ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჟერვინიო ჰამბურგში გადავა

ჟერვინიო ჰამბურგში გადავა

"ლილის" განაპირა ნახევარმცველმა ჟერვინიომ შესაძლოა ზაფხულზე კლუბი მიატოვოს და კარიერა "ჰამბურგში" განაგრძოს

"ლილის" განაპირა ნახევარმცველმა ჟერვინიომ შესაძლოა ზაფხულზე კლუბი მიატოვოს და კარიერა "ჰამბურგში" განაგრძოს, გვამცნობს გერმანული "ბილდი". ამავე გამოცემის მტკიცებით, ჩრდილოგერმანელები სეზონის დასრულების შემდეგ არა ერთ და ორ წამყვან ფეხბურთელს დაკარგავენ. ლაპარაკია, რომ კლუბს განსაკუთრებით პეტრიჩის, ელიასა და გერეროს შენარჩუნება გაუჭირდება. ხოლო ის, რომ ვან ნისტელროი უეჭველად წავა, ამას რა ხანია, ყველა შეეგუა. ამ ხმებს ფრანგული პრესაც აჰყვა და გვაცნობა, რომ თურმე ჰამბურგელები ივუარელის შესაძენად 12 მილიონ ევროს ამზადებენ. თავად ფეხბურთელისა და ლიგა 1-ის ლიდერის წარმომადგენელთა რეაქციის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერს წერს. აქვე გეტყვით, რომ ჟერვინიომ მიმდინარე სეზონში 24 თამაშში 11 გოლის გატანა შეძლო, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი შედეგია.

ვალბუენას ტრავმა არასერიოზული აღმოჩნდა

"მარსელის" შემტევმა ნახევარმცველმა მატიო ვალბუენამ უკვე განაახლა ვარჯიშები საერთო ჯგუფთან ერთად, გვამცნო "ეკიპმა". ფეხბურთელს მუხლი არცთუ დიდი ხნის წინ უკვე აწუხებდა და ექიმებს ტრავმის რეციდივის შიში ჰქონდათ. თუმცა მათი ვარაუდი არ დადასტურდა. მარსელელთა თავკაცმა დიდიე დეშამმა უკვე განაცხადა, რომ არ იცის, ვალბუენას "მანჩესტერ იუნაიტედთან" საპასუხო შეხვედრაში ძირითადში დააყენებს თუ არა, მაგრამ 18 კაცში რომ მოხვდება, ამის გარანტია უკვე არსებობს. აღნიშნული შეხვედრა 15 მარტს "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება.

ჟიული რჩება

"პარი სენ-ჟერმენის" 34 წლის ნახევარმცველმა სურვილი გამოთქვა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს. "თუკი კლუბის ხელმძღვანელობა ამას მიზანშეწონილად ჩათვლის და ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს, წინადადებას სიხარულით დავთანხმდები. თუმცა მესმის, რომ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი დაგვჭირდება. ეს ყველაფერი ჩემი სურვილია, კონკრეტულად კი ვერაფერს მოგახსენებთ. მესმის ისიც, რომ საყოველთაო კრიზისის პირობებში კლუბს ჩემთვის ხელფასის დაკლება სურს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩემს აგენტთან უნდა შევათანხმო. იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანი ვარ, ამ ვარიანტზე დათანხმება ლოგიკურად მიმაჩნია. დამიჯერეთ, ფული არ არის ის, რისთვისაც ფეხბურთს ვთამაშობ. ასე რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ შარშან ყატარში ან ამერიკაში წავიდოდი ბურთის საგორებლად. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ შემიძლია სერიოზულ დონეზე ფეხბურთის თამაში. მაგალითად პსჟ-ს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩემთვის მშვენიერი პერსპექტივაა".

იუვეს მძიმე დღეები

მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში "იუვენტუსის" ფინანსურმა ზარალმა 39,5 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ თავად კლუბის საიტი იუწყება. შემოსავალმა სულ 88,8 მილიონი შეადგინა, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 1/3-ით ნაკლებია. ამას დაუმატეთ ის, რომ რიგი მიზეზების გამო კლუბის გასავალმა 16,8%-ით მოიმატა და 100,1 მილიონი ევრო შეადგინა. ეს ყველაფერი ლოგიკის ჩარჩოებში ადვილად ჯდება, რადგან "ბებერი ქალბატონი" წელს არ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და პლუს კლუბს მძიმე ტვირთად დააწვა ახალი სტადიონის მშენებლობის ხარჯები.

ლევან ბიბილაშვილი

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა