სატრანსფერო ამბები და არა მარტო... მიმდინარე სეზონში, "მილანის" ასპარეზობა მთლიანობაში დადებითად უნდა შევაფასოთ

რომას ფეხბურთელებზე ტაციაობაა

მიმდინარე სეზონში, "მილანის" ასპარეზობა მთლიანობაში დადებითად უნდა შევაფასოთ. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ჯერჯერობით, არც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილა. მართალია, მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში საშინაო მარცხი იწვნია, მაგრამ ლომბარდიული გრანდის ჩამოწერა მაინც არ შეიძლება. პირიქით, "როსონერის" ბანაკში საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეს. "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტისა და მასიმილიანო ალეგრის დიალოგი ამის ნათელი დადასტურებაა...

- ყველაზე მეტად რა გახარებთ?

- ის, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ლაზარეთი ცარიელდება. შემადგენლობის შერჩევისას გაცილებით უფრო დიდი არჩევანი მაქვს, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ნაპოლისთან" პაექრობაში ერთ-ერთი საუკეთესო კევინ პრინც ბოატენგი იყო, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. არადა, განელი ტრავმირებული იყო და კარგა ხანს ვერ გვეხმარებოდა. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი და იმედია, სეზონის დარჩენილ ნაწილში ტრავმები აღარ შეგვაწუხებს

- ჩემპიონთა ლიგა თუ სკუდეტო?

- ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. მაგრამ, მეორე მხრივ, "მილანს" დიდი ხანია, რაც სკუდეტო არ მოუგია და ეს მიზანი ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მჯერა ჩემი გუნდის და ვთვლი, რომ ორივე ფრონტზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა. სერია A-ს სსატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - პრინციპში, ისევე როგორც ლიგაში, სადაც რთული, მაგრამ რეალური ამოცანის გადაჭრა მოგვიწევს. "ტოტენჰემთან" განცდილი საშინაო მარცხისგან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მერწმუნეთ, ლონდონში სულ სხვა "მილანს" იხილავთ.

ამ ორი კითხვით შემოვიფარგლოთ და "მილანის" თემა სხვა მიმართულებით განვავრცოთ. ექსპერტების აზრით, გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი მიმდინარე სეზონში მაინც დაცვის ხაზია. ტიაგო სილვასა და ალესანდრო ნესტას ტანდემს თითქოს არაფერი უჭირს, მაგრამ ხან ერთია ტრავმირებული და ხან მეორე. განსაკუთრებით ეს ნესტაზე ითქმის, რომელიც უკვე ასაკშია და წელის ქრინიკული ტკივილები აწუხებს. დაშავებულს ხან დანიელე ბონერა ცვლის და ხან მარიო იესპესი - დაგვეთანხმებით, არც ერთი არ არის იმ დონის უკანახაზელი, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებში ბოლომდე ენდო. გულშემატკივრები ვერ ნიკოლა ლეგროტალიეს ტრანსფერმა დააწყნარა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ექსიუვენტინო უკვე 34 წლის გახლავთ. არსებული ვითარება კარგად ესმით კლუბის მესვეურებსაც და ამად არის, რომ ცენტრალური მცველის ძიებაში არიან. სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ ლომბარდიელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფილიპ მექსეს გადაბირებას შეეცდებიან. უკვე არაერთი წელია ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მხარეები ასე ახლოს არასდროს ყოფილან შეთანხმებასთან.

დიდია შანსი, "რომა" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ფილიპ მექსეს "მილანში" გადაბარგების სურვილი გაუჩნდეს. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩენა ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ "რომას" კიდევ უფრო გააღარიბებს და წესით, მცველის გასხვისების წინააღმდეგ დედაქალაქელები არ უნდა წავიდნენ. მით უმეტეს, "მილანი" მზადაა ფეხბურთელში თხუთმეტი მილიონი ევრო გადაიხადოს და ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს. აქვე გეტყვით, რომ მექსე 28 წლის გახლავთ და თუ შეთანხმება შედგა, ალბათ კარიერის ბოლომდე "როსონერიში" დარჩება. ამაზე თავად ფრანგის სიტყვები მიუთითებს:

"რომში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წასვლის სურვილი არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. ეს ბევრ რამეზეა დამოკდებული და შესაძლოა თვითონ კლუბი იყოს ჩემი გასხვისებით დაინტერესებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ განვეკუთვნები იმ მოთამაშეთა კატეგორიას, რომლებსაც გარემოს ცვლა სიამოვნებას ანიჭებთ და თუ სადმე გადავალ, აუცილებლად ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გფავაფორმებ. მეტსაც გეტყვით, მსურს ისეთი კონტრაქტს მოვაწერო ხელი, რომელიც ჩემ საფეხბურთო კარიერასთან ერთად ამოიწერება".

ზემოთაც აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ დიდია შანსი, "რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს. ასეთ შემთხვევაში, კლუბის მესვეურებს ძალიან დიდი შრომა დაჭირდებათ იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი თვალსა ხელს შუა არ დაეშალოთ - მექსეს ამბავი უკვე გითხარით და ორიოდე სიტყვა არნე რიისეს შესაძლო ტრანსფერზეც ვთქვათ. საქმე იმაშია, რომ ნორვეგიელი მცველის გადაბირებით ინგლისური "ნიუკასლია" დაინტერესებული და მასში საკმაოდ დიდი თანხის გადახდასაც აპირებს. რომაელებს შესაძლოა არც კი ეთმობათ სკანდინავიელი, მაგრამ მისი გასხვისება მაინც მოუწიოთ. საქმე ის არის, რომ რიისეს იტალიურ კლუბთან 2012 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს - ანუ, თუ რომაელებმა რიისე კიდევ ერთი სეზონით სულ ძალით შეინარჩუნეს და ამ პერიოდში ვერც ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რიისეს ისე შეელევიან რომ მასში ცენტსაც ვერ აიღებენ. ღირს კი ერთი სეზონით ფეხბურთელის შენარჩუნება 15-17 მილიონ ევროდ? - სწორედ ამ თანხის გაღებას აპირებენ "კაჭკაჭები" ნორვეგიელში.

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია