწყებს თუ არა მეოთხე სეზონსაც "ბარსას" თავკაცის პოსტზე თუ ერთწლიან შვებულებას აიღებს, როგორც ახლახან საკლუბო არხთან ინტერვიუში განაცხადა.

"თუკი ჩემი მომავალი აქ არ არის, ის არ არის არსად", - განაცხადა მაშინ ლუის ენრიკემ, მაგრამ კლუბი მას გაზაფხულამდე ვერ მოუცდის, საბოლოო პასუხი მან დროულად უნდა მოიფიქროს. კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებს სურთ იცოდნენ, რას აპირებს ლუის ენრიკე მანამდე, სანამ სეზონის გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება.

დამშვიდობების პრეცედენტი

2012 წელს გვარდიოლა დაელოდა, სანამ ყველა ტიტულს მოიგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა, რომ აღარ აპირებდა გუნდის გაწვრთნას. თუმცა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ შუა სეზონში გააფრთხილა. ასე რომ, მათთვის პეპის გადაწყვეტილება, ფანებისგან განსხვავებით, მოულოდნელი არ ყოფილა.

ლუის ენრიკე ერთხელ უკვე დაემშვიდობა გუნდს. ეს 2011 წელს მოხდა, როცა სარეზერვო გუნდის მწვრთნელობას მესამე სეზონის შემდეგ შეეშვა. "ჩვენ პირველ გუნდს ახალი ფეხბურთელებით ვამარაგებთ, ახლა კი ახალი თავგადასავალი მსურს. ჯერ არ ვიცი, სად ვიმუშავებ, მაგრამ მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ", - განაცხადა მაშინ ასტურიელმა სპეციალისტმა და მალე იგი "რომას" მწვრთნელის პოსტზე ვიხილეთ.

ლუჩო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა სურს თავად, რას გრძნობს. ის მხოლოდ იმ ხალხის ბედ-იღბალზეა დამოკიდებული, რომლებთან ერთადაც ყოველდღიურად მუშაობს. პირველი სწორედ ისინი შეიტყობენ ლუის ენრიკეს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

"ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვმუშაობ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მწვრთნელად. ვარ შინ და ოჯახთან ერთად და ჩართული ვარ დიდ საფეხბურთო ორომტრიალში, ვიბრძვი დიდი ტიტულებისთვის. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ძალიან მძიმეა და ძვირად მიჯდება. სამწუხარო ისაა, რომ მომავალი სეზონების დაგეგმვის წინ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინო. მე ასე ვფიქრობ, ან აქ ვარ "ბარსასთან" ერთად, ან არსად. დრო ჯერ კიდევ მაქვს და ვიცი, რომ კლუბი მხარს დამიჭერს გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა ორიოდე დღის წინათ კლუბის არხზე ლუის ენრიკემ და ესპანური მედიის აზრით, სწორედ ერთწლიანი "შვებულება" იგულისხმა.

ვალვერდე შეცვლის?

ბუნებრივია, კლუბში უკვე ფიქრობენ ყველაზე უარეს ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც, ლუის ენრიკე დროებით ან სულაც, სულ მიდის "ბარსელონადან". "მარკას" ცნობით, კატალონიურ გრანდში უკვე განიხილავენ ლუჩოს სავარაუდო მემკვიდრეებს. ერთ-ერთ პირველს ბასკ სპეციალისტ ერნესტო ვალვერდეს ასახელებენ. 52 წლის ვალვერდე 3 წელია, რაც ბილბაოს "ატლეტიკის" თავკაცია. 2013 წელს ის ბასკურ გუნდში 8-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ვალვერდე "ესპანიოლს", "ოლიმპიაკოსს" (ორჯერ), "ვილიარეალსა" და "ვალენსიას" წვრთნიდა.

სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ ვალვერდე კინაღამ "რეალის" თავკაცი გახდა, როცა "სამეფო კლუბიდან" რაფა ბენიტესს უშვებდნენ. საბოლოოდ, ვალვერდემ "ბილბაოსთან" გაახანგრძლივა კონტრაქტი, "რეალში" კი სარეზერვო გეგმა აამუშავეს და ზინედინ ზიდანი დააწინაურეს (რასაც არც ნანობენ ახლა). ვალვერდეს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი და სულაც არ არის უჩვეულო, რომ "ბარსელონას" ექსფეხბურთელი (1988-90 წლებში თამაშობდა) კატალონიაში წავიდეს სამუშაოდ.

ვალვერდეს უპირატესობა ესპანური ფეხბურთის სრულყოფილი ცოდნა, "ასულგრანას" საფეხბურთო სტილის სიყვარული და "ბარსას" ფანების მისდამი კეთილგანწყობაა.

მათ "ბარსა" უარყვეს...

მესი ორჭოფობს და არაფერს ამბობს თავის მომავალზე, ლუის ენრიკეც ჩაფიქრებულია. რამდენად ხშირად ეუბნებიან "ბარსას" უარს? აღმოჩნდა, რომ არც ისე იშვიათად - მარტინ ედეგორი, მესუთ იოზილი, კოკე, ჯანლუიჯი ბუფონი, დანილო, რაფაელ ვან დერ ვაარტი, გარეთ ბეილი, ფრანკ რიბერი, კრისტიან კარამბე, დევიდ ბექჰემი, კევინ გამეირო, ნოლიტო - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომელთაც "ბარსელონასგან" შემოთავაზება ჰქონდათ და უარი თქვეს.

სრნა თითქმის გადაწყვეტილია

იანვარში "ბარსელონას" გაძლიერება ესაჭიროება, განსაკუთრებით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ალეიშ ვიდალმა ვერაფრით მოიპოვა ლუის ენრიკეს ნდობა, სერხი რობერტოს კი კონკურენტი ესაჭიროება, თანაც, ის ხომ არ არის ამპლუით მარჯვენა მცველი. კვლავ ნომერ პირველ კანდიდატად ითვლება "შახტარის" ხორვატი მცველი დარიო სრნა, რომელიც მაისში 35 წლის გახდება.

ასაკის მიუხედავად, სრნა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში თავის პოზიციაზე და დანი ალვეშის სრულუფლებიან შემცვლელადაც განიხილება.

"ბარსას" ფანებს... მოდრიჩი სურთ

ვინ სურთ "ბარსას" ფანებს? "მუნდო დეპორტივომ" "ბარსელონას" ყველაზე ერთგული ფანები (რომელთაც სეზონის აბონემენტები აქვთ შეძენილი) გამოჰკითხა და ასეთი შედეგი მიიღო: ყველაზე მეტად კატალონიაში ლუკა მოდრიჩის დამატება სურთ. ამ გამოკითხვაში მეორე ადგილზე "არსენალის" მცველი ექტორ ბელერინი გავიდა.

სხვათა შორის, გამოკითხულთა 84%-ს სჯერა, რომ "ბარსას" "რეალთან" (სავარაუდო) 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია. გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" სეზონს ტრიუმფით დაასრულებს: მოიგებს ლა ლიგას, კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგას. შესაშური ოპტიმიზმია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
მართალს ამბობს ეს კაცი.
a.a
me barselonashi vcxovrob da kargad vici rac xdeba aq, enrikec da mesic rchebian barsashi, mesi ukve gadawyvetilia is da iniesta dzalian male moaweren axal kontrakts, rac sheexeba barsaze uaris tqmas, uars umetesoba shemtevebisa imitom idzaxis ro ician xshirad ver itamasheben, ise cnobistvis arc srna gadmova ianvarshi imitom ro vidali rcheba
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს